"სამეფო კლუბის" გარდა ფრანგი მსოფლიო ჩემპიონით "კატალონიელებიც" დაინტერესდნენ. "ბარსელონა" მზად არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდული შენაძენისთვის, პოლ პოგბასთვის, 130 მილიონი ფუნტი გამოყოს.
ფრანგი "იუნაიტედის" სეზონით უკმაყოფილო დარჩა. "წითლები" მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის მიღმა გაატარებენ, რაც პოგბასთვის ძალიან სამწუხაროა.
პრესის მიხედვით კი "კატალონიელები" ამ შანსს გამოიყენებენ და რაკიტიჩის ჩანაცვლებას პოლ პოგბათი შეეცდებიან.
ფრანგისთვის არც თუ ისე კარგი სეზონი იყო. მას უთანხმოება "იუნაიტედის" ყოფილ მწრთვნელთან, ჟოზე მოურინიოსთან მოუვიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრობლემა პორტუგალიელში არ იყო.
პოგბას თამაშის ხარისხით უკმაყოფილოები არიან გულშემატკივრებიც და მისგან მეტს ითხოვენ. როგორც პრესა იტყობინება, ფრანგს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა აღარ სურს.