"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ფულემის" ხელმძღვანელობას უკვე დაიკავშირდა და პოტენციურ შენაძენზე, მარცხენა მცველ რაიან სესინიონზე გაესაუბრა.
ახალგაზრდა, რომელიც შაბათს 19 წლის ხდება ბევრი გუნდის ინტერესის ობიექტრში მოექცა. მისით "ტოტენჰემი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან, თუმცა "იუნაიტედი" ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც "ფულემთან" დაკავშირება მოახერხა.
როგორც პრესაში იწერება, "ფულემი" მზადაა, რომ სესინიონი გაყიდოს, განასკუთრებით იმის ფონზე, რომ რაიანის კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი.
სესინიონს თავდაპირველად რთული პერიოდი ჰქონდა და მისთვის პრემიერ ლიგის პირველი სეზონი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.
თუმცა მიუხედავად ამისა, სესინიონი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრება ინგლისში. მან უკვე 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ჯერ კიდევ მხოლოდ 18 წლის ასაკში.