პრესის თანახმად, "მანჩესტერ იუნიატედი" "ატლეტიკოს" ფორვარდის ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება.
მსოფლიო ჩემპიონი "ატლეტიკოს" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს, და ახალი ცნობების თანახმად ის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
"იუნაიტედის" სახელს ასევე უკავშირებდნენ მათეის დე ლიხტის სახელს, რომელიც ამჟამად "აიაქსში" მცველის პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მისით უკვე უამრავი ევროპული კლუბი ინტერესდება.
ჭორების თანახმად, "იუნაიტედი" ალექსის სანჩესს წასვლის უფლებას მისცემს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ჩილელი "იუვენტუსში" ან "ინტერში" გადაბარგდება. ალექსის სანჩესმა "იუნაიტედში" არც თუ ისე კარგი სეზონი ჩაატარა, რითაც უკმაყოფილოა, როგორც ხელმძღვანელობა, ასევე გულშემატკივარიც.
ოლე გუნარმა უკვე განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ფილოსოფია არასდროს ყოფილა შემდგარი ფეხბურთელების შეძენა. როგორც ჭორებიდან გამომდინარე ჩანს, "წითლები" სატრანსფერო ფანჯარაზე მართლად პერსპექტიულ ახალგაზრდებს შეიძენენ.