"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი სეზონის ბოლო მატჩისთვის ემზადება. "იუნაიტედი" "კარდიფს" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.
"წითლებმა" ბოლო მატჩში გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვეს, ამასთანავე ტრავმებიც მიიღეს, თუმცა ოლე გუნარს მაინც ფართო არჩევანი აქვს.
ერიკ ბაიი ისევ ტრავმირებულია და შემდეგ სეზონამდე მატჩს ვერ ჩაატარებს. ამასობაშ რომელუ ლუკაკუ ლაზარეთს შეუერთდა.
გასული მატჩი გამოტოვეს ჯესი ლინგარდმა, ენტონი მარსიალმა და მეისონ გრინვუდმაც. გარდა ამისა, მოედნის დატოვება მოუწია ალექსის სანჩესსაც, რომელიც ტრავმამ დატანჯა.
ოლე გუნარის განცხადებით, მას მეისონ გრინვუდის დაბრუნება ძალიან უნდა და დიდი იმედი აქვს, რომ "კარდიფთან" დასაპირისპირებლად მზად იქნება.
კრის სმოლინგი კი გუნდს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან "ჩელსისთან" მატჩი გამოტოვა, მაგრამ სერხიო რომერო არის ტრავმირებული და მისი ჩანაცვლება ლი გრანტს მოუწია.
რადგანაც "იუნაიტედს" დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს, ახალგაზრდებს შანსი მიეცემატ და სავარაუდოდ მოედანზე ტაჰიტ ჩონგს კიდევ ერთხელ ვიხილავთ, ისევე როგორც "ჰადერსფილდთან".
ანხელ გომესი და ჯეიმს გარნერიც ხელმისაწვდომი არიან და მათი თამაშის საკითხი მხოლოდ ოლე გუნარზეა დამოკიდებული.
კლუბის კაპიტანი ანტონიო ვალენსია ვარჯიშებს დაუბრუნდა და შესაძლოა, რომ შემადგენლობაშიც ვიხილოთ.
ახალი ამბები, მატჩის წინ
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.