თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1846,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" დე ხეას პირობებს არ თანხმდება და მის შემცვლელს ასახელებს
ედ ვუდვორდი შეცდომების გამოსწორებას იწყებს.
ჰოლანდიის ნაკრების სილესენი დავიდ დე ხეას შეცვლის უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება, ვინაიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ელოდებიან, რომ ესპანელი კიპერი კლუბს ზაფხულში დატოვებს.

30 წლის სილესენმა საჯაროდ განაცხადა, რომ კატალონიაში მარკ ანდრე ტერ შტეგენის სათადარიგო მეკარედ გატარებული სამი წლის შემდეგ "ბარსელონას" დატოვება სურს. "იუნაიტედს" კი აცნობეს, რომ "ბარსა" 25 მლნ. ევროსა და თამაშზე დამოკიდებულებით ბონუსებს მოითხოვს მეკარეში, რომელიც 2016 წელს "აიაქსიდან" გადაიბირა.

დე ხეას მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ვინაიდან მის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ დგება. ესპანეთის ნაკრების წევრს - რომელიც ბოლო შვიდ სეზონში ხუთჯერ დაასახელეს პრემიერ ლიგის ნომერ პირველ მეკარედ - სურს, რომ მისი სტატუსი, როგორც "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელისა, აისახოს იმავე ოდენობის ხელფასში, რასაც ალექსის სანჩესი იღებს 2018 წლის იანვარში "იუნაიტედში" გადასვლის დღიდან. ედ ვუდვორდმა კი დე ხეას წარმომადგენლებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ხელფასის ასე ზრდა შეუძლებელია.

"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი აცნობიერებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა სანჩესს ოთხნახევარი წლით გაუფორმა კონტრაქტი და პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია, დე ხეას კონტრაქტის განახლებისას კი იმავე შეცდომის დაშვება არ სურს.

ესპანელის ბანაკში კი ამტკიცებენ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მეკარეთა ფასი საგრძნობლად გაიზარდა და უკეთეს პირობებს ნებისმიერ გრანდში შესთავაზებენ.

დე ხეა მომდევნო სეზონის დაწყებიდან კონტრაქტის პირობის იმ ფაზაში შედის, რომელიც კლუბის სურვილის მიერ იქნება ამოქმედებული და ესპანელს უფლებას აძლევს, იანვარში ნებისმიერ ევროპულ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკებები წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 2020 წლის ზაფხულში კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუვენტუსი", "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებული დე ხეას სერვისით, "იუნაიტედი" პრაგმატულ მიდგომას და 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვას ამჯობინებს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, მიღებულ შემოსავალს კი ახალი გუნდის შენების პროცესში გამოიყენებს.

დე ხეას შემცვლელთა შორის ბევრი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ სილესენს მათ შორის წამყვანი პოზიცია უჭირავს.

მისი შეძენა "იუნაიტედს" ჯერ კიდევ ლუი ვან გალის პერიოდიდან სურდა, როცა ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის თანამემამულეს ასევე დე ხეას შემცვლელად მოიაზრებდა, ვინაიდან მაშინ დავიდი მადრიდში გადაბარგების ზღვარზე იყო.

სილესენმა "კამპ ნოუზე" გატარებული სამი წლის განმავლობაში 30 მატჩი ჩაატარა და მათი უმრავლესობა კოპა დელ რეის შეხვედრებზე მოდიოდა.

გასულ თვეში ჰოლანდიურ ტელევიზიასთან საუბრისას იასპერმა საჯაროდ განაცხადა: "ჯერ არდადეგებს მოვიწყობ, შემდეგ კი ახალ კლუბს მოვძებნი, სადაც თამაშის საშუალება მექნება".

წყარო: dailyrecord
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
17 მაი 2019 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ამის მოყვანას ისევ რომერო იდგეს მირჩევნია, არაფერი მეკარე არაა სილესენი. ბოლობოლო პერეირა დადგეს, მაგარი პრესა ქონდა, ისევე როგორც შეფილდში განათხოვრებულ ჰენდერსონს(მართალია ჩემპიონშიფში მაგრამ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა). თუ მაინც და მაინც ყიდვაა, მოიყვანონ ობლაკი და მოგვარებულია ყველაფერი.
1
№2
ავტორი: datasta25
17 მაი 2019 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მემგონი უკვე ზედმეტს ითხოვს, 400 შესთავაზეს დაახლოებით, კვირაში და მგონი საკმარისზე მეტია, თუ არადა ამის და პოგბას ორჭოფობამ უკვე ტვინი მო****, ან დარჩი ან წადი რა
2
№3
ავტორი: ikeoni
17 მაი 2019 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ra sileseniii xoar gadaobt:))))
0
№4
ავტორი: giorgi_mg
17 მაი 2019 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფეხით მოთამაშე კარგი მეკარე არ გვაწყენდა თუ მანდამაინც დევიდის შეცვლაზე მიდგა საქმე
0
№5
ავტორი: Malboro463
17 მაი 2019 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეს თუ წავა რომერო იდგეს ჯობია მგონი მეკარეში ფულის გადახდას ამ სეზონში სხვა პოზიციას მოხმარდეს ჯობია. დაცვა გაძლიერეონ და მეკარესაც არ ექნება ბევრი საქნე. წელს ლიგაზეც არ ვართ და რომერო ეყოფა ამ საქმეს დ.
მომავალში კიდე გამოჩნდება კარგი ვარიანტი
0
№6
ავტორი: stepno
17 მაი 2019 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესეთ ხელფასზე არავის არ უნდა დათანხმდენ ჯერ რა პონტიაა ამხელა ხელფას რო ითხოვ?? რამე მოიგო გუნდმაა? წარმატებაში დაეხმარე? თუ რაა? წარმატება კიარა ანტი რეკორდი დაამყარა გოლების გაშვებაში ამ გამოსირებულლმა და ბოლო მატჩებში ტიპმა ისეთები გააკეთა უთამაშებელი ლორია არ იზავდა მაგას. ჩემ თვალში არასოდეს ყოფილა დეხეა N1 და არც ამხელა ხელფას არ იმსახურებს მაგრამ რადგან ესე უნამუსოთ ითხოვს სანჩესთან ერთად უნდა გააჯმევინო ამასაც არ *ლეს ამას.
0
№7
ავტორი: Shota Blues
17 მაი 2019 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: datasta25
მემგონი უკვე ზედმეტს ითხოვს, 400 შესთავაზეს დაახლოებით, კვირაში და მგონი საკმარისზე მეტია, თუ არადა ამის და პოგბას ორჭოფობამ უკვე ტვინი მო****, ან დარჩი ან წადი რა

ესე არ შეიძლება რა, უკვე ნამეტანი თავს გავიდნენ... ვის არ გვიყვარს დეხეა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებული პატივისცემა გვაქვს და რა გააქრობს ამას, მაგრამ ვიმეორებ მის მოთხოვნებს უკვე შანტაჟი ქვია. ჩემი აზრით ჯობია მომდევნო სეზონში ძირითად მეკარედ რომერო დადგეს, როცა ეძლევა დრო ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. თან ახალ მოყვანილის წნეხი ხელს შეუშლის ფორმის შენარჩუნებაში, მით უმეტეს ახალგაზრდა თუ იქნება და ესეც უნდა იყოს, გამოცდილი მარა მოხუცი კიპერი არ გვინდა ჯობია იმ ასაკის მოვიდეს რა ასაკისაც დეხეა მოიყვანეს და ნელანელა გამოიწრთოს ის უნარები რაც გაფორმებამდე ექნებათ შემჩნეული
0
№8
ავტორი: Old Red Devil
17 მაი 2019 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
დინი დინი.ამ როჟაზე ადრეც დავწერე.საკალათბურთო ლიგაში ყველაზე ცოტა გაუშვა.შეფილდი არაა ისეთი ბულკი გუნდი რო ბავშვისთვის ენდოთ კარი.დინს კაი უნარები აქვს და თავისუფლად შეიძლება მისი ნდობა.ველოდები დე ხეას წასვლას და რომეროს გაპირველებას რომელსაც მალე დინი ჩაანაცვლებს.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top