თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2019, 13:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 7
გუნდის სიახლეები "კარდიფთან" მატჩის წინ
ოლე ახალგაზრდებისა და ანტონიო ვალენსიას შესახებ საუბრობს.
გუნდის სიახლეები
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ჩვეულებისამებრ, ნორვეგიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაზე წინასწარ ისაუბრა.

მწრთვნელი გეგმავს, რომ "კარდიფს" "ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდული სისხლი დაახვედროს და რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მისცეს შანსი. ინტერვიუს დროს ოლეს ჰკითხეს, ეს მატჩი რამდენიმე ფეხბურთელისთვის ბოლო ხომ არ იქნებოდა "იუნაიტედის" მაისურში, რაზეც მათ შემდეგი პასუხი მიიღეს:

"ეს ფეხბურთში არასდროსაა წინასწარ ცნობილი. ეს შეიძლება შენი ბოლო მატჩი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კარიერის დასაწყისიც. წინასწარ არავინ არაფერი იცის."

"ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვეზრდება მთელი სეზონის განმავლობაში და გპირდებით, რომ კვირას ერთ ან ორ ბავშვს აუცილებლად იხილავთ სასტარტო შემადგენლობაში."

"რაც შეეხება ვალენსიას, მე გუშინ ანტონიოს ვესაუბრე. ბოლო ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ის არც თუ ისე კარგად გრძნობდა თავს და არასდროს ყოფილა სრულიად ჯანმრთელი, სამწუხაროდ. მან ბევრი იწვალა, მაგრამ გრძნობს, რომ კვირას თავისი როლის შესრულებას შეძლებს და მართლა ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ ყველაფრის გადალახვას შეძლებს და კვირას ლამაზ გაცილებას მოვუწყობთ, რადგან ამ კლუბისთვის მას მართლა ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული."

"ის ყოფილა წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ყოფილა კაპიტანი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა."

შემადგენლობაში შეიძლება დაბრუნდეს ჯესი ლინგარდი, თუმცა რომელუ ლუკაკუ, ალექსის სანჩესი და ენტონი მარსიალი კვლავ ტრავმირებულნი იმყოფებიან.

რაც შეეხება ერიკ ბაიის, ის შემდეგ სეზონამდე ვერ ითამაშებს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, მატჩის წინ
7 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
10 მაი 2019 13:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაღა ერთ-ორ ბავშვს,ისედაც აზრდაკარგულია ეს შეხვედრა და დაამატოს რამოდენიმე ახალგაზრდა,არაფერი დაშავდება მაგით.
1
№2
ავტორი: bochora92
10 მაი 2019 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
რა მაინტერესებს მეხუთეზე რო გავიდეტ და ევროპა ლიგა ჩელსიმ მოიგოს მაინც ვერ გავდივართ?
0
№3
ავტორი: datasta25
10 მაი 2019 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ათამაშე ახალგაზრდები რაიცი რა საოცრება ჩაიდინონ, გრივუდი გაიტანს ისეთი ალღოაქ ტიპს გოლის გატანის
0
№4
ავტორი: ManchesterU
10 მაი 2019 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: bochora92
რა მაინტერესებს მეხუთეზე რო გავიდეტ და ევროპა ლიგა ჩელსიმ მოიგოს მაინც ვერ გავდივართ?
მეც ეგ ვიკითხე და რავი არავინ გამცა პასუხი და მემგონი რო გავდივართ მაგრამ არსენალმა ბარნლისთან უნდა დაკარგოს ქულები და ევროპა წააგოს რაც რავი აბაა
0
№5
ავტორი: JuanMata
10 მაი 2019 16:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: bochora92
რა მაინტერესებს მეხუთეზე რო გავიდეტ და ევროპა ლიგა ჩელსიმ მოიგოს მაინც ვერ გავდივართ?


ვერა, 5 გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის თუ ლიგის გამარჯვებული 4-ეულში ვერ შევიდა.
არსენალმა თუ მოიგო, გავა ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსიც და არსენალიც.

ჩვენ საერთოდ არ გვეხება იმათი წაგება-მოგება.
1
№6
ავტორი: ikeoni
10 მაი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
მეტ ახალგაზდას უნდა მიცეს შანსი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2019 15:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩონგი, გრინვუდი, გარნერი და გომესი უნდა ათამაშოს აუცილებლად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top