თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2019, 11:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 5
სოლსკიაერი სრულ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
ედ ვუდვორდი გუნდის გაძლიერებისთვის ფულის დახარჯვას არ მოერიდება.
სოლსკიაერი სრულ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი აცხადებს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს სრული ფინანსური მხარდაჭერა ექნება კლუბში წარმატების დასაბრუნებლად.

აწ უკვე დასრულებული სეზონი "იუნაიტედმა" მეექვსე ადგილზე დაასრულა.

"ჩვენი ბიზნესის სიძლიერე ნიშნავს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსები გვაქვს ჩვენი მწვრთნელის მხარადჭერისა და მოედანზე წარმატების შექმნისთვის. ეს არის ჩვენი მუდმივი პირველადი მიზანი",
- აცხადებს ვუდვორდი.

სოლსკიაერმა "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის პოსტი დეკემბერში ჩაიბარა და კლუბს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომლის განმაცლობაშიც 10 მოიგო.

თუმცა, როგორც კი ნორვეგიელმა გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდის სათამაშო ფორმა შესუსტდა და სეზონი ოთხეულთან ხუთქულიანი ჩამორჩენით დაასრულა, ბოლო 9 მატჩში კი მხოლოდ 2 მოიგო.

თავად ნორვეგიელს მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს 2012/13 წლების სეზონის შემდეგ არ აღუმართავთ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ტიტული, ბოლო ორი სეზონი კი თასების მოგების გარეშე ჩაატარეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირა წარუმატებელი გამოდგა, მოხარულები ვართ, დავადასტუროთ, რომ ოლე ჩვენი მწვრთნელი იქნება სამწლიანი კონტრაქტის საფუძველზე.

კლუბის ყველა წევრი - ხელმძღვანელობა, მწვრთნელი, გუნდი და ყველა აქ მომუშავე ადამიანი - კონცენტრირებულია ინგლისის საფეხბურთო ელიტაში "იუნაიტედის" დაბრუნებაზე და ჩვენ კვლავაც ვაუმჯობესებთ ჩვენს საქმიანობას მოედანზე და მის მიღმა ამ მიზნის მისაღწევად"
- დაამატა ვუდვორდმა.

წყარო: bbc.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
17 მაი 2019 11:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დიდ სახელებს არ ველი ჰა ჰა 1 მოვიდეს ასეთი ესე მგონია დანარჩენი უფრო პერსპექტიული ახალგაზრდა ხალხი მოვა რაც ლოგიკურია და მივესალმები, უბრალოდ ვიცოდე რო სწორი ტრანსფერები კეთდება და მოვიცდიტ ხალხი კიდე 2-3 წელს არაა პრობლემა )))
1
№2
ავტორი: datasta25
17 მაი 2019 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: shotkin
დიდ სახელებს არ ველი ჰა ჰა 1 მოვიდეს ასეთი ესე მგონია დანარჩენი უფრო პერსპექტიული ახალგაზრდა ხალხი მოვა რაც ლოგიკურია და მივესალმები, უბრალოდ ვიცოდე რო სწორი ტრანსფერები კეთდება და მოვიცდიტ ხალხი კიდე 2-3 წელს არაა პრობლემა )))

პრინციპში რო თქვა დიდი სახელებიდან ერთადერთი დიბალას ვეჩალიჩებით, დანარჩენი ძვირიანები არიან მარა როგორც ასეთი რო ლიგის გამო არ გადმოვიდნენ არ არიან ეგეთები, კულიბალი, ვან ბისაკა, რაისი, ფერნანდესი, სანჩო სრულიად საკმარისია, ნუ სანჩომ უარით გაგვისტუმრა, მარა პეპეც წავა რა. რავიცი ჩემი აზრით ეს 5 ტრანსფერი ბევრად ძლიერს გაგვხდის
0
№3
ავტორი: ikeoni
17 მაი 2019 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: datasta25
ციტატა: shotkin
დიდ სახელებს არ ველი ჰა ჰა 1 მოვიდეს ასეთი ესე მგონია დანარჩენი უფრო პერსპექტიული ახალგაზრდა ხალხი მოვა რაც ლოგიკურია და მივესალმები, უბრალოდ ვიცოდე რო სწორი ტრანსფერები კეთდება და მოვიცდიტ ხალხი კიდე 2-3 წელს არაა პრობლემა )))

პრინციპში რო თქვა დიდი სახელებიდან ერთადერთი დიბალას ვეჩალიჩებით, დანარჩენი ძვირიანები არიან მარა როგორც ასეთი რო ლიგის გამო არ გადმოვიდნენ არ არიან ეგეთები, კულიბალი, ვან ბისაკა, რაისი, ფერნანდესი, სანჩო სრულიად საკმარისია, ნუ სანჩომ უარით გაგვისტუმრა, მარა პეპეც წავა რა. რავიცი ჩემი აზრით ეს 5 ტრანსფერი ბევრად ძლიერს გაგვხდის

Jurnalistebi Ra gvarebsac wert magatan Saertod araferi kavshiri ar gvaqso xo tqva olegam ras gaigeb exla vis moiyvanen da vis araa
0
№4
ავტორი: stepno
17 მაი 2019 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ისე არ ქნან, რომ ისევ ნაყარ-ნუყარი ხალხი მოიყვანონ და უარესი შედეგები დადონ. smile
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2019 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ძაან არ გაიწელება ტრანსფერები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top