თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2019, 14:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1462,
კომენტარები: 5
"იუნაიტედს" უნდა დავემსგავსოთ"
მარკუს რეშფორდი მომავალ სეზონში დაბრუნებას ითხოვს.
მარკუს რეშფორდს სურს, რომ "იუნაიტედი" თავის სათამაშო სტილს დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულეს, რაც ყველასთვის სამწუხარო აღმოჩნდა.

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" უკეთ გამოიყურებოდა. ოლე გუნარმა პირველი 17 მატჩიდან გამარჯვების მოპოვება 14-ში მოახერხა. ამ შედეგებიდან გამომდინარე, გუნდსა და გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა, რომ ოთხეულში შესვლას შეძლებდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კლუბმა ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ბოლო ექვს მატჩში კი საერთოდ ვერ მოიპოვა გამარჯვება.

რეშფორდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შექმნილ ვითარებასა და დაბრუნებაზე ისაუბრა.

"შემდეგ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა დაემსგავსოს და უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ამ კლუბს ჩვევია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"ჩვენ საკუთარ თავში საკმარისი სურვილები უნდა აღმოვაჩინოთ და პასუხი ყველას პირველივე მატჩიდან უნდა გავცეთ."

ბოლო მატჩებში ბევრმა ფებხურთელმა ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა ისე, როგორც ეს საჭირო იყო. ოლე გუნარი კი ზაფხულში "დიდ წმენდას" გვპირდება.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
16 მაი 2019 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვერც შენ ასრულებდი რეშ ისე როგორც საჭიროა.ბევრს მაზავ და ჯობია ჯერ შენთავს შეახსენო ეგ და მერე დალშე.ტრანსფერები გვინდა ძალიან თორე უარეს შედეგს მივიღებთ მომავალ წელს.
0
№2
ავტორი: ikeoni
16 მაი 2019 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Iმედია იმედი
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
16 მაი 2019 15:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ წინა ქართულ საარჩევნო კამპანიას მაგონებს ამათი ინტერვიუები.ისე გვმოძღვრავენ თითქოს ჩემი და თქვენი გასაკეთებელი იყოს რომელიმე.რეშ შენს თავზე ბევრი გაქვს სამუშაო მაგრამ შენი წარუმატებლობა მარტო შენი ბრალი ნაღდად არ არის.სანამ შენს პოზიციაზე არ დაგაყენებენ სულ ასეთი ლუზერი იქნები ფინიშინგის დროს.ზოგადად ფეხბურთელი თავადაც უნდა ხვდებოდეს მისი რეალური ადგილი სად არის მითუმეტეს როცა ხედავ სტატისტიკაც გიფუჭდება უკვე ამ შენთვის თვისობრივად არაბუნებრივ პოზიციაზე.არ ვიცი ესაა ეშხში შესული თუ სამწვრთნელო შტაბს უნდათ ეს იყოს ცენტრ ფორვარდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
0
№4
ავტორი: The Special One
16 მაი 2019 16:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რატო ტენიან ამას ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხვდები,ეს არის კლასიკური ვინგერი,გაიგდე ბურთი და სდიეეე,შორეული დარტყმაც უკეთესი აქ,ფინიშინგზე კიდე თუ ვინმეს რამე უნდა მოვთხოვოთ ეს ლუკაკუა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 მაი 2019 23:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამან ლაპარაკს მოუმატა და კარგად თამაშს კი მოუკლო :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top