თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 14:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1411,
კომენტარები: 10
ოლე გუნარი: "ჩვენ ოთხეული არ დაგვიმსახურებია"
ნორვეგიელი "ჰადერსფილდთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარი:
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, ოთხეულისთვის მებრძოლმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", აღნიშნული პოზიციისთვის ბრძოლა დაასრულა, ოლე გუნარის შეგირდებმა სტუმრად მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც ერთი სეზონით გამოემშვიდობნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ტრადიციისამებრ, კლუბის ნორვეგიელმა მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა და განაცხადა, რომ "იუნაიტედს" ოთხეული არ დაუმსახურებია.

"შეხედეთ სატურნირო ცხრილს, ის არ იტყუება, ჩვენ არ დაგვიმსახურებია ოთხეულში ყოფნა. ვერ შევძელით ქულათა საკმარისი რაოდენობის დაგროვება, ვერ გავიმარჯვეთ მატჩებში საკმარისი ოდენობით, ვერ გავიტანეთ გოლები. ყოველთვის რთულია გუნდის შეუა სეზონში ჩაბარება.

ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმას თუ სად ვიმყოფებით ჩვენ. არ ვცხოვრობთ ილუზიებში. ვცდილობთ ვიყოთ პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი, ეს კი დიდი გამოწვევაა რომლის მიღებაც შეგვიძლია".
- ციტირებს BBC ოლეს სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
6 მაი 2019 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ისე მამენტ ამ კაცს ძაან ბევრი მოხვდა, ჩემგანაც :დ
მარა რო დაუკვირდე ცივ გონებაზე, ამან რაუნდა ქნას როცა გუნდი საგოლე ვერცერთ მომენტს ვერ იყენებს, რეში პოგბა, ჯონსმა ცარიელ კარში, ლინგარდა 2ჯერ ცარიელ კარში ბარსასთან გამაზა, რაღაც საშინელება ხდება რეალიზებაში, გოლი ვერ გაგვაქ, ეს ვამბობ იმ ბურთებზე რომლებიც 100%ით უნდა გაიტანოს საშუალო დონის მოთამაშემ, იმაზე საუბარი ზედმეტია რო ვინმე გამოვარდეს და თვითონ შექმნას გოლი, როგორც აზარი, მესი და სხვა ბევრი მოთამაშე ახერხებს ამას
+ ამას როცა გუნდი შანსს ვერ იყენებ მერე უკვე თამაშზეც აისახება, ამ თამაშში დროულად მეორე გოლი რო გაგვეტანა კარგ ხასიათზე დადგებოდნენ და უფრო თავისუფლად ითამაშებდნენ და შეიძლება მერე მიეყოლებინათ კიდე ბევრი, მოკლედ ამათ კრიზისულ სიტუაციაში უჭირთ თამაში, როცა გასატანიაქვთ უჭირთ გატანა, თავისუფლად როცა თამაშობენ უკეთ გამოსდით, როგორ ოლეს მოსვლის დროს იყო, შანსებს ვიყენებდით, მერე თავისუფლად აგრძელებდნენ თამაშს დაძაბულობის გარეშე და კიდე იტანდნენ
ის ტეხავს რო ამდენი ხანი შეტევა დიდი პრობლემა არ მეგონა მარა ბოლო თამაშებში დამტკიცდა რომ მოედნის არცერთ წერტილში არ ვართ ძლიერები არც შეტევაში, ნახევარდაცვა დაცვაზე ზედმეტია საუბარი!
1
№2
ავტორი: lobjanidze
6 მაი 2019 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ნამდვილად ასეა , არ ვიმსახურებდით ლიგაზე გასვლას. დღევანდელი სიტუაციით ტოტენჰემიც გვჯობია და ჩელსიც. სიტიზე და ლივერპულზე აღარეფერს ვამბობ. უნდა იდაოდს გეგმა თუ რა ეშველება შემდეგ წელს გუნდს. აშკარაა რო ორი ფლანგის ნახევარცველები გვინდა თორე ცენტრიდან შეტევა ნულიაა. გასაშვები კი ბევრნი არაიან. იანგი, ჯონსი, დარმიანი, ვალენსია. სანჩესი. ერერას და მატას დავტოვებდი აუცილებლად. 98 წლიდან მანჩესტერს ვგულშემატკივრობ და ასეთი უაზრო გუნდი ჯერ არ ყოფილა.
1
№3
ავტორი: bziki
6 მაი 2019 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ოთხეული კი არა ყველა იმედი მომიკვდა, მაქსიმუმ 2 სეზონი გაქაჩოს და უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლის ახალ ტრენერს კიდე ახლიდან მოუწევს გუნდის აწყობა
0
№4
ავტორი: Devil
6 მაი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
რამე ახალი თქვი ეგ მოუს დროსაც მესმოსა. კონტრაქტის მერე მეჩვენება რომ აუშვა ხელი
0
№5
ავტორი: Lalana
6 მაი 2019 15:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთხელ არ გაჭრა ამ ორ თავდამსხმელიანმა ტაქტიკამ,მეორეჯერ არ გაჭრა,მესამეჯერ არ გაჭრა,მეოთხეჯერ არ გაჭრა და მაინც იგივე ტაქტიკით გამოდიან.ყოველ ახალ შეხვედრაში ვფიქრობ რომ რაღაც ახალს იზამს,რაღაც სხვა ტაქტიკას შეიმუშავებენ და მაინც იგივეთი აგრძელებენ.ამ ორ თავდასხმელიან ტაქტიკაში კი საერთოდ ამოვარდნილია ფლანგის შემტევები და უტევენ ქაოსურად,არც იციან როგორ,ერთი-ორჯერ გაკეთდა ლამაზი გადაცემა და ეგ იყო,მერე მოკვდნენ.წინა სტატიაში კი დათომ სწორად აღნიშნა,როდესაც პოგბას შეუძლია რომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღოს და სწრაფადვე მისცეს თანაგუნდელს პასი კონტრშეტვის დასაწყებად,ორი საათი დგას და მოწინააღმდეგეს ეჯაჯგურება,ამასობაში კი მეტოქე მთლიანად ავსებს ზონებს.უკვე ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში მსგავსი მომენტი.ფეხბურთელებიც დამნაშავეები არიან და უმაქნისი სამწვრთნელო შტაბიც.შეიძლება ფეხბურთელებს დავაბრალოთ ერთი-ორი თამაშის ჩაგდება მაგრამ ასე მიყოლებით გუნდმა ასე ჩასვრილად ითამაშოს არამგონია მხოლოდ ფებურთელების ბრალი იყოს და ეს მარტივად დასანახია.სრულიად გუნდის არ მჯერა და თუ არ დაიწყებენ ძირეულ ცვლილებებს წესიერ ტექნიკურ დირექტორთან ერთად მაშინ ისეთივე წყალწაღებულები ვიქნებით.ოლეს მოსვლა კი გატუზოს მისვლას მაგონებს მილანში.გადააბა თავიდან მოგებები და ახლა ისევ ტრაკში არიან,იმედია ჩვენც მასე არ დაგვემართება.
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
6 მაი 2019 15:35
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ცოტა ანალიზი გავუკეთოთ ამ ყველაფერს. მოვიდა სოლშერი და გუნდმა დაიწყო კარგი ფეხბურთის თამაში. ინერციით? არ არსებობს,ინერციით და ძველი მწვრთნელი გაშვებისს იხარულით შეიძლება ითამაშო 1-2-3 თამაში,მარა 9-10 შანსი არაა. ისმის კითხვა რა მოხდა? მოხდა მარტივი რამ,მწვრთნელმა ფეხბურთელებს დაავალა,პრესინგი,სწრაფი და მოკლა პასები და კვადრატების თამაში მოკლე-მოკლე მონაკვეთებზე,რამაც გამოიწვია ბურთის დაჭერა,გაჩნდა სივრცეები და უარი უთხრა საჯარიმოში უაზროდ ჩაწოდებულ ბურთებზე. მაშინ რა შეიცვალა? იგივე მოხდა რაც მოურინიოს დროს,პოგბა,მარსიალი,რაშფორდი რატომღაც გატაწყვიტეს,რომ თუ ხასიათზე არ არიან არ უნდა ითამაშონ,იანგმა ისევ გადაწყვიტა საჯარიმოში ჩაგდებების კეთება,რასაც აშკარად ცუდათ აკეთებს. 20-დან 1 ბურთი არ მიდის სახიფათოთ კარისკენ. ის რომ სოლშერი არის მშიდი ხასიათის ადამიანი და ალბათ ვერც უბედავს ფეხბურთელებს ზედმეტის თქმას,რადგან თავში აქვთ ავარდნილი და იმუქრებიან გუნდის დატოვებით და გუნდის ხმრიდანაც აქვს ლოიალური მიდგომები,ლამის ეხვეწებიან დარჩენას მივიღეს ეს შედეგი. ამ გუნდს ყოველთის ახასიათებდა ეს დაუმორჩილებლობის ინსტიქტი. გავიხსენოთ ფერგის პერიოდი. ბექემის გატეხილი წარბი,ლამის სიტიში გაშვებული რუნი,გუნდიდან გაგდებული პოგბა და მინდა გაგახსენოთ ყველას მისი სიტყვები. რომ არა გასახდელში კონტროლი,11 მილიონერი საიქოში გამისტუმრებდა,ახლა კი ყველამ იცის თუ რომელიმე გაცდება ჩემს კონტროლს,თავად გაემგზავრება იქ. აი ეს აკლია დღეს უნაიტედს და ამას არანაირი მწვრთნელების ცვლა არ უშველის საერთოდ. პოგბა ისევ ისერინებს მოედანზე,მარსიალი ისევ უხასიათოდ გამოვა და დაეზარება თამაში,ლინგარდი ისვე ის უნიჭო ლინგარდი იქნება,იანგი ვერასდროს ვერ ჩააწოდებს სწორად და ჯონსი და სმოლინგი ისევ იმ საშვალო დონის მცველებად დარჩებიან რაც არიან. რაშფორდს ისევ ექნება ამბიცია,რომ კვირაში 250000 იმსახურებს ხელფასს და აღარ გავაგრძელებ.
1
№7
ავტორი: ManchesterU
6 მაი 2019 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: Lalana
ერთხელ არ გაჭრა ამ ორ თავდამსხმელიანმა ტაქტიკამ,მეორეჯერ არ გაჭრა,მესამეჯერ არ გაჭრა,მეოთხეჯერ არ გაჭრა და მაინც იგივე ტაქტიკით გამოდიან.ყოველ ახალ შეხვედრაში ვფიქრობ რომ რაღაც ახალს იზამს,რაღაც სხვა ტაქტიკას შეიმუშავებენ და მაინც იგივეთი აგრძელებენ.ამ ორ თავდასხმელიან ტაქტიკაში კი საერთოდ ამოვარდნილია ფლანგის შემტევები და უტევენ ქაოსურად,არც იციან როგორ,ერთი-ორჯერ გაკეთდა ლამაზი გადაცემა და ეგ იყო,მერე მოკვდნენ.წინა სტატიაში კი დათომ სწორად აღნიშნა,როდესაც პოგბას შეუძლია რომ მარტივი გადაწყვეტილება მიიღოს და სწრაფადვე მისცეს თანაგუნდელს პასი კონტრშეტვის დასაწყებად,ორი საათი დგას და მოწინააღმდეგეს ეჯაჯგურება,ამასობაში კი მეტოქე მთლიანად ავსებს ზონებს.უკვე ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში მსგავსი მომენტი.ფეხბურთელებიც დამნაშავეები არიან და უმაქნისი სამწვრთნელო შტაბიც.შეიძლება ფეხბურთელებს დავაბრალოთ ერთი-ორი თამაშის ჩაგდება მაგრამ ასე მიყოლებით გუნდმა ასე ჩასვრილად ითამაშოს არამგონია მხოლოდ ფებურთელების ბრალი იყოს და ეს მარტივად დასანახია.სრულიად გუნდის არ მჯერა და თუ არ დაიწყებენ ძირეულ ცვლილებებს წესიერ ტექნიკურ დირექტორთან ერთად მაშინ ისეთივე წყალწაღებულები ვიქნებით.ოლეს მოსვლა კი გატუზოს მისვლას მაგონებს მილანში.გადააბა თავიდან მოგებები და ახლა ისევ ტრაკში არიან,იმედია ჩვენც მასე არ დაგვემართება.
მეტი რაღა უნდა დაგვემარათოს ძმა ტრაკში არააა მანჩესტერი თამაშები აღარ დარჩა თორე შეიძლება ევროპა ლიგაზეც ვერ გავსულიყავით
0
№8
ავტორი: ikeoni
6 მაი 2019 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelaze naklebad sheni bralia Rac xdeba
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
6 მაი 2019 17:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ახლა თუ რეალურად შევაფასებთ იმ მოგებების სერიის დროს რა ჩვენი ფეხბურთი კარგი იყო?არა.მაგრამ იძლეოდა იმედს რომ სწორი მიმართულებით მივდივართ მეტი არაფერი.მაშინ მესამე თამაში რომ მოვიგეთ დავწერე ეს უფრო ეიფორიის ბრალია და იმის რომ ყველა ამტკიცებს რომ მოუს ბრალი იყო და არა ჩვენიო.ხოდა დამაყარეს მაშინ ჩემს გამო ხალხი რეგისტრირდებოდა თურმე რო უცოდინარი ეძახათ.არ ვარ პროფესორი და ჭიპი არ მაქვს მოჭრილი ამ საქმეში მაგრამ არსებობს საღი ანალიზის უნარი არა?ხომ შეიძკება ფაქტებს დააკვირდე და არაა აუცილებელი შიდა სამზარეულოში აფათურებდე ხელებს ყოველდღე.მოუს წასვლამდე ვამბობდი რკინის ხელის არ მოვა აქ ვინმე და დამთავრებული იქნება მისი საქმეცთქო.ადამიანურად სულ ვუჭერდი მხარს ოლეს და ვუჭერ ახლაც მაგრამ თუ ამათ გაყრას არ ვერ შეძლებს მოურინიოზე უარესი ელის გინება და მერე გაგდება
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტი სახეზეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top