ოლე გუნარსა და ედ ვუდვორდს პოლ პოგბას გაყიდვის შესახებ უთანხმოება მოუვიდათ. ნახევარცმველს დიდი ხანია "რეალ მადრიდს" უკავშირებენ. ჭორები მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" ოთხეულში ვერ მოხვდა კიდევ უფრო გაიზარდა.
როგორც "The Mirror" იტყობინება, ედ ვუდვორდს ფრანგის გაყიდვა არ სურს. 47 წლის ვიცე-პრეზიდენტს ძალიან სურს პოგბას შენარჩუნება და მიიჩნევს, რომ ის "იუნაიტედის" მარკეტინგულ გეგმებში დიდ როლს ითამაშებს.
26 წლის ფეხბურთელს გასულ ზაფხულში "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ეს შეთავაზება დაბლოკა.
თუმცა, როგორც პრესაშ იწერება, სოლსკიაერს ფრანგის დარჩენა არ სურს და უნდა, რომ ფრანგს წასვლის საშუალება მისცეს.
პოგბა ამჟამად 160 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, მაშინ როცა "იუნაიტედმა" ის 89 მილიონ ფუნტად შეიძინა.