თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2019, 13:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1557,
კომენტარები: 3
"ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით"
ოლე გუნარის ინტერვიუ დაჯილდოების ცერემონიის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს, რომ მომავალი გაცილებით უფრო უკეთესი იქნება. სოლსკიაერმა აღნიშნულის შესახებ "იუნაიტედის" ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა.

-ცოტა უცნაურად ხომ არ გრძნობთ თავს მწრთვნელის რანგში? ვგულისხმობ იმას, რომ წლების განმავლობაში თქვენ ამ ცერემონიალს ფეხბურთელის რანგში ესწრებოდით, ახლა კი მთავარი პერსონა ხართ.
-"დიახ, რა თქმა უნდა, ცოტათი უცნაური შეგრძნებაა, რადგან ჩემთვის აქ ყოფნა და თანაც ამ რანგში ძალიან დიდი პატივია. ვიყავი ფეხბურთელი, რეზერვების მწრთVნელი, გულშემატკივარი ამდენი წლის განმავლობაში და შემდეგ უცებ ედ ვუდვორდი მირეკავს და ვფიქრობ: "ეს მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ამისგან სიამოვნებას მივიღებ..." მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს ყველაფერი უბრალოდ ფანტასტიკურია."

-თქვენ როგორც თავადვე აღნიშნეთ რეზერვებს წრთვნიდით და ძალიან კარგად იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი საღამო, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ეს მათთვის ძალიან ამაღელვებელია...
-"რა თქმა უნდა, ამაღელვებელია და ეს ბუნებრივიცაა. ადამიანები ყოველთვის გუნდზე საუბრობენ, მაგრამ დღევანდელი საღამო ინდივიდუალებს ეძღვნებათ და ეს კლუბი ყოველთვის უნიჭიერესს ახალგაზრდებს ზრდის. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ახალგაზრდის ჯილდო, მას ძალიან მალე ვიხილავთ პირველ გუნდში. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე მათგანი კვირასაც შეძლებენ თამაშს."

-"მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი რამ, რითაც ძალიან ვამაყობთ ახალგაზრდების მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა. ათწლეულით უკან თუ გავიხედავთ დავინახავთ, რომ სასტარტო თერთმეტეული ძირითადად სულ აკადემიელებისგან იყო შემდგარი. თქვენ, როგორც "იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი, აპირებთ ამ პოლიტიკის გაგრძელებას?
-"მე მიყვარს ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ, რომ განვითარდნენ და ამ განვითარების არ ეშინიათ. მე უკვე გადავხედე მდგომარეობას რეზერვებსა და აკადემიაში, იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ისინი კლუბში დარჩებიან. რეში, ჯესი, სკოტი... ისინი ყველა "იუნაიტედის" გაზრდილი გახლავთ. თქვენ შეიძლება პოლ პოგბას აკადემიელად არ აღიქვამთ, მაგრამ ისიც "იუნაიტედის" გაზრდილია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრადიციას ჩვენ განვაგრძობთ, რაც ძალიან მსიამოვნებს. შესანიშნავი გრძნობაა, როცა მათ შანსს აძლევ და ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ შანსის გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა, შანსები ექნებათ, დანარჩენი უკვე მათზეა."

-უკვე ექვსი თვეა, რაც აქ ხართ. რამდენად სწრაფად გავიდა დრო?
-"ძალაინ სწრაფად. თანაც ფანტასტიკური სტარტი ავიღეთ, ყველამ ისიამოვნა საკუთარი თავითა და გამარჯვებების სერიით. ეს ადამიანური მომენტია, როცა იგებ, თავდაჯერებული ხარ, იღიმი და ამ ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებ. უცებ კი ტრავმიანობის პერიოდი მოგვიწია ბოლო ორი თვე გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტებიც, ესაა ფეხბურთი, ესაა ადამიანი, ესაა გუნდი. ეს მხოლოდ სპორტი არაა, მოედანს მიღმა ძალიან ბევრი რამაა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ჩავრდნებიც გვქონდა და კარგი მომენტებიც, მაგრამ მე ამ ყველაფრისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღე. ერთი დღეც კი არ ყოფილა, როცა ღამე შიშით დამეძინა, რადგან მჯერა და მიყვარს აქაურობა. ბიჭები ფანტასტიკურები არიან და საოცარ გარემოს ქმნიან."

-ბოლო შეკითხვა, ალბათ საოცრად ამაღელვებელია, როცა იაზრებთ, რომ თქვენ ხართ კაცი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი უნდა ააშენოს. ეს ალბათ დიდებული შეგრძნება უნდა იყოს...
-"ეს უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ თან უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ეს კლუბი დიდებულია და მედია, ადამიანები, გულშემატკივრები, ყველა შენ გავხევს კრიტიკის ქარ-ცეცხლში. ისინი პირველივე მომენტს იყენებენ ამისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ახალგაზრდების სისხლი უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება. ამ კლუბში, ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 მაი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
წარმატებებიი ოლე❤️
0
№2
ავტორი: stepno
11 მაი 2019 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მჯერა ამ კაციის იმედია ხელმძღვანელობაც ბოლომდე ენდობა და შეუსრულებს რასაც ოლე მოითხოვს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2019 15:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ სეზონში ველოდებით მაგ დაბრუნებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top