თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2019, 12:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1558,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" ფინალური შეთავაზება მეკარეს
კლუბს ესპანელის შენარჩუნება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ამ დრომდე აქტიურად განაგრძობს მოლაპარაკებას, კლუბის ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას წარმომადგენლებთან.

Mirror- ის მიერ გავრცელებული ცნობებით, "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტმა, ფინალური წინადადებით მიმართა დე ხეას, რომელიც შესაბამისად გაზრდილ ხელფასს და გაუმჯობესებულ პირობებს ითვალისწინებს.

ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 28 წლის კარის დარაჯი, "ოლდ ტრაფორდზე" კვირაში 410 ათას ევროს მიიღებს. ეს იქნება ის წინადადება რომლის გადახედვასაც ედ ვუდვორდი აღარ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2020 წელს ეწურება. მისი ყიდვის ერთ ერთი ფავორიტი კი ფრანგული "პსჟ" გახლავთ.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
6 მაი 2019 12:51
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
გიორგობას გილოცავთ ყველას ! რაც შეეხება დე ხეას, დიდი ალბათობით გავუშვებთ დავიდს, რაც ძალიან არ მინდა, აი პოგბა კი არამგონია სადმე გაუშვან. ჩემი აზრით სოლსკიაერი პოგბას გუნდის ლიდერობას შესთავაზებს, რაც ვერასდროს ვერც რეალში ვერც ბარსელონაში და ვერც იუვენტუსში ვერ იქნება, ნუ სადაც წასვლა უნდა და შესაძლოა წავიდეს ის კლუბები დავასახელე.
2
№2
ავტორი: datasta25
6 მაი 2019 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დეხეას ერთი კვირა მისცესო, კი ან არა, რო თურამე სხვა მეკარის ძებნა დაიწყოს, ისე კი ძაან გაწელილი ხელფასია ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრია 410 კვირაში მეკარისთვის, დეხეა ეხლა ისეთ სუტიაციაშია რო მგონია დარჩება მაინც, ვუდვორდის მიდგომა მომწონს, უფრო კატეგორიულები უნდა ვიყოთ და არავის არ ვეხვეწოთ!
2
№3
ავტორი: Dato kutaisi
6 მაი 2019 14:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: Svani
გიორგობას გილოცავთ ყველას !

მეტი რაღა ლიდერობა უნდა შესთავაზოს ოლემ მუხბე გაფიცებ ყველაფერს ა?რამე სტატუსი უნდა მიანიჭონ ამ ზარალ ფეხბურთელს?10 წლიან კონტრაქტებს თუ გაუფორმებენ არ ვიცი რო ჭორებმა ვერ იმოქმედოს პოგბა და დეხეაზე.უბრალოდ ძალიან არ მომწონს რამდენიმე რამ რაც გუნდში უაპელაციოდ განუხილველად ხდება.:
1. მარცხენა ფლანგი დავკარგეთ საერთოდ.კარგი ხედავ მარსიალი და სანჩესი ვერაა ფორმაში თუ ჯანდაბაში, ამ დროს მარცხენა ფლანგზე ყველაზე აქტიური კაცი რეშფორდი გიყენია 9ანზე.გამართლებულია ეს როცა ხედავ რომ 9ზეც კარგია ეს ბიჭი და ათამაშო,მაგრამ სადაა ამის კარგი თამაში?ამ დროს კი მარცხენა ფლანგი აღარ გაქვს მარჯვენა ფლანგთან ერთად.რა დედის ის უნდა ოლეს რო მოსინჯო ეს დედამინგრეული მარსიალი 9ზე და მარცხნივ დააყენო რეში.რა ფილოსოფია უნდა ამას?შეხედეთ მარსიალის გატანილ გოლებს, 80% 9ანის პოზიციიდან გააქვს მაშინაც როცა ან მარცხნივ დგას ან მარჯვნივ გადაიწევს.ეს რეში კიდე საერთოდ არ არის 9ანი მარა შესცა ოლემ მაინცდამაინც ამ პოზიციაზე.შედეგად ვერც რეში თამაშობს ვერც მარსიალი.ეს ლუკაკუ კიდევ მარჯვნიდან უფრო ეფექტურია მერამდენედ ვნახეთ მაგრამ არა.
2. ნებისმიერი ფეხბურთის ოდნავ მცოდნე დაინახავს რომ ცენტრში უპირატესობას ვკარგავთ სულ და ამის მიზეზი რიცხობრივი ნაკლებობაა უმეტესად.ნებისმიერ დროს შეტევისას თუ თავდაცვისას ცენტრში ვართ რაოდენობრივად ნაკლები.
3. თავდაცვისას საჯარიმოს მისადგომები მუდამ ღიაა და ნახევარმცველები ღრმად არიან დაცვაში,შესაბამისად საჯარიმოსთანაც უპირატესობა აქვს მეტოქეს.
4. ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს რაც მოურინიოს დროს,დაცვისა და წინა ხაზის შემაკავშირებელი რგოლი არ გვყავს.ეს წესით პოგბაა რომელიც იმის მაგივრად მარტივად და სწრაფად ამოდიოდეს უნდება ჭიდაობას.ორი პასი გააკეთა მხოლოდ გუშინ მარტივად წინ გრძელი,დანარჩენ სიტუაციებში ძიძგილაობაა და მეტი არაფერი.
5. გასაგებია რომ დეხეა ვერაა ფორმაში მაგრამ როცა დარტყმის საშუალებას ყველა პოზიციიდან აძლევ მეტოქეს შესაბამისად იზრდება შეცდომების შანსიც.
6. ვინც დააკვირდით სანჩესს ერთადერთი რაც გამოუდის ეგ ბურთის დაჭერა და პასია.ეს სავსებით ლოგიკურიცაა რადგანაც ასაკში ეს ჩემისა და ამხელა სამწვრთნელო შტაბი ვერ უნდა მიხვდეს ნეტა რომ ბურთის დამჭერი კაცი 2 გყავს გუნდში მატა და სანჩესი და ეს ხალხი ერთი მარჯვნივ რო დააყენო და ერთი 10ნზე, დაცვისას ან პოზიციური შეტევისას ცანტრს ბურთის ფლობაში რო დაეხმარება?მარცხენა ფლანგი მაინც იყო მოგვარებული და ახლა უკვე ისიც ბარდაგია.
ბოლოს: ბალანსი დაირღვა გუნდში და ვერაა ჩვენი გუნდი 3 ნახევარმცველით მოთამაშე.არ ყოფნის ამათ კლასი რომ 3მმა მართოს ცენტრი.ხოდა დაამატე ეს დედანაქაჩი ხო შეიძლება არა?
მოკლედ ტრაკში ვართ ტრაკში.ფელანმა კიდე უყუროს ახლა დამჟავებული სიფათით და ოლე კიდევ უმწიკვლო გამომეტყველებით თუ როგორ ვერ ვუგებთ ბოლო ადგილოსან გუნდს უპრინციპულეს მატჩს.მერე ისევ პოგბას ირგვლივ ავაშენოთ გუნდი და უფრო მაგარ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.პოგბა დაახვევს და წავა ახლა იქნება თუ ხვალ ჩვენ კი დავრჩებით მილანის დონეზე
1
№4
6 მაი 2019 14:13
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არსად არ წავა... დარჩება, აგერ ნახავთ )))
0
№5
ავტორი: Svanchester
6 მაი 2019 14:23
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Svani
გიორგობას გილოცავთ ყველას !

მეტი რაღა ლიდერობა უნდა შესთავაზოს ოლემ მუხბე გაფიცებ ყველაფერს ა?რამე სტატუსი უნდა მიანიჭონ ამ ზარალ ფეხბურთელს?

დავით მესმის შენი, ჩამოყალიბებულ ანალიზშიც სრულიად გეთანხმები, ბევრი შეუთავსებლობაა, გინდ ტაქტიკა აიღე და გინდ ნებისმიერი გათვლა, თითქოს ვართ გუნდი, რომელიც წინასწარი ანგარიშისთვის გამოდის მოედანზე, მაგრამ ერთი ცდომილებაა? ნუთუ ყოველი მატჩი უნდა იყოს წინასწარი ანგარიში რაც დავთმეთ? ყოველ მატჩში იგივე შეცდომები, იგივე ცდომილებები, იგივე ცხრიანზე რაშფორდი და არა მარსიალი, არანაირი ცდები რო იქნებ ამ ტაქტიკამ გაამართლოს, მივყვებით ერთფეროვნულ სვარკობას და ვემსგავსებით ისევ მოურინიოს ავტობუსს, გავიხსენოთ ოლეს მოსვლიდან მისი პრესკონფერენციები თუ ინტერვიუები, მან კარგად იცის გუნდის ფილოსოფია, იცის რა ისტორია აქვს იუნაიტედს და როგორი ფეხბურთით მოვდივართ, მე ვერავინ დამაჯერებს რო ოლეს არუნდა შემტევი ტაქტიკებით თამაში, მაგრამ პრობლემა მის ხასიათში მგონია, უფრო უნდა გახდეს მკაცრი, მეტი ემოციები დახარჯოს, მეტი მონდომება მეტი შრომა, და არა სათადარიგო სკამზე განუწყვეტლივ მომღიმარი სახით ჯდომა და ფეხი ფეხზე გადადება, არაა საჭირო განუწყვეტლივ ამ სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ფუსფუსი, მაგრად მგონია ფელანი იღებს ამ ტაქტიკებს, მაგრამდ მგონია რო აჯაბსანდალი კეთდება და ყველა რაღაცას ცდილობს შტაბში, კარგია დემოკრატია, მაგრამ ოლემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ყველაფერი, ჩასწორებები კი გაითვალისწინოს, პოგბასც მიეხედება და მარსიალის მჟავე სახესაც, აგრძნობინოს ყველას რო ჯერ იუნაიტედი და მერე დანარჩენი, ვისაც არ უნდა კარისკენ თითი ეგრევე? რა, არ დაუჭერს მხარს ხელმძღვანელობა? ოლეს დიდ პატივს ვცემ იმ მუხტის გამო რაც შემოიტანა, მაგრამ ჩემ კლუბს მინდა პიროვნულად ძლიერი სოლსკიაერი წვრთნიდეს, აცდა გუნდი ოლეს ნაწინასწარმეტყველევ ფილოსოფიას და ეს არის შეცდომა, დავკარგეთ შეტევის სურვილი და გადავედით უაზრო ტაქტიკებზე, სწორედ ეს არის დამღუპველი, არ არსებობს ერთი კონკრეტული არჩეული გზა და ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეც აკეთებს ზეგავლენას.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
6 მაი 2019 15:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
სვანი ძმა შეიძლება კონკრეტული გზის არჩევა ძნელი იყოს და ასე უცებ ვერ მიხვიდე იდეალურ კონდიციამე, მაგრამ საამისოდ უნდა ცადო სხვადასხვა ტაქტიკა ფორმაცია ყველაფერი უნდა ცადო.კაი მოგების პალასაზე როცა ზიხარ არ გინდა შეცვალო რამე მაგრამ როცა წაგებების პალასაზე დაჯექი მაშინ მაინც ცადე რამე სხვაგვარი.ან სად გაქრა მაღალი პრესინგი?ან სად გაქრა სისწრაფე?საერთოდ სად გაქრა ჟინი მოგებისა?რამდენჯერ უნდა ჩაისვარო ერთიდაიგივე შეცდომებით?პირველი გოლი რომ გავიტანეთ საერთოდ რეაქცია არ მქონდა და ჩემმა ცოლმა ჯერ მე გამომხედა და მერე ტელევიზორს ხო ნამდვილად მანჩესტერმა გაიტანაო და ვერ მიხვდა რატომ არ მქონდა რეაქცია.მაინტერესებდა გოლის მერე რას ვიზამდით და რა ვქენით?გაიღვიძა მოურინიოს სულმა და დადგა გუნდი.ზოგადად ძალიან გვიჭირს ცენტრში უფრო ვიდრე წინ ან უკან.ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ თუნდაც ამ შემადგენლობით არ შეგვიძლია ცენტრში უკეთესები ვიყოთ,უბრალოდ სიცხობრივი უპირატესობა გვჭირდება ჩვენ კი ცენზურათ ამ 3 თავდამსხმელიან ტაქტიკას და რა მოიტანა ამან?არაფერი.ცენტრი თუ შენია 1 თავდამსხმელითაც ძალიან კარგად მოიგებ და გაიტან.
ბოლოს.თუ ფელანი წყვეტს ამ ყველაფერს მაშინ ნაღდად არ მინდა ჩემს გუნდს წვრთნიდეს ჩმორი მწვრთნელი რომელიც თვითონ ვერ იღებს გადაწყვეტილებებს
0
№7
ავტორი: ikeoni
6 მაი 2019 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Savaraudod darcheba
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სულ არ გამიკვირდება რო წავიდეს

სულ არ გამიკვირდება რო წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top