თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2019, 17:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1772,
კომენტარები: 7
"ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ჩანს"
ოლე გუნარი მიიჩნევს, რომ ასეთი "იუნაიტედი" ასეთ გულშემატკივარს არ იმსახურებს.
ოლე გუნარი გუშინდელი მატჩის შემდეგ გულშემატკივრების გვერდში დგომით გაოგნებულია. მიუხედავად "წითლების" საშინელი მატჩებისა, გულშემატკივარს ერთი წუთითაც არ შეუწყვიტავს სიმღერა და ფეხბურთელებს ბოლომდე დაანახეს, რომ ისინი ბოლომდე მათთან იქნებიან.

"ჩვენ არ ვართ კლუბი, რომელიც მეექვსე ადგილზე უნდა იყოს. სამწუხაროდ, სწორედ აქ ვართ ამ მომენტისთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის, და როგორც დღეს დაინახეთ გულშემატკივრებიც მზად არიან."

"ცოტათი დამაბნეველი იყო, როცა მოედანზე გავედი და გულშემატკივრები მაინც ასე გვედნენ მხარში. სწორედ ეს არის ამ კლუბის უდიდესი ისტორია და ის, რაზეც დევს ეს კლუბი. ჩვენ ისევ დაბრუნდებით, აუცილებლად დავბრუნდებით."

"წინასწარ არასდროს იცი რომელ ადგილზე დაასრულებ თამაშს, მაგრამ მეექვსე ადგილს ნამდვილად არ ელოდები. აქ ბევრი ფაქტორია, დალაგებული გუნდი, დალაგებული სისტემა, დალაგებული ფეხბურთელები..."

"გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც რთული სეზონი ჰქონდათ. ბევრი სხვადასხვა მიზეზია იმისა, თუ რატომ არ გვქონდა ბოლო წლებში კარგი სეზონები. შეიძლება მათი ბრალია, ჩვენი ბრალია, კლუბის ბრალია... ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს და იგრძნონ, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება შეუძლიათ."

"ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ყოველთვის ტიტულისთვის იბრძოდა, მაგრამ ეს ისევ ასეთი მარტივი მისაღწევი არ იქნება."

"თუმცა ჩვენ ისევ უნდა ვიპოვნოთ ჩვენი თავი და სწორედ ამისთვის მოვედი. ახლა ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე მარტივია როგორც ჩანს."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
13 მაი 2019 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
სტანდარტული მომავალი წელი გველის, ოლე შეგვაძულებს თავს, გუნდი ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ჰადერსფილდებთან მოიგებენ მარა ყველა ძლიერ გუნდთან მეორე ნომრები ვიქნებით, სეზონის ბოლოს ოლეს მოხსნიან მოიყვანენ ვინმე სხვას და ზაფხულში ისევვ იმის იმედით ვიქნებით რო აი ტრანსფერებს გააკეთებენო... ჭირი იქა ლხინი აქა

ღმერთო გთხოვ ვცდებოდე, ამინ
1
№2
ავტორი: 100%Red
13 მაი 2019 18:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
პოგბა რატოა წაკუზული?
0
№3
ავტორი: sandroo
13 მაი 2019 20:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: 100%Red
პოგბა რატოა წაკუზული?




ხო უცნაური ფოტოა რაღაც :დდდ
0
№4
ავტორი: The Special One
13 მაი 2019 21:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დე ხეას გარდა არცერთი ტოპ ფეხბურთელი არ გვყავს,პოგბა ცარიელი კლასია,თუ ხასიეთზეა გადათელავს ყველას,თუ არადა არც თითონ ითამაშებს და არც გუნდს ათამაშებს,ამაში კი მე ტოპ კლასს და პროფესიონალიზმს ვერ ვხედავ.

ამის ფონზე გვყავს მწვრთნელი რომელიც ტაქტიკების გაგებაში არაა,არ შეუძლია მოხოდოს გუნდი გინდ თამაშამდე და თუნდაც შესვენებაზე,ერთხელ მაინც გინახავთ გაბრაზებული?მწვრთნელი სულ იცინოდეს და წარმატებას მიეღწიოს მე არ მინახავს.მოურინიო რო ამ 11 მილიონერს არ დაუჩმორდა და სკამზე მოსვა პოგბა და მარსიალი მერე მაგათი ხასიათი სხვებსაც გადაყვა და არავინ აღარ თამაშობდა.წარმოიდგნეთ,გუნდში სადაც მოურინიომ პალაჟენია ვერ დააყენა,ზამენის ფეხბურთელი სულშერი შეძლებს ? :დ ზღაპარიც არ ქვია მაგას

დღემდე ვერ ვიგებ მოურინიო ამ 23 გვამით მეორე ადგილზე როგორ გავიდა,ვამბობდი და ვიმეორებ,სწორი ტრანსფერების შემთხვევაში ეგ კაცი შედეგს დადებდა,მარა ბიზნესმენი როა ვუდვორდი და ფეხბურთის გაგებაში არაა სხვას არც უნდა ველოდეთ.

ერთი სიტყვით,მომავალ სეზონში ტოპ 10 ში თუ შევედით საღოლ,თავმოყვარე ფეხბურთელი აქ არმოვა და როგორც მინიმუმ დღევანდელი გუნდიდან 10 კაცი გასაშვებია ;დ დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: ikeoni
13 მაი 2019 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mainc imedit vuyureb momaval sezons❤️
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2019 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: datasta25
სტანდარტული მომავალი წელი გველის, ოლე შეგვაძულებს თავს, გუნდი ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ჰადერსფილდებთან მოიგებენ მარა ყველა ძლიერ გუნდთან მეორე ნომრები ვიქნებით, სეზონის ბოლოს ოლეს მოხსნიან მოიყვანენ ვინმე სხვას და ზაფხულში ისევვ იმის იმედით ვიქნებით რო აი ტრანსფერებს გააკეთებენო... ჭირი იქა ლხინი აქა

ღმერთო გთხოვ ვცდებოდე, ამინ


და ასე გრძელდება 6 წელია, მეც მაგას ვშიშობ.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარტივი რძე და ბულკის ჭამაც აღარ არის, მოინდომეს მარტივი, დღეს თუ ყველაფერი არ გაწირე სედეგს ვერ მიიღებ ასეა ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top