მიუნხენური გრანდი ჰაკიმ ზიეჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ რაც მათმა თავდაპირველმა სამიზნემ ჰადსონ-ოდოიმ მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანელებმა ოდოის სანაცვლოდ იანვარშივე გაიღეს €40 მილიონი მაგრამ უშედეგოდ, ახლა კი მათი გეგმები ფეხბურთელის ტრავმამ შეცვალა.
შემდეგ სეზონში "ბაიერნს" რიბერი და რობენი აღარ ეყოლება, ასე რომ ისინი გაძლიერებას აპირებენ, გერმანული Bild-ის ცნობით 26 წლის ჰაკიმმა ბრწყინვალედ ჩატარებული ლიგის შემდეგ მათი ყურადღება ნამდვილად მიიპყრო. იგივე წყარო იტყობინება რომ მათ უკვე დაამყარეს კონტაქტი "აიაქსთან".
ჰოლანდიელების სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა დაადასტურა რომ ზიეჩს წასვლაში ხელს არ შეუშლიან - "ის წავა როცა ტოპ კლუბი მოაკითხავს. ჰაკიმი ლიგაზე მიღწევების გამო ყურადღების ცენტრშია. ბევრი კარგი კლუბი ცდილობს მის გადაბირებას. მას შევპირდით რომ მისთვის მისაღები შეთავაზების შემთხვევაში გავასხვისებთ".
ამ განცხადების ფონზე ბავარიელებს შანსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ მათ მოუწევთ "წითელი ეშმაკების" წინააღდმეგობის დაძლევა, წითლებს ძალიან უნდათ წინა ხაზში ვარსკვლავი დაიმატონ გაძლიერების მიზნით.