თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2019, 10:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 6
"ფეხბურთელებს ოლესი უნდა ეშინოდეთ"
უეინ რუნი "იუნაიტედის" პრობლემებზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ "წითლების" მწრთვნელზე ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა. მისი აზრით, თუ ოლეს წარმატების მიღწევა სურს ფეხბურთელებში შიში უნდა დანერგოს.

სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემცვლრლ მწრთვნელად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა და პირველი 19 მატჩიდან 14 მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

თუმცა მარტის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ათი მატჩიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა, რის შედეგადაც "წითლები" ოთხეულს მიღმა დარჩნენ.

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს რაღაცის უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ ოლე გუნარის, უნდა ეშინოდეთ მაიკლ ქერიკის. რა თქმა უნდა, პატივს უნდა სცემდნენ, მაგრამ ამასთანავე უნდა ეშინოდეთ."

"ძალიან რთული სიტუაციაა. ჩემთვის ყოველთვის რთული გადასატანია, როცა ვხედავ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წვალობს და იტანჯება. ოლემ შესანიშნავად დაიწყო ყველაფერი, ფეხბურთელებს ცოტაოდენი თავისუფლება მისცა და ყველა კარგად ხედავდა, რომ ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებდნენ. მოსწონდათ გამარჯვება და ძალიან კარგად თამაშობდნენ."

"მაგრამ უცებ ყველა ფეხბურთელის სახელი სხვადასხვა კლუბს დაუკავშირდა. არ ვიცი რა მხოდა, მაგრამ ფაქტი ერთია - ბოლო შვიდი მატჩი არ ჩაუტარებიათ ისეთი თამაში, როგორის ჩატარებაც შეეძლოთ და ეს ლიგის ფასად დაუჯდათ."

"ფებხურთი შეიცვალა. ფეხბურთელებს დღეს წაგების შემდეგ კარგ ხასიათზე ყოფნა და სოციალურ მედიაში სხვადასხვა რეკლამის განთავსება შეუძლიათ. როცა გულშემატკივრები ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ისინი ყოველთვის მაკრეტინგის ხალხს ადანაშაულებენ."

"მოდით, თქვენს თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა. ისინი ხომ თქვენთვის მუშაობენ. მეც მყავს ხალხი, რომლებიც ჩემს სოციალურ ქსელებს განაგებენ, მაგრამ ჩემი ინსტრუქციის გარეშე იქ არაფერს განათავსებენ. ამიტომ ყველამ უნდა აიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა."

"ამ ფეხბურთელებს დღეს მოსწონთ, როცა ვიღაცის ზურგს ეფარებიან. არ აქვს მნიშვნელობა საქმე სოციალურ მედიას ეხება, თუ მოედანს. მათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უჭირთ,"
-განაცხადა უეინ რუნიმ.

წყარო: SkySports
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
18 მაი 2019 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
დღეს ბიზნესია ყველაფერი.ჟოზემ რო გააკრიტიკა 1-2 ისეთი ფეხბურთელი რომელიც მარკეტინგულად მომგებიანი იყო,გაუშვეს გუნდიდან.ოლემ რო შეატყო რო ეს ცინგლიანი პიჟონები საჩკაობენ ეგრევე აურიეს თამაშს.იმედია მიხვდებიან რო თუკი არ მისცეს მწვრთნელს სრული თავისიფლება ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც წყალს აამღვრევს.ასეთია დღეს პოგბა,დე ხეა,რეშფორდი,მარსიალი...დაჟე სანჩესიც კი არაა მათნაირი.ასე რომ თუკი კრიტიკას ვერ იტანს სპორტსმენი ჯობია მას დაახვევინო.ბექჰემისნაირი სუპერ პიჟონს რო ააცმევინა ფერგიმ ამის შიშით ოშიები და ჭ დონის იგროკები მონდომებით თამაშობდნენ.რო მიაგდებ დე ხეას მთელი სეზონი დუბლებში მერე ისწავლის ჭკუას.პოგბას რო 90 წუთზე შეუშვებ მერე მოვა გონს.რეშფორდს და მარსიალს კი არენდით რო გაუშვებ დონკასტერ როვერში მოეგებიან გონს.
1
№2
ავტორი: ikeoni
18 მაი 2019 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
100% ხარ ბებერო❤️
1
№3
ავტორი: f.c.mu
18 მაი 2019 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
გუნდში რო სიმკაცრე აუცილებელია ეს ფაქტია, ოლესაც მოუწევს როტა მკაცრი გადაწყვეტილებები ისე არ გამოვა არაფერი.
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეა სამწუხაროდ
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
18 მაი 2019 13:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Old Red Devil
დღეს ბიზნესია ყველაფერი.ჟოზემ რო გააკრიტიკა 1-2 ისეთი ფეხბურთელი რომელიც მარკეტინგულად მომგებიანი იყო,გაუშვეს გუნდიდან.ოლემ რო შეატყო რო ეს ცინგლიანი პიჟონები საჩკაობენ ეგრევე აურიეს თამაშს.იმედია მიხვდებიან რო თუკი არ მისცეს მწვრთნელს სრული თავისიფლება ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც წყალს აამღვრევს.ასეთია დღეს პოგბა,დე ხეა,რეშფორდი,მარსიალი...დაჟე სანჩესიც კი არაა მათნაირი.ასე რომ თუკი კრიტიკას ვერ იტანს სპორტსმენი ჯობია მას დაახვევინო.ბექჰემისნაირი სუპერ პიჟონს რო ააცმევინა ფერგიმ ამის შიშით ოშიები და ჭ დონის იგროკები მონდომებით თამაშობდნენ.რო მიაგდებ დე ხეას მთელი სეზონი დუბლებში მერე ისწავლის ჭკუას.პოგბას რო 90 წუთზე შეუშვებ მერე მოვა გონს.რეშფორდს და მარსიალს კი არენდით რო გაუშვებ დონკასტერ როვერში მოეგებიან გონს.

გეთანხმები.მაგას ვიძახდი მოუს გაშვების დრო რომ იდგა რომ ვინც მოვა იმან თავიდანვე უნდა მოაჯინოს ეს ნახირი ტრაკზეთქო მაგრამ ოლე მოვიდა კატა ლეაპოლდივით და არიქა მშვიდობა თქვენდაო უთხრა ყველას და შედეგი რაც მიიღო მაგან უკეთ იცის.ასე რომ მოიუხედავად იმისა რომ რუნი სოც ქსელებზე ლაპარაკობდა მისანიშნებელი მიანიშნა.ვუდვორდი რომ ამბობს ფინანსური მხარდაჭერა ექნებაო,მარტო ფინანსური არაა საკმარისი,მწვრთნელს უნდა შეეძლოს თავისუფლად დასაჯოს ვინც ურევს და არ იფიქროს იმაზე მარკეტინგულად დარტყმას მიიღებს გუნდი თუ არა.ამ დროს სულ გაჩნდებიან პოგბასნაირი პრივილიგირებული სირბანჯოები რომელთა გამოყენებითაც ხარისხს ვერ დადებ.ასე რომ მიეცით ამ კაცს სადავეები ბოლომდე და თქვენი მარკეტინგი გაიკვეხეთ უკან.ჯერაა ფეხბურთი და მერეა მარკეტინგი
0
№6
ავტორი: bachooo
18 მაი 2019 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ჯერ ერთი შიშით არაფერი გამოვა ჩემი აზრია რა თქმა უნდა! ჯერ ერთი უნდა უყვარდეთ ფეხბურთი,მეორე უნდა სცემდნენ პატივს გულშემატკივრებს,მწვრთნელს და კლუბს ასევე ფეხბურთს არამცთუ თუ ეშინია ითამაშებს,არავინ მიდის ფულს მე პირადად და ისე ვთამაშივბ ჩემთვის სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშით სამოყვარულო დონეზე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top