"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ამ დრომდე აქტიურად განაგრძობს მოლაპარაკებას, კლუბის ესპანელი კიპერის დავიდ დე ხეას წარმომადგენლებთან.
Mirror- ის მიერ გავრცელებული ცნობებით, "წითელი ეშმაკების" მენეჯმენტმა, ფინალური წინადადებით მიმართა დე ხეას, რომელიც შესაბამისად გაზრდილ ხელფასს და გაუმჯობესებულ პირობებს ითვალისწინებს.
ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 28 წლის კარის დარაჯი, "ოლდ ტრაფორდზე" კვირაში 410 ათას ევროს მიიღებს. ეს იქნება ის წინადადება რომლის გადახედვასაც ედ ვუდვორდი აღარ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2020 წელს ეწურება. მისი ყიდვის ერთ ერთი ფავორიტი კი ფრანგული "პსჟ" გახლავთ.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.