თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2019, 17:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 16
"გუნდის მთავარი ფიგურა ჩემს სახლში იყო და ძალას მმატებდა"
ანტონიო ვალენსია სერ ალექსის გვერდში დგომას იხსენებს.
ანტონიო ვალენსიამ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა. ეკვადორელი ძველი მწრთვნელის, სერ ალექს ფერგიუსონის, დამოკიდებულებას იხსენებს.

ვალენსია "ოლდ ტრაფორდზე" 2009 წელს გადავიდა და შესანიშნავი სტარტიც აიღო, თუმცა მეორე სეზონში ტრავმა მიიღო და ეს მის კარიერაზე ცუდად აისახა.

ტრავმების გამო ვალენსიას დიდი დროის გამოტოვება მოუწია, თუმცა მაინც მოახერხა და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისთვის დაბრუნდა.

მისი დაბრუნება არც თუ ისე მარტივად მოხდა. ეკვადორელს, კლუბის სამედიცინო პერსონალს და მთლიანად სამწრთვნელო შტაბს დიდი ენერგიისა და შრომის ჩადება მოუწია, თუმცა ვალენსისას სჯერა, რომ მის დაბრუნებაში ყველაზე დიდი როლი ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა ითამაშა და ამისთვის დღესაც მადლობას უხდის.

"ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგებიდან მეორე სეზონში"რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ ტრავმა მივიღე, რომელიც ძალიან სერიოზული იყო."

"ოპერაცია დამჭირდა, ორ დღეში გამწერეს და უკვე სახლში ვისვენებდი. კარებზე ზარი იყო, ჩემმა პარტნიორმა უპასუხა და აღმოჩნდა, რომ კართან თვით სერ ალექს ფერგიუსონი იდგა. გუნდის მთავარი ფიგურა ჩემს სახლში იყო და მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ მთელი კლუბსი თანადგომა მქონდა და არაფერზე არ უნდა მედარდა."

"უბრალოდ მითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი და სრულ გამოჯანმრთელებაზე ვკონცენტრირებულიყავი. მითხრა, რომ ის ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა."

"ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო იმ მხარდაჭერებს შორის, რაც მიმიღია. დაუჯერებელი რეაქცია მქონდა."

"მე ექვს თვეში დავბრუნდი, რაშიც სერ ალექსი ძალიან დამეხმარა და სწორედ მისი მოტივაციით ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მოვახერხე თამაში,"
- დაასრულა ვალენსიამ.


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
13 მაი 2019 18:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რა თბილი ფოტოა love
1
№2
ავტორი: ikeoni
13 მაი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Fergi Ro mova shen sanaxavad❤️
0
№3
ავტორი: stepno
14 მაი 2019 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
და ამ კაცის წასვლის მერე გუნდს ჩავარდნა როაქ და დედა რო ეტ*ვნება უკვირს ვინმეს? :((((
0
№4
ავტორი: Malboro463
14 მაი 2019 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არც ძირითადს კაცია და არც საზეგასაჩერებელი მარა მარჯვენა ფლაგზე იანგს ევრად აჯობებდა ეს კაცი დიდათ არაფერს შეცვლიდა ერთ დოეში გადიან უკვე მარა დამსახურებით ეს უფრო იმსახურედა სათამაშო დროს ვიდრე იანგი. კაცმა პრველ გუნდს მოაშორა და პირველ კაპიტად დატოვა მაინც
ასეთ #ლეურ გადაწყვეტილებს რო ღებულოვენ მაგიტო მიდის საქმე ცენზურასკენ . გინება დამაწყებინეს ბლ იად დ
1
№5
ავტორი: LASHQARA
14 მაი 2019 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მადლობა ვალენსიას ყველა ჩატარებული მატჩისთვის, love სერ ალექსი კი უბრალოდ შეუცვლელი ფიგურაა, ის არის მეფე ჭადრაკში, კამათელი ნარდში და ჯოკერი კარტში, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ქართველებს ხო გვაქ უნიკალური ჟარგონები wink პელე კაცია რაა lol love am
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
14 მაი 2019 10:26
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეს კაცი იყო სრული ბატონ-პატრონი მარჯვენა ფლანგის. როცა ვალენსიაზე ვსაუბრობთ,რომ არ იყო ეს ძირითადის კაცი და არიყო კარგი ფეხბურთელი,ან უბრალოდ პიროვნული ანტიპატია გავქთ ან არვიცი. ერთერთი ყველაზე რთულად მოსატყუებელი მარჯვნეა მცველი იყო და ვერცერთი ვერ უგებდა ამ კაცს სისწრაფეში. მითხარით დამილინკეთ სადაც ვალენსიას სისწრაფის ხარჯზე რომელიმე ფეხბურთელი ატყუებდა. კარგ ფეხბურთელშ რას გულისხმობთ იქნებ განმიმარტოთ. არ იყო კარგი? მაშინ ცუდი რატო იყო ის მითხარით
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2019 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დასაფასებელია ანტონიოს ღვაწლი გუნდის მიმართ
0
№8
ავტორი: Lalana
14 მაი 2019 13:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე მერჩივნა იანგის ნაცვლად ისევ ვალენსია დარჩენილიყო და სკამიდან დახმარებოდა გუნდს,ბევრად საიმედოდ იდგა მარჯვენა დაცვის ფლანგზე ანტონიო ვიდრე იანგი დგას ახლა და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება არ ვიცი.ოლეს მოსვლის შემდეგ ერთხელაც არ ყოფილა არა თუ ძირითადში არამედ განაცხადშიც არ შეუყვანია.ისე სქაიმ დაწერა რომ ფლეტჩერს დანიშნავენ ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე და რაღა ვთქვა არ ვივი,რამდენად მოერგება მაგ კანდიდატურას ვნახოთ,მაგრამ არამგონია დიდად გაამართლოს.ჯობდა ისევ სხვა კანდიდატურებზე ეფიქრათ.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
14 მაი 2019 14:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მოკლედ ევრას ინტევიუ თუ ნახეთ რა სწორად იბაზრა ტიპმა.ვისაც არ გინახავთ იდეაში ეს იყო რა:პოგბა არ არის ლიდერი პიროვნულად და ტყუილად ეგონათ რომ გუნდს ულიდერებდაო.ნაკრებში წარმატებას მიტომ მიაღწია და იუვეშიცო რომ გვერდით ნამდვილი ლიდერები ყავდაო.არიან ფეხბურთელები რომლებიც მის ირგვლივ მყოფებს უკეთესს ხდიანო მაგრამ პოგბა მის გვერდით მყოფებს მანჩესტერში უფრო ცუდს ხდისო და ამის მიზეზი არის ის რომ მისივე არასტაბილური მცურავი მდგომარეობა ყოველ თამაშში აიძულებს სხვებს რომ ამ სიცარიელის ამოვსება მოახერხონ და მერე თავის საქმესაც ვერ აკეთებენო.სანჩესი არ მომერიდება ვთქვა რომ ფულის გამო მოვიდა და არ მითხრათ ახლა ვინმემ ბავშვობაში უყვარდა მანჩესტერიო.სიტი ნაკლებ ხელფასს სთავაზობდა და არ წავიდა იქ სადაც რეალურად თუ თამაში უნდოდა მაღალ დონეზე უნდა წასულიყო და ხელფასი არჩიაო.წმენდაა გუნდში ჩასატარებელი და პოგბას თაოსნობით უნდა დაიწყოსო რადგანაც არაჯანსაღ გარემოს ქმნისო.მოკლედ ვეთანხმები მე პირადად და ყველა ხედავს უკვე რომ მისი დიდი წვლილია გუნდის არეულ სიტუაციებში და ასეთი მუწუკი რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს უნდა მოიშორო
0
№10
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2019 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან ცუდად მოვექეცით ასე მგონია, უნდა მიეცა შანსი თამაშის, იანგს მაინც აჯობებდა სხვა თუ არაფერი, ბოლო თამაშიც არ ათამაშა დაჟე, ნუ ეს კარგზე არ მეტყველებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top