თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2019, 12:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1368,
კომენტარები: 7
პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო - მეისონ გრინვუდი
17 წლის ფორვარდი აპრილის თვეში უკონკურენტო აღმოჩნდა.
პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო - მეისონ გრინვუდი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი მეისონ გრინვუდი პრემიერ ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვდა.

საბოლოოდ, ჯილდო 17 წლის ფორვარდმა მოიგო. მეისონმა მიმდინარე სეზონში ყველა ჩემპიონატში 30 გოლი გაიატანა.

ჯილდოსთვის ხუთი ფეხბურთელი იყო დასახელებული, მათ შორის მეისონი ყველაზე პატარა გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა უკონკურენტო აღმოჩნდა და თვის საუკეთესოს ჯილდო სწორედ მას ერგო.

ცენტრ-ფორვარდმა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ საოცარი გოლი გაიტანა და შემდგომ "ნიუკასლთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

გარდა ამისა მის ანგარიშზე ბრწყინვალე ჯარიმაცაა, რომელიც "წითლების" 5-0 გამარჯვების დროს გაიტანა. 23 წლამდელთა ბოლო მატჩში მან "ვულვზის" კარების დალაშქვრაც მოახერხა და უიღბლობის გამო მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მისი ბრწყინვალე სეზონიდან გამომდინარე, მეისონ გრინვუდმა სრულია დამსახურებულად მიიღო ეს ჯილდო.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
7 მაი 2019 12:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ათამაშონ ეს ბიჭი მთავარ გუნდში,მისცენ გამოცდილება.ლუკაკუსა და მარსიალის საცოდაობას ისევ ამის თამაშის ყურება მირჩევნია.მგონი სიტიმ იყიდა ფერნანდეში 60 მილიონად,მშვენიერი ნახევარმცველია და დღევანდელი ფასების და მიხედვით საკმაოდ იაფი გადაიხადეს.რა ვიცი რა,ალბათ ჩვენები მომავალი წლისთვის დაიწყებენ ტრანსფერზე ფიქრს,ყველა კარგ ვარიანტს რომ აგვართმევს მერე ალბათ შევჩერდებით ვიღაც მესამე ხარისხს ფეხბურთელზე.ან სამას მილიონს დახარჯავენ და ამ სამასი მილიონიდან მოიყვანენ ორ ფეხბურთელს,ისიც საშუალო დონისას,ვითომ ვარსკვლავებს რომელიც სანჩესივით ვერ გაამართლებს.ძაან მკვდრები არიან,აი ძალიან.ჩვენს ხელმძღვანელობაში აზრზე არ არიან ტრანსფერებზე როგორ იმუშაონ.ყველაზე სასაცილო კი ის არის რომ ვიღაც ერთს ამოიჩემბენ და ალტერნატიულ ვარიანტებზეც კი არ ფიქრობენ.
1
№2
ავტორი: levionok
7 მაი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კაი ბიჭია მაგრამ არ ამოწიონ თირე ამათი სისხლი გადაესხმება და გაზარმაცდება! გერნანდეში იყიდეს 99%sky რო დაწერს ეგ არის! კაი საყრდენია მაგრამ რათ გბინდა ჩვენ ხო გვყავს მატიჩი,ფრედი,პერეირა! მანჩესტერში ალბათ გვილიაზე ფიქრობენ
0
№3
ავტორი: shotkin
7 მაი 2019 13:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სულ ველოდებოდი ამ ბიჭის ძირითადში გამოჩენას და იქნებ ბოლო ტურში მაინც დააყენოს შემადგენლობაში, თავის ასაკობრივში დაფრინავს რასაც ქვია
0
№4
ავტორი: ikeoni
7 მაი 2019 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
სასწაული ბიჭია
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გრინვუდმა ასე თუ გააგრძელა დიდ ფეხბურთს ითამაშებს
0
№6
ავტორი: stepno
8 მაი 2019 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატო არ აძლევს შანს ოლე მიკვირს რაა :)
0
№7
10 მაი 2019 11:27
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
გრინვუდი, ჩონგი, ანხელ გომესი, გარნერი... ოლემ შანსები უნდა მისცეს, ათამაშოს ბოლო ტურში, გამოცდილებას მაინც მიიღებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top