თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:41
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2599,
კომენტარები: 0
დანკან ედვარდსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: დანკან ედვარდსი
დანკან ედვარდსი
დაიბადა 1936 წლის 1 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ დადლიში. გარდაიცვალა 1958 წლის 21 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში.
დანკან ედვარდსი, 50-იანი წლების "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის ავიაკატასტროფაში მიღებული მრავლობითი ტრავმებით გარდაიცვალა. მის გარდა კლუბმა კიდევ შვიდი ფეხბურთელი დაკარგა...
ის ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა: 12 წლის იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბავშვთა გუნდში რომ ჩაირიცხა.
1953 წლის 4 აპრილს, მაშინდელ პირველ დივიზიონში "კარდიფ სიტისთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და 16 წლის და 185 დღის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის საკლუბო ელიტაში იასპარეზა.
დანკან ედვარდსს, დენის უაიოლეტს, ჯეკი ბლენჩფლაუერს და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას, რომელსაც კლუბის თავკაცი მატ ბასბი ხშირად ენდობოდა, ჟურნალისტები "ბასბის ჩვილებს" უწოდებდნენ...
1953-54 წლების სეზონიდან დანკან ედვარდსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, 1955 წლის 2 აპრილს კი პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში. ბრიტანეთის ჩემპიონატში, შოტლანდიელებთან მატჩში ასპარეზობით დანკან ედვარდსი ქვეყნის პირველი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი რეკორდი მხოლოდ 1998 წელს გააუმჯობესა მაიკლ ოუენმა...
1957-58 წლების სეზონი ფეხბურთელმა ჩინებულად დაიწყო და სწორედ მაშინ შეეხმიანნენ იტალიური კლუბები, თუმცა ედვარდსი ოლდტრაფორდელთა ერთგული დარჩა.
1958 წლის 1 თებერვალს, "არსენალთან" 5:4 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი ინგლისში.
1958 წლის 6 თებერვალს ედვარდსის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასზე ფრედ 3:3 ითამაშა. ეს მის კარიერაში საერთოდ უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა... მერე იყო მიუნხენის ავიაკატასტროფა, მრავლობითი ჭრილობა და... 26 თებერვალს მშობლიურ დადლიში დაკრძალეს დის, ქეროლ ენის გვერდით, რომელიც რამდენიმე თვისა წლების წინ გარდაიცვალა. ლეგენდარულმა ბობი ჩარლტონმა წლების შემდეგ თქვა: "დანკან ედვარდსის სიკვდილი, ესაა ერთ ადამიანთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი "მანჩესტერ იუნაიტედს" და ზოგადად, ჩვენ ფეხბურთს შეემთხვა"...

დანკან ედვარდსი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1956, 1957
ინგლისის სუპერთასი - 1956, 1957
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top