ოლე გუნარ სოლსკიაერმა ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ჩვეულებისამებრ, ნორვეგიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაზე წინასწარ ისაუბრა.
მწრთვნელი გეგმავს, რომ "კარდიფს" "ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდული სისხლი დაახვედროს და რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მისცეს შანსი. ინტერვიუს დროს ოლეს ჰკითხეს, ეს მატჩი რამდენიმე ფეხბურთელისთვის ბოლო ხომ არ იქნებოდა "იუნაიტედის" მაისურში, რაზეც მათ შემდეგი პასუხი მიიღეს:
"ეს ფეხბურთში არასდროსაა წინასწარ ცნობილი. ეს შეიძლება შენი ბოლო მატჩი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კარიერის დასაწყისიც. წინასწარ არავინ არაფერი იცის."
"ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვეზრდება მთელი სეზონის განმავლობაში და გპირდებით, რომ კვირას ერთ ან ორ ბავშვს აუცილებლად იხილავთ სასტარტო შემადგენლობაში."
"რაც შეეხება ვალენსიას, მე გუშინ ანტონიოს ვესაუბრე. ბოლო ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ის არც თუ ისე კარგად გრძნობდა თავს და არასდროს ყოფილა სრულიად ჯანმრთელი, სამწუხაროდ. მან ბევრი იწვალა, მაგრამ გრძნობს, რომ კვირას თავისი როლის შესრულებას შეძლებს და მართლა ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ ყველაფრის გადალახვას შეძლებს და კვირას ლამაზ გაცილებას მოვუწყობთ, რადგან ამ კლუბისთვის მას მართლა ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული."
"ის ყოფილა წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ყოფილა კაპიტანი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა."
შემადგენლობაში შეიძლება დაბრუნდეს ჯესი ლინგარდი, თუმცა რომელუ ლუკაკუ, ალექსის სანჩესი და ენტონი მარსიალი კვლავ ტრავმირებულნი იმყოფებიან.
რაც შეეხება ერიკ ბაიის, ის შემდეგ სეზონამდე ვერ ითამაშებს.