თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2019, 21:39
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1383,
კომენტარები: 6
ერერა იმედს არ კარგავს
ესპანელი ოთხეულზე ისევ ფიქრობს.
ერერა იმედს არ კარგავს
ანდერ ერერას განცხადებით, მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგას იმსახურებს და იმედოვნებს, რომ ოთხეულში შესვლას მოახერხებს.

ესპანელი "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ გვერდს ესაუბრა: "ვაპირებთ, ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი "ჩელსის" ხელშია, მაგრამ ჩვენ კვლავ მოსაპოვებელი გვაქვს 6 ქულა. იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ლონდონელებთან გასულ კვირას საკმარისად კარგად ვითამაშეთ, რათა მოგვეგო, მაგრამ ამჟამად მიზნის მისაღწევად ორი მატჩიღა დაგვრჩა".

"ფეხბურთში ხანდახან გარკვეულ შედეგებს უნდა დაელოდო. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, დარჩენილი ორი თამაშის მოგებაა. პირველ რიგში გასვლა "ჰადერსფილდთან". გასულ სეზონში იქ ვერ მოვიგეთ, ასე რომ კარგი გამოწვევაა".

"ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდი ყოველთვის უნდა იყოს. ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ლიგაზე თამაში და ტიტულების მოპოვება "იუნაიტედის" ისტორიას შეადგენს".


"წითელი ეშმაკები" ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებენ, 3 ქულით ჩამორჩებიან "ჩელსის", 1 ქულით კი მეხუთეადგილოსან "მეთოფეებს". დარჩენილია ორი ტური და დიდია ალბათობა "მანკუნიანელები" ბოლო ექვს სეზონში მეოთხედ დარჩნენ ოთხეულსა და ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას მიღმა.

წყარო:Skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 მაი 2019 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Arada ramdeni shansi ver gamoviyenet ramdeni:((( dges totenhema kide waago....
0
№2
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რაღაც ძაან მენანება ეს კაცი, მარა მაქსიმუმ სკამისთვის უნდა იყოს გუნდში, ამის პოზიცია ცალსახად გასაძლიერებელია, არ ვიცი დაჯდება თუ არა სკამზე მარა ესეთი კაცი ძალიან მაგარი ფუფუნებაა
0
№3
ავტორი: kobinio
4 მაი 2019 22:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ტოტენჰემი რო 4 ულს მიღმა დარჩეს უნდა ვიცინო lol მანჩესტერმა უნდა მოიგოს და მერე თუ ევერტონმა გაიგიჟა თავი არაა გამორიცხული არაფერი,იქ კიდე ლესტერმა უნდა გადაკუზოს არსენალი და ეგაა ავშენდით სხვის ხარჯზე derphappycry
1
№4
4 მაი 2019 23:20
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ციტატა: kobinio
ტოტენჰემი რო 4 ულს მიღმა დარჩეს უნდა ვიცინო lol მანჩესტერმა უნდა მოიგოს და მერე თუ ევერტონმა გაიგიჟა თავი არაა გამორიცხული არაფერი,იქ კიდე ლესტერმა უნდა გადაკუზოს არსენალი და ეგაა ავშენდით სხვის ხარჯზე derphappycry

ლესტერმა გადაკუზა უკვე არსენალი, 3-0 მოუგო... ახლა ორი თამაში დარჩათ, ბრაიტონთან სახლში და ბარნლისთან გასვლაზე.

ბრაიტონი დარწმუნებული ვარ თავს შეაკლავს ხვალ... აი, ფრე თუ გააგორეს, მერე გადავუსწრებთ არსენალს და ისღა დაგვრჩება ტოტენჰემი-ევერტონის თამაშს ჩავუჯდეთ wink ევერტონმა თუ მართლა გაიგიჟა თავი და ტოტეს მოუგო, სასწაულის მომსწრეები გავხდებით, სასწაულის... am
0
№5
ავტორი: stepno
5 მაი 2019 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ლუკა ბერაია
ციტატა: kobinio
ტოტენჰემი რო 4 ულს მიღმა დარჩეს უნდა ვიცინო lol მანჩესტერმა უნდა მოიგოს და მერე თუ ევერტონმა გაიგიჟა თავი არაა გამორიცხული არაფერი,იქ კიდე ლესტერმა უნდა გადაკუზოს არსენალი და ეგაა ავშენდით სხვის ხარჯზე derphappycry

ლესტერმა გადაკუზა უკვე არსენალი, 3-0 მოუგო... ახლა ორი თამაში დარჩათ, ბრაიტონთან სახლში და ბარნლისთან გასვლაზე.

ბრაიტონი დარწმუნებული ვარ თავს შეაკლავს ხვალ... აი, ფრე თუ გააგორეს, მერე გადავუსწრებთ არსენალს და ისღა დაგვრჩება ტოტენჰემი-ევერტონის თამაშს ჩავუჯდეთ wink ევერტონმა თუ მართლა გაიგიჟა თავი და ტოტეს მოუგო, სასწაულის მომსწრეები გავხდებით, სასწაულის... am

მთავარია არსენალმა დაკარგოს ქულებიი დამიჯერეთ. მოკლედ დარწმუნებული ვარ ტყოტენჰემი წააგებს ევერტონთან უსერიოზულესი დანაკლისიაქვს ტოტეს სონიც გაუგდეს თან :დდდ ევერტონი ძალიან მაგარ ხოდზეაა და პრემიელიგის ბოლო თამაშს დიდი სიამოვნებით მოიგებენ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2019 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც იყვნენ ღირსები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top