თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 17:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1572,
კომენტარები: 4
ოლე: "დაღლილობამ თავისი ქნა"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედგამაცრუებელ ფრეზე ისაუბრა. შეგახსნებთ, რომ "წითლებმა" "ჰადერსფილდთან" სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.

გუშინდელი ფრე კი სოლსკიაერის ბიჭებისთვის ოთხეულში მოხვედრის შანსის დაკარგვას ნიშნავდა.

ჩემპიონთა ლიგის გარეშე ყოფნა ძალიან სამწუხაროა.

"ჩვენ თითქოს, ჩვენს თავს იმედი და რწმენა ჩავუსახეთ იმისა, რომ ამ ყველაფერს შევძლებდით და თავდაპირველად ეს ჩვენს შედეგებშიც ჩანდა, მაგრამ ბოლომდე ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, გასახდელში ყველა იმედგაცრუებული იყო და ყველა კარგად იაზრებს, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალი კარები ჩვენს თავს თავადვე ჩავუკეტეთ. უბრალოდ ვერ შევძელით, რომ თამაშები ჩვენ სასარგებლოდ შემოგვებრუნებინა."

მათ იმედი მივეცით.

"ჩვენ დომინანტები უნდა ვყოფილიყავით და კარგი სტარტი ბოლომდე შეგვენარჩუნებინა. თამაში პირველივე ნახევარში უნდა მოგვეგო და ყველაფერი დაგვესრულებინა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რამაც მათ იმედი მისცა. ჩვენი სუსტი პასები, სუსტი გადაწყვეტილებები და შეჩერებული მოძრაობები... საბოლოოდ, მათ ეს ყველაფერი გამოიყენს და გოლიც გაგვიტანეს."

ჩვენივე კუთხურიდან გოლის გაშვება ძალიან იმედგამაცრუებელია.

"ჩვენ ეს შეცდომა უკვე რამდენიმეჯერ დავუშვით. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და აუცილებლად გავუმჯობესდებით. არასდროს არ უნდა გაუშვა გოლი შენივე კუთხურებიდან. ეს შეცდომა დავუშვით "ევერტონთან", "ვულვზთან" და უკვე "ჰადერსფილდთანაც". უბრალოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამგვარი ინდივიდუალური შეცდომები აღარ დავუშვათ."

წინ დიდი ზაფხულია.

"შემდეგ სეზონზე ბევრი ვისაუბრეთ და ვიცით, რომ რაღაცების გადალაგება მოგვიწევს. რა თქმა უნდა, შემდეგი სეზონი განსხვავებულ გამოწვევას გვთავაზობს - მთელი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე. ხუთშაბათობით მოგვიწევს თამაში. ვნახოთ, როგორ შევეგუებით. წინ დიდი ზაფხულია."

არამდგრადები ვიყავით.

"ძალისხმევა და განწყობა გუშინდელ მატჩში პრობლემა არ იყო. ფეხბურთელები დარბოდნენ და ცდილობდნენ. ჩვენ უბრალოდ საკმარისად კარგები ვერ აღმოვჩნდით და, რა თქმა უნდა, ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ შეგვეძლო და უნდა გვეთამაშა კიდევაც უკეთ, მაგრამ არ ვითამაშეთ. მათ უცებ დაიწყეს შანსების შექმნა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს საჯარიმოსთან ძალიან ახლოს მოვიდნენ. ჩვენ ზოგადადაც და თამაშებშიც კარგი და ცუდი პერიოდები გვქონია. დღეს კარგი მომენტებიც ვაჩვენეთ და ცუდიც, მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენ მეექვსე ადგილზე გასვლა დავიმსახურეთ და მეტი არა."

"ჩვენ ჩვენს თავს შანსები მივეცით, რაღაც ისეთის, რაზეც ვერ ვიფიქრებდით, რომ შესაძლებელი იყო. რეალური შანსი გვქონდა სეზონის მესამე ან მეოთხე ადგილზე დასასრულებლად, თუმცა ვერ შევძელით და ვფიქრობ, რომ სწორი ეს სამართლიანი და სწორი ადგილია ჩვენთვის."

დაღლილობამ თავისი ქნა.

"ისინი მე იმედს არ მიცრუებენ, ვერ გამიცრუებენ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვქმნით გუნდს. მართლა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გუნდს დაღლილობა შეეტყო. გასულ კვირას იურგენ კლოპი ამბობდა, რომ მის ბიჭებს საკმარისი ენერგია აქვთ. როდესაც იგებ და კარგი შედეგები გაქვს, რა თქმა უნდა, ენერგიულობაც მატულობს. ადამიანები ვართ. როდესაც აგებ და წარუმატებელ გზას ადგახარ, რა თქმა უნდა, ენერგიაც ნაკლებია. უბრალოდ ზიხარ შენთვის და წუხარ და ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოასწორო ეს სიტუაცია."

ევროპის ლიგის პოზიტიური მხარე.

"ხანდახან ევროპის ლიგის გამოყენება პოზიტიურადაც შეგიძლია, ისევე როგორც ეს "ჩელსიმ" და "არსენალმა" გააკეთეს, ისევე როგორც ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ტიტული მოვიგეთ. მე ზოგადად ოპტიმისტი ბუნების ადამიანი ვარ და ვეცდები, რომ ამ ჩემპიონატიდან მაქსიმუმი მივიღო. ბავშვები შანსებს მიიღებენ, ეს აქედანვე ცხადია. ჩვენ ყველაფრიდან რაიმე პოზიტიური უნდა მივიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს."

ალექსისის ტრავმის შესახებ.

"კოჭის ტრავმა აქვს. კოჭი გადაუბრუნდა და მერე სიარული გაუჭირდა, ჯერ არ ვიცი. მას შემდეგ არ მინახავს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
6 მაი 2019 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ლოგიკურად რო დავფიქრდეთ მომავალ წელსაც ოთხეულისთვის ბრძოლა იქნება და მეტი არაფერი, ლივერპულ სიტის ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ, და მესამე მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, პახოდუ ევროპა ლიგა, ეგარის და ეგ. რისი იმედი უნდა გვქონდეს არ ვიცი smile
0
№2
ავტორი: ikeoni
6 მაი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Win cxeli zafxuli gvelis
0
№3
ავტორი: krekera
7 მაი 2019 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ რა შანსი ვერ გამოვიყენეთ აი მართლა მარაზმია 2 თამაში მაინც მოეგო 10 დან ლიგაზე ვიქნებოდით, ასეთის 4 შანსი მომავალ წელს ეჭვი მაქვს არ გვექნება, უფრო რთული იქნება...
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგ სეზონშიც თუ ასე გაგრძელდა აღარ ყოპილა საშველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top