თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2019, 18:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1357,
კომენტარები: 7
"წაგება ორგანულად მძულს"
რა ისწავლა ოლე გუნარმა ამ სეზონით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღიარა, რომ ამ დროის განმავლობაში მან საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრი რამ ისწავლა, მთავარი კი არის ის, რომ მას საშინლად სძულს წაგება.

შეგახსენებთ, რომ ოლემ "წითლები" დეკემბერში ჩაიბარა და ყველასთვის საოცნებო სტარტი აიღო, თუმცა სეზონი ასეთივე კარგ ნოტაზე არ დასრულებულა. ნორვეგიელი ოპტიმისტურ განწყობას მაინც ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ კლუბის თავიდან აწყობის შანსები აქვს და ამ შანსებს აუცილებლად გამოიყენებს.

"მთავარი რაც ვისწავლე არის ის, რომ არ მიყვარს წაგება. მომწონს, როცა ვიგებ. ჩვენ ყველაფერი ფანტასტიკურად დავიწყეთ. ბიჭები დაუჯერებლები იყვნენ ჩემი მოსვლისას. ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით და გულშემატკივარს დადებით განწყობას ვუქმნიდით. ბევრი მატჩი მოვიგეთ. საშინლად მომწონდა და მსიამოვნებდა ეს შეგრძნება, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთი ძალიან რთულია. ყველაფერი ისე ვერ წავა, როგორც შენ გსურს, უცებ რეალობას ეჯახები და ხვდები, რომ ეს ყველაფერი არც ისე მარტივია. ამ ლიგაში ძალიან ბევრი კარგი გუნდია, რაც გავალებს, რომ ყოველთვის კონცენტრირებული იყო."

"რამდენიმე მატჩში ბოლომდე კონცენტრირებულნი ვიყავით, თითოეული ჩვენგანის მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და ვფიქრობ, რომ ეს იდეალური იყო. მაგრამ ყველაზე მეტს მაშინ სწავლობ, როცა ამდენად რთული მომენტების გავლა გიწევს."

"ბუნებით ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი. თუ ფორვარდი ხარ აუცილებლად ოპტიმისტი უნდა იყო. მცველები და მეკარეები, როგორც წესი, პესიმისტები არიან. მე ყოველთვის გოლის გატანის შანსს ვეძებდი და როცა მცველები შეცდომას უშვებდნენ, ეს არასდროს მაცოფებდა. ერთადერთ მიზნად ბურთის გატანა მქონდა და ყოველთვის ვიყენებდი ამ შანსს. ცხოვრებაშიც ასე ვიყავი, შესაძლებლობებს ვეძებდი და ვიყენებდი."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
14 მაი 2019 19:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ეჰ ოლე როგორ მინდა მჯეროდეს შენი მაგრამ...იმედია ეს შენი ინტერვიუები პათეტიკურ ლაყბობად არ დარჩება ისტორიას
0
№2
ავტორი: datasta25
14 მაი 2019 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მართლა როგორ მინდა ამ კაცს რო გამოუვიდეს მარა აი არაფრით არ მჯერა რა, არ მჯერა რო ის დონეა რაც ჩვენ გვჭირდება, მარა მიდი ოლე გვაჩვენე და დაგვიმტიკე ყველას
0
№3
ავტორი: ikeoni
14 მაი 2019 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მჯერა რო მიახწევ წარმატებას❤️
0
№4
ავტორი: Malboro463
14 მაი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ეჰ მოესის ინტერვიუები მახსენდება ამას რომ ვითხულობ მარა მხოლოდ ნალაპარაკები დარჩა
0
№5
ავტორი: Svanchester
14 მაი 2019 21:47
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
საკუთარ თავზე თუ არ აიღებს გადაწყვეტილებებს და შტაბის მრავალფეროვან აზრებში გაიხლართება თამაშის დროს, არაფრი გამოვა. ოლე ერთპიროვნული ლიდერი უნდა გახდეს, არაა საჭირო ეს ზედმეტი დემოკრატია, ასისტენტმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ფელანი არუნდა წყვიტავდეს რა სქემები სჭირდება გუნდს. ოლეს დარწმუნებული ვარ სხვა მონახაზი ჰქონდა, მაგრამ ეს ტაქტიკური გადაწყობები და სვარკაზე გადართვა ფელანის ჩაქსოვილი იდეებია.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2019 15:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
და ვის უყვარს wink
0
№7
ავტორი: f.c.mu
15 მაი 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
ჩვენც ეგ გვინდა მაგრამ როგორც დავასრულეთ თუ ესე ვითამაშეთ მთელი სეზონი უეჭველი გაუშვებენ

მთავარია თამაში გვანახოს და რა შეუძლია, სტილი უნდა გამოიკვეთოს და მიმართულება მიეცეს

შეიძლება ვერ მოიგო პრემიერ ლიგა ეგრევე მაგრამ მებრძოლი სული უნდა დაგვანახო

ჩვენც ეგ გვინდა მაგრამ როგორც დავასრულეთ თუ ესე ვითამაშეთ მთელი სეზონი უეჭველი გაუშვებენ

მთავარია თამაში გვანახოს და რა შეუძლია, სტილი უნდა გამოიკვეთოს და მიმართულება მიეცეს

შეიძლება ვერ მოიგო პრემიერ ლიგა ეგრევე მაგრამ მებრძოლი სული უნდა დაგვანახო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top