"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დაეკონტაქტა "ლილს" ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიკოლას პეპეს შეძენის პირობებზე მოსალაპარაკებლად.
ლიგა 1-ში ნიკოლასი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორვარდი იყო მიმდინარე სეზონში. ახალგარდის ანგარიშზე 20 გოლი და 11 ასისტია.
თუმცა 23 წლის ფეხბურთელით მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ინტერესდება. მის შეძენას "ბაიერნიც" ცდილობს, რომელიც ამ მომენტისთვის ფავორიტად ითვლება.
"ლილი" ახალგაზრდაში 70 მილიონ ფუნტს ითხოვს. გასულ ზაფხულში ახალგაზრდის შეძენას ჟოზე მოურინიოც ცდილობდა, მაგრამ მისი შეძენა ვერ მოახერხა. "ბაიერნი" მის შეძენას 52 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ცდილობდა, თუმცა - უშედეგოდ.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მიღმაა, ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდის მოხიბვლასა და გადმობირებას მაინც შეძლებენ.