Manchester Evening News - ის კორესპონდენტმა ჯეიმს რობსონმა განაცხადა რომ უეინ რუნის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იკისროს საკუთარ თავზე ერიკ კანტონას როლი.
"უეინ რუნიმ ბრყინვალედ ითამაშა სან-მარინოს ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა მთავარი გამოცდის ჩაბარება მას დღეს მოუწევს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. სტივენ ჯერარდი კვლავ მოირგებს კაპიტნის სამკლაურს, თუმცა ჩემი აზრით კაპიტანი სწორედ უეინ რუნი უნდა იყოს. ეს ფეხბურთელებს მეტ აზარტს შემატებს.
რუნიმ უკვე განაცხადა, რომ ძალიან სურს იკისროს იგივე როლი ეროვნულ ნაკრებში, რა როლიც კანტონას ქონდა იუნაიტედში. თუმცა მინდა ვთქვა რომ იგი უკვე არის ინგლისისთვის კანტონა. იგი ძალიან კარგად აკავშირებს თავდასხმას და ნახევარდაცვას ერთმანეთთან რითაც მოგვაგონებს დიდებულ ფრანგ ფეხბურთელს. ამ დროისათვის უეინი არის ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ნაკრებში. იგი უნდა აგხდეს მაგალითი ახალგაზრდებისთვის და შემდეგ იგი უნდა წაუძღვეს მათ.
როი ჰოჯსონი დიდ იმედებს ამყარებს ფორვარდზე. ჯონ ტერის რიო ფერდინანდის და ფრენკ ლაპარდის წასვლის შემდეგ რუნი ითვლება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად."