თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2019, 19:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 7
"ჩვენ გაგვიმართლა რომ ერთმანეთი გვყავს"
ტრიო "იუნაიტედში" რჩება.
ოლე გუნარმა დაადასტურა, რომ მაიკლ ქერიკი, კიერან მაკკენი და მარკ დემფსი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწრთვნელო შტაბში მომავალ სეზონშიც იმუშავებენ.

"ყველა დარჩება. ვფიქრობ, რომ ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს ითამაშებენ გუნდის განვითარებაში."

"ისინი ერთმანეთზე უკეთესები არიან, უბრალოდ ბრწყინავლედ მუშაობენ. კიერანი, რომელიც მხოლოდ 32 წლისაა უბრალოდ უბადლოა. გეგონებათ, რომ 32 წელია მწრთვნელად მუშაობს."

"დემფსთან ერთად 2011 წლიდან ვმუშაობ. მოლდეშიც ჩემთან ერთად იყო. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბიჭუნაა, ვფიქრობ, ერთხელ კაპიტნის სამკლაურიც მოურგია და პირველ გუნდში უთამაშია. იცის, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი."

"მაიკლი - რა შეიძლება ვთქვა მასზე ისეთი, რაც სხვამ არ იცის? მისი მოსვლა და ჩემი ბოლო სეზონი ერთმანეთს დაემთხვა, ასე რომ მოედანზე ფეხბურთელების რანგში ერთი წელი დავყავით. მისი პიროვნება მაოგნებს და ჩემს თავთან კარგად მაკავშირებს."

"ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ერთმანეთს ვამხნევებთ, ერთმანეთს ვავსებთ სხვადასხვა უნარებით. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შემადგენლობა მყავს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი გვყავს და ერთმანეთისგან ამდენის სწავლა შეგვიძლია."


წყარო: SkySports
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
14 მაი 2019 19:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ნაღდად ვერ ვგრძნობ ამ სამწვრთნელო შტაბის სიდიადეს.უფრო მეტიც ძალიან სუსტი გარემოცვა ყავს ტრენერს რომელიც თავადვეა გამოუცდელი.იმედია ეს ყველაფერი ფატალურ შედეგებამდე არ მიგვიყვანს
0
№2
ავტორი: datasta25
14 მაი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დანარჩენები არ ვიცი მარა ფელანს რო გაუხანგრძლივეს ეგ უკვე დიდი ტრაგედია იყო მანჩესტერისთვის
1
№3
ავტორი: ikeoni
14 მაი 2019 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ სპორტულ დირექტორად ვინ მოვაა ეგაა ყველაზე საინტერესო
0
№4
ავტორი: Malboro463
14 მაი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ერთმანეთზე უარესები ხართ.
0
№5
ავტორი: Svanchester
14 მაი 2019 21:50
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კიერანი როა თუ ვიღაც, განსაკუთრებით აწერია სახეზე სიდიადე. არავინაა საჭირო, ყველამ თავისი როლი უნდა მოირგოს და ყველა თავის ტყავში დაეტიოს. ყოველ წამს ამ ხალხთან სირბილი ფუსფუსი და ჩურჩული თუ რა დროს რაა გადასაწყვეტი, არაფერ კარგ შედეგს არ მოიტანს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2019 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ სეზონში გამოჩნდება ამ შემადგენლობის სიძლიერე
0
№7
ავტორი: f.c.mu
15 მაი 2019 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
აი მაგრად მინდა ყველაფერი გამოუვიდეს რა
--------------------------------------------------------------------------------
------------------------------
ოლე დაადუმე კრიტიკოსები : D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top