თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 17:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1702,
კომენტარები: 9
მაკტომინეის რეაქცია ერთი ქულის მოპოვებაზე
რა გააკეთა მაკტომინეიმ დამარცხების შემდეგ.
მაკტომინეის რეაქცია ერთი ქულის მოპოვებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გუშინდელი დღე კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი მატჩი იყო. "წითლებმა" გოლის გატანა ახალგაზრდა აკადემიელის, სკოტ მაკტომინეის, წყალობით მაოხერხეს. თუმცა შემდგომ შეცდომები დაუშვეს და საკუთარ კარში ბურთიც გაუშვეს.

რა თქმა უნდა, მატჩის განმავლობაში "იუნაიტედის" გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან ინდივიდუალებმა ძალიან ცუდი მატჩები ჩაატარეს. მათ თამაშს ეტყობოდა ენერგიის ნაკლებობა, არასაკმარისი სურვილი და საეჭვო გახდა იმსახურებენ თუ არა ისინი ძირითადში თამაშს.

თუმცა გუშინდელ მატჩში ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად ბრწყინავდა სკოტ მაკტომინეი გახლდათ. 22 წლის ნახევარმცველმა გულშემატკივრის სიყვარული მცირე დროში დაიმსახურა.

ახალგაზრდამ არამხოლოდ კარგი თამაშის ხარისხი, არამედ ლიდერული უნარ-ჩვევებიც გამოავლინა. ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით კი "იუნაიტედის" მომავალი კაპიტანი სწორედ ის იქნება.

მაკტომინეის რეაქცია ერთი ქულის მოპოვებაზე

"ჰადერსფილდთან" ჩატარებული ცუდი მატჩის შემდეგ, მაკტომინეი "იუნაიტედის" სკამზე ჩამოჯდა, თავი ჩახარა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ დგებოდა. ეს "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა დენი ჰიგინბოტამმა შეამჩნია და ახალგაზრდაზე კომენტარიც გააკეთა:

"დიახ, ასე უნდა გრძნობდეს დამარცხებას თითოეული ჩვენგანი. თუ ამ მატჩის შემდეგ ვინმეს სიცილისა და ხუმრობის თავი ჰქონდა ეს ძალიან ცუდია."

"დღეს საოცარი მატჩი ჩაატარა. საერთოდ, ფანტასტიკური სეზონი აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და გუნდის მაისურით უკვე მეორე გოლი გაიტანა. ის ნამდვილად არის ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებასაც სოლსკიარი ეცდება. ის იმ ტიპის ფეხბურთელების სიას მიეკუთვნება, რომლებიც გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებენ და ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებენ. ის უბრალოდ ბრწყინვალეა."


წყარო: M.E.N.
სხვა
9 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
6 მაი 2019 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
love love love
0
№2
ავტორი: 100%Red
6 მაი 2019 17:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
არადა ამას რას ვაგინებდი ოლე სანამ მოვიდოდა... მაგარი არ მევასებოდა
ჩონგიც კარგი იყო, კარგი რა ახლა რაც შეეძლო გააკეთა და ბევრი ირბინა, პოგბას არ ურბენია მაგდენი მთელი 98 წუთი
1
№3
ავტორი: nika1983
6 მაი 2019 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ტომენის იმედი თუ გექნებოდა იმ თამაშში , თორე როგორ დაცოცავდნენ ჩვენი სუპერპრეტენზიული ვარსკლავები ნახეთ
0
№4
ავტორი: ikeoni
6 მაი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari bichi❤️
0
№5
ავტორი: Rezimanutd
7 მაი 2019 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
სიმაღლის და ფიზიკურობის კვალობაზე ძაან მოქნილი და სწრაფია))
0
№6
ავტორი: krekera
7 მაი 2019 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მოუს დროს არ მომწონდა, მაგრა აშკარად აქვს ამ ბიჭს რაგაჩ რაც მინიმუმ კარიკის დონეს მიაღწევს, ჟილკა და თავდადება ყველაზე დიდი + მისი....
1
№7
ავტორი: stepno
7 მაი 2019 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაზე მეტად იმსახურებს მანჩესტერის მაისურს love
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოჩაღ სკოტ
0
№9
10 მაი 2019 10:58
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: krekera
მოუს დროს არ მომწონდა, მაგრა აშკარად აქვს ამ ბიჭს რაგაჩ რაც მინიმუმ კარიკის დონეს მიაღწევს, ჟილკა და თავდადება ყველაზე დიდი + მისი....

ბაზარიარაა, მოუსთან არც მე არ მომწონდა, თუმცა აქვს ამას თავისი ლოგიკური ახსნა. ზოგადად, მოუ როცა მწვრთნელია, ახალგაზრდებს ეგრე ემართებათ ხოლმე. ტიპი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "კლავს" ახალგაზრდებს და ენდობა 30 წლის ფეხბურთელებს... მაგიტომაც მოიყვანა სანჩესი, მოიყვანა მატიჩი, ნუ ვინც თავისი საქმისთვის გამოადგებოდა. არ გახსოვს იანგი როგორ აათამაშა?... ტიპი დაფრინავდა, მახსოვს ერთ თამაშში დუბლი როცა შეასრულა (ისე იმ თამაშში, სერიოზული ჯარიმა შეაგდო) გამოვშტერდი, მეთქი ეს იანგია :დდდ

და ეს რატო მოვაყოლე... მოურინიოს დროს, ეგ მაკტომინეის ცუდი თამაში, თავად მწვრთნელის ბრალიც იყო. აგერ გამოჩნდა, რომ მშვენიერი ბიჭია, პერსპექტიული ახალგაზრდაა. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და წინ დიდი მომავალი აქვს ^^
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top