თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2019, 16:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1524,
კომენტარები: 3
ოლე გუნარი არენდით წასული ფეხბურთელების შესახებ
ნორვეგიელი ტუანზებესა და ჰენდერსონის შესახებ.
ოლე გუნარი არენდით წასული ფეხბურთელების შესახებ
ოლე გუნარ სოლსკიაერი კლუბის ბრწყინვალე ახალგაზრდებთან თამაშს მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ აკადემიელებიდან ახალაგზრდა მცველმა აქსელ ტუანზებემ მთელი სეზონი "ასტონ ვილაში" გაატარა და ამ კლუბში ორი მატჩი დარჩა სათამაშო.

სეზონის ბოლო ინტერვიუში, ოლე გუნარმა მისი აზრები გაგვიზიარა ტუანზებეს შესახებ და განაცხადა, რომ მოხარული იქნება მასთან და დინ ჰენდერსონთან მუშაობით.

"იმედი მაქვს, რომ აქსელი ისევე კარგად ჩაამთავრებს სეზონს, როგორც დაიწყო და ბოლო ორ მატჩში კარგ სანახაობას შემოგვთავაზებს."

"მას ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და მოუთმენლად ველი წინა-სასეზონო ტურნეს მასთან ერთად გატარებას."

"რაც შეეხება დინს, მოდით დაველოდოთ მომავალ წელს და ვნახოთ რა მოხდება. "შეფილდში" უკვე დაიპყრო გულშემატკივრის გული და თავისი ადგილიც დაიკავა. ვფიქრობ, რომ ეს გასვლა მისთვის იდეალური იყო. თუ მათთან ერთად ერთ წელს პრემიერ ლიგაშიც დაყოფს, ეს საერთოდ იდეალური იქნება,"
-განაცხადა ოლე გუნარმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
13 მაი 2019 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ტუანზებეების იმედზე თუ ვიქნებით მომავალ წელს რაღაც ვერ ვხედავ პოზიტიურ ფაქტს მაგაში, ნიჭიერი ბიჭია ცალსახად მარა დაცვაში ისეთი სუსტები გვყავს, ვინმე მართლა ძლიერი უნდა ვიყიდოთ, ტუანზებე სკამიდან შემოვიდეს თუ მაინც და მაინც
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 მაი 2019 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: datasta25
ტუანზებეების იმედზე თუ ვიქნებით მომავალ წელს რაღაც ვერ ვხედავ პოზიტიურ ფაქტს მაგაში, ნიჭიერი ბიჭია ცალსახად მარა დაცვაში ისეთი სუსტები გვყავს, ვინმე მართლა ძლიერი უნდა ვიყიდოთ, ტუანზებე სკამიდან შემოვიდეს თუ მაინც და მაინც

შანსი თუ არ მიიღო სულ სუსტი იქნება,დელიხტი ამაზე უმცროსია და უკვე რა დონეზე დგას,რადგან მას სათამაშო პრაქტიკა აქვს და გამოცდილებასაც ითებს მაგ ყველაფრიდან.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2019 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჰენდერსონი კაი მეკარე ჩანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top