თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2019, 22:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2736,
კომენტარები: 14
კლუბებს შორის ბარტერი იგეგმება
ჩილელი არგენტინელის სანაცვლოდ.
კლუბებს შორის ბარტერი იგეგმება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა, შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად კვლავ იტალიას მიაშუროს. მისი გადაბირებით ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ინტერესდება.

თავის მხრივ "წითელ ეშმაკებს", "ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი პაულო დიბალა სურთ, იტალიური პრესა კი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

კონკრეტულად Corierre di Torino იუწყება, რომ ინგლისურ გრანდსა და ტურინულ კლუბს შორის შესაძლოა ბარტერი განხორციელდეს - ალექსის სანჩესი, პაულო დიბალას სანაცვლოდ.

ცნობილია, რომ იტალიელებმა პაულო დიბალას სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვეს, ხოლო ინგლისური მხარე ალექსის სანჩესის ტრანსფერში ჩარევით, დიბალას გამოსყიდვის შანსებს ზრდის.
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
12 მაი 2019 22:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
საბჭოთა კავშირის დროს იყო გარდამავალი დროშა,კოლმეურნეობები რომ ეჯიბრებოდნენ შრომაში ერთმანეთს და იმ დროშასავითაა სანჩესი.ყიდვა არავის უნდა და ასე ცვლიან ნახმარი ტელეფონივით.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
5
№2
ავტორი: Tyeshela
12 მაი 2019 23:10
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ეგ არ ვიცი მარა სულშირი შემტევ ფეხბურთს რო დაგვპირდა სადაა? ტოტენჰემს შემტევი ფეხბურთი ვეთამაშეთ მკვუგეთ ჩელსისაც და დანარჩენ 7 გუნდსაც რომლებსაც მიყოლებით მოვუგეთ. რატო უნდა ითამაშოს იუნაიტედმა მეორე ნომრად, კონტრ შეტებმვებზე. არ მესმის რამდენმა მწვრთნელმაც დაცვითი ფეხბურთი ცადა ჩბენთან იმდენმა ცენზურაა. დაცვა, ტოჟე მნე მალდინი კანავაროები გვყავს. ერთი ძუნძგლიანი იანგი ვერ მოვიცილეთ 10 წელია გუნდიდან, ტიპი გადმოსვლის დღიდან არაფერს აკეთებს რაც იუნაიტეიდს დონეს შეეფერება. და ეს ერერა რო გაუშვეს, მოიყვანეს შემცვლელი? თუ ფრედის და მაკტომინეის იმედზე აპურებენ ყოფნას. ის ბიჭი მაინც მოიყვანონ სუონსიდან და გადაეიონ ცენტრში, სწრაფია და საკმაოდ აგრესიულიც. ერერა ერთადერთი ფეხბურთელი იყო დღევანდელი იუნაიტედისგან რონელიც მხოლოდ ხელფასის გამო არ თამაშობდა, მეორე ასეთი ვალენსია იყო. მოკლედ ულემ ან დაიწყოს ისევ შემტევი ფეხბურთი ან ისეთი სახელით წავა მოისიც როარ წასულა აქედან. კარიერის დამთავრება მოუწევს
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2019 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩესი კი არა ბურთის მომტანი ბიჭებიდან დაწყებული ხელმძღვანელობა-მფლობელობამდე დამთავრებული ყველაფერი შესაცვლელია მგონი ამ გუნდში ...
3
№4
ავტორი: batumski123
12 მაი 2019 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 105
სულშერი არარფირს გამკეთებელი არააა ეგ ცენზურა
0
№5
ავტორი: levionok
12 მაი 2019 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ხალხი ისე იცავს ოლეს გეგონება ჩვენ არ გვინდა(ვინც არ ვიცავთ)რომ მაგარი გუნდი და შედეგები დადოს! როცა კარგია ვაქებგ როცა ცუდია ვამბობთ რო არ არის ტაქტიკოსი ეს ხო თავიდანვე ვიცოდით(რაც პრემიერლიგაში დამღუპველია) სანჩესი კი არა ამ ვითარებაში სხვა გუნდს რო გადააცვა წითელი მაისურები ეგრევე გაბახდება ოლე ამას ვერ გამოასწორებს სამწუხაროდ და ვერც ერთი და ვერც ორი წელი ამას ვერ ეყოფა

სანჩეს შენ კი მოიწყე ცხოვრება და აწი ჩინეთშიც კი წახვალ კონტრაქტი რო ამოგეწურება
0
№6
ავტორი: shotkin
13 მაი 2019 00:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სიმართლეს ვიტყვი, უკვე სულ მახატია ვინ მოვა უბრალოდ ერთი სული მაქ დავტკბე ინ ფეხბურთელების წასვლის ყურებით ვინც მეზიზღება, ესეთებია,სანჩესი იანგი სმოლინგი ჯონსი,როხო,დარმიანი ლინგარდი და კიდე რამოდენიმე
0
№7
ავტორი: JuanMata
13 მაი 2019 00:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
საბჭოთა კავშირის დროს იყო გარდამავალი დროშა,კოლმეურნეობები რომ ეჯიბრებოდნენ შრომაში ერთმანეთს და იმ დროშასავითაა სანჩესი.ყიდვა არავის უნდა და ასე ცვლიან ნახმარი ტელეფონივით.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ


lol lol კარგი იყო
0
№8
ავტორი: stepno
13 მაი 2019 04:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გვეშველება რამე?!!!
0
№9
ავტორი: ikeoni
13 მაი 2019 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Didi shansia dibalas chventan gadmosvlis
0
№10
ავტორი: kobinio
13 მაი 2019 12:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
100 კი არა 1000 % ვიყავი დარწმუნებუკი რომ გუშინ წააგებდა გუნდი,როცა მანჩესტერს ქონდა მოსაგები და ეხლა ლიგაზე ვიქნებოდოთ მაშინ წააგო და ეხლა უმნიშვნელო თამაშს ისევ ტოტალიზატორში მოხსნილი მილიონები ჯობია მაშინ როცა ტრანსფერების ბაზარი იხსნება.ამ გუნდის უმთავრესი პრობლემა ვუდვორდია და მერე ყველა ფულის მონა ფეხბურთელები.თუ ეს ორი პრობლემა არ მოგვარდა ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი ისევ ისე იქნება საქმე.

ციტატა: The red devi11
ციტატა: Dato kutaisi
საბჭოთა კავშირის დროს იყო გარდამავალი დროშა,კოლმეურნეობები რომ ეჯიბრებოდნენ შრომაში ერთმანეთს და იმ დროშასავითაა სანჩესი.ყიდვა არავის უნდა და ასე ცვლიან ნახმარი ტელეფონივით.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

იქ წავიკითხე აქ გიპასუხებ. როცა გუნდი ამდენ თამაშს აგებს მევრთნელის ბრალია 50+ სულ მინიმუმ. კარდიფებს ისე უნდა უგებდნენ მწვრთნელი სულ რომ არ ყავდეთ. გეთანხმები ყველაფერში. მაგრამ მე მჯერა გამოსწორდება და პირველ მოცემულობას დაუბრუნდება როგორც დაიწყო

დღეს ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა და რაც ხდება ბოლო 5 ტურია ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top