თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2019, 16:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 6
"ერთადერთი ნათელი წერტილი მეისონ გრინვუდი გახლდათ"
ოლე გუნარი და ჯესი ლინგარდი აკადემიელის თამაშით გაოგნებულნი არიან.
გუშინდელ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი ნათელი წერტილი მეისონ გრინვუდი გახლდათ. 17 წლის ფეხბურთელის თამაშით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ოლე გუნარიც და აკადემიელმა მწრთვნელის ქებაც დაიმსახურა.

"მეისონი უბრალოდ ბრწყინვალე იყო, ხალხი გააოგნა და გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს გაგრძელების ძალას აძლევდა. ის მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა, მხოლოდ ჩვიდმეტი წლის და მისი დებიუტი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ნამდვილად ნათელი წერტილი იყო დღეს მოედანზე. "

"მან თავიდანვე კარგად აუღო თამაშს ალღო და უბრალოდ არ გაუმართლა და ამიტომ ვერ გაიტანა გოლი, თუმცა იმდენად კარგი მატჩი ჩაატარა, რომ ეს მატჩი გოლს იმსახურებდა."

გრინვუდის შესახებ ისაუბრა მისმა თანაგუნდელმა ჯესი ლინგარდმაც, რომელიც მოხარულია ახალგაზრდის წარმატებით:

"ის ბრწყინვალე იყო. მას სიამოვნებდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა და ჩვენ ენერგიას გვმატებდა. ბურთს იღებდა, დარტყმას არ ერიდებოდა, ამ ბავშვს ნამდვილად აქვს თავდაჯერება, რაც იდეალურია. საერთოდ არაფრის ეშინია, არ ეშინოდა 75 000 კაცის წინ თამაში."

"მან თავის თავზე ბევრი მომენტი აიღო და კარგიც ქნა, რადგან ის ბრწყინვალეა. რა თქმა უნდა, მას ყველა ეხმარებოდა, რადგან ეს ჩვენი სამსახური და ვალია. "მანჩესტერ იუნაიტედი" სწორედ ეს არის, ახალგაზრდებს განვითარებისა და წინ წასვლის საშუალებას აძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავალ სეზონში ყველაფერს ბრწყინვალედ გააკეთებს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
13 მაი 2019 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი 2 წელიწადში ძირითადში, თუ რა თქმა უნდა პროგრესს გააგრძელებდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მომავალ წელს!
0
№2
ავტორი: shotkin
13 მაი 2019 18:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაი ბიჭია ნეტა მოიხოდოს
0
№3
ავტორი: Chaxrux
13 მაი 2019 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ეხლავე რო დააყენოს ძირითადში 9იანზე ეხლავე მაგარ სეზონს დადებს, ვან პერსის პახოტკა და მიხვრა მოხვრა აქ ოხერი ბიჭი ჩანს... რეშფორდიც მაგრა გამოჩნდა მაგრა თამაშობდა მარა მემგონი ზლატანის მერე გაჭედა ვეღარაფერს შვება
1
№4
ავტორი: Malboro463
13 მაი 2019 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლინგარდმა თუ არ შეგაქო ისე არაფერს ნიშნავ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2019 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Malboro463
ლინგარდმა თუ არ შეგაქო ისე არაფერს ნიშნავ


აბაა wink
0
№6
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2019 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბოლო თამაშისთვის არ მიყურებია და ღიირს ამ ბიჭის გამო ყურება? მირჩიეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top