თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2019, 13:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1427,
კომენტარები: 6
პსჟ დე ხეას არ ეშვება
პარიზელების ოფიციალური შეთავაზება ესპანელს.
პსჟ დე ხეას არ ეშვება
პრესაში გაჟღერებული ინფორმაციების თანახმად, ფრანგული პსჟ-ს იტალიელი კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, მომავალი სეზონიდან "პარკ დე ფრენსს" დატოვებს. ტუხელს ბუფონის შემცვლელად, "იუნაიტედის" ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა სურს.

საინტერსო ინფორმაციას ავრცელებს Canal+-ის პირდაპირ ეთერში ფრანგი ჟურნალისტი ჟოფრუა გარტიე. ჯურნალისტმა განაცხადა, რომ არაბი შეიხების კლუბმა, ოფიციალური წინადადებით დავიდ დე ხეას უკვე მიმართა, ამ ეტაპზე უცნობია თავად კიპერის მოსაზრება.

28 წლის კარის დარაჯის მიმდინარე კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდელებთან" 2020 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება ახალ ხელშეკურლების გაფორმებას, ის ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კიპერი "წითლების" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მისი "იუნაიტედში" ტრანსფერი აღნიშნულ წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შედგა.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 მაი 2019 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Shansi ar aqvt raa visac ar gjerat kargad iyavit
0
№2
ავტორი: kobinio
12 მაი 2019 14:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ვინმემ ხო არ იცით ევროპა ლიგასაც და ჩენპიონთა ლიგასაც ინგლისური კლუბები იგებენ და ეს არაა ავტომატურად ჩვენთვის როგორც მეექვსე ადგილოსნისთვის საგზური ლიგაზე? მახსოვს შარშან ჩვენ რომ ევროპა ლიგა მოვიგე5 არსენალი მასე გავიდა ლიგაზე და ტუზი ხო არ დაგვეცა ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა
0
№3
ავტორი: dybbuk
12 მაი 2019 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: kobinio
ვინმემ ხო არ იცით ევროპა ლიგასაც და ჩენპიონთა ლიგასაც ინგლისური კლუბები იგებენ და ეს არაა ავტომატურად ჩვენთვის როგორც მეექვსე ადგილოსნისთვის საგზური ლიგაზე? მახსოვს შარშან ჩვენ რომ ევროპა ლიგა მოვიგე5 არსენალი მასე გავიდა ლიგაზე და ტუზი ხო არ დაგვეცა ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა

ერთი ქყვეყნიდან მაქსიმუმ 5 გუნდი შეიძლება მოხვდეს ლიგაზე, ჩვენ მაშინ 6ზე გავედით ეპლ-ში და ევროპა ლიგის მოგების ხარჯზე მოვხდით ლიგაზე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2019 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პესეჟე არამგონია ოპტიმალური ვარიანტი იყოს. თუ წავიდა ალბათ მაინც ესპანეთში წავა მარა მაინც მგონია რო დარჩება.
0
№5
ავტორი: GIOMU
12 მაი 2019 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ დავიდს უნდა თვითონ წასვლა ჯობია წავიდეს, უკვე ურევს კიდეც ამ ყველაფრის გამო და მგონი ჩვენთვისაც და მისთვისაც უკეთესი იქნება თუ გადავა...
0
№6
ავტორი: levionok
12 მაი 2019 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
აზრს ვერ ვხვდები უხდიდე მეკარეს 350 000 ფუნტს და გუნდი არ იბრძოდეს მაღალი მიზნებისთვის ეს რას ნიშნავს? მარკეტინგი მძვინვარებს ამ გუნდში და მეტი არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top