თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2019, 17:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 14
ABC: რაიოლა უპირატესობას "იუნაიტედს" ანიჭებს
დე ლიხტის აგენტს ჰოლანდიელის "ბარსელონაში" ტრანსფერი არ სურს.
ABC: რაიოლა უპირატესობას
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის გადაბირებით უამრავი ტოპ კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც". როგორც ცნობილია, თავად დე ლიხტისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებაა, თუმცა რაიოლასთვის ეს ვარიანტი მისაღები არ არის, რადგან ფინანსური თვალსაზრისით, მას უკეთესი გეგმები აქვს.

ესპანური გამოცემა ABC-ი იუწყება, რომ ახალგაზრდა მცველის აგენტი ფეხბურთელის "ბარსელონაში" ტრანსფერის წინააღმდეგია. მას სურს, რომ ჰოლანდიელი "იუნაიტედში", "იუვენტუსში" ან "ბაიერნში" გადაბარგდეს.

მატეის დე ლიხტს ამსტერდამის "აიაქსთან" მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ცოტა ხნის წინ "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში ჰოლანდიურ კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველი Golden Boy-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელსაც იტალიური გაზეთი Tuttosport ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელს ყოველწლიურად აკუთვნებს.
ჭორები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
4 მაი 2019 17:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მვენიერი ვარიანტია დაცვის გაძლიერებისთვის.თან თუ ფულზე მიდგა საქმე ყველაზე დიდ თანხას რაიოლას ამ სამი გუნდიდან მანჩესტერი გადაუხდის,უბრალოდ თვითონ დე ლიხტი რამდემად იქნება თანახმა აქ გადმოსვლაზე ეგ უკვე სხვა საკითხია.არა და ეგ და ლინდელოფი კარგი წყვილი იქნებოდა.
0
№2
ავტორი: zaali87
4 მაი 2019 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი აზრით სანამ ფეხბურთელები მხოლოდ ფულის გამო აირჩევენ მანჩესტერს გუნდი წინ ვერ წაიწევს :) ალექს სანჩესია ამის ნათელი მაგალითი

საუკეთესო არჩევანი მგონია დელიხტი მანჩესტერისთვის თუმცა მხოლოდ ფულის გამო არ უნდა მოვიდეს გუნდში ... ამ პერიოდისთვის უკვე ბევრი გვყავს ფულის გამო მყოფი ფეხბურთელი გუნდში და იმიტომაა ტიტულს ტიტულზე რო ვიგებთ :)
3
№3
ავტორი: dybbuk
4 მაი 2019 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
აიოლა რა ჩათლახიცაა ყველამ ვიცით და ზუსტად მისი მიზანი რომ დელიხტი ჩვენთან მოვიდეს ქმნის იმის ილუზიას რომ ჰოლანდიელის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებლად დადგება ის დღე როცა სხვა გუნდში გადასვლის სურვილს გამოთქვამს, რაც ყელში ამოვიდა უკვე და ძალიან გამაღიზიანებელია. აგერ უკვე მთელი ბატალიონი ითხოვს წასვლას დეხეას და პოგბას მეთაურობით, ასე რომ თუ თვითონ ფეხბურთელს არ უნდა აქ მოსვლა, მისი ფულით დაკერვა არაფერს კარგს არ მოუტანს გუნდს, მაგარი ბიჭია და მჯერა დიდ ფეხბურთს ითამაშებს მაგრამ ფულის გამო აქ არავის მოსვლა გამიხარდება, ზუსტად მაგის გამოა რა დღეშიცაა დღეს გუნდი, რეალი არაფრით ჩამოუვარდება ფინანსურად იუნაიტედს მაგრამ პოგბას ეუბნება მაგდენს არ გადაგიხდი რამდენიც ეხა გაქვსო, ანუ ტიპს ისეთი მაღალი ანაზღაურება აქვს რომ დაჟე რეალიც უარზეა თუნდაც იგივე გადაუხადოს, ვუდვორდი კიდე მხოლოდ მარკეტინგული თვალსაზრისით ყიდულობს ხალხს და არა წმინდა საფეხბურთო წარმატებითვის. გუნდმა დაკარგა ფილოსოფია, სტილი, ხასიათი და შესაბისად აქციების ფასიც დავარდა ბირჟაზე. კი იძახის ოლე ბევრი აგენტი გვიკავშირდებაო ისაო ესაო და აგერ ვნახავთ ზქფხულში რა და როგორ იქნება, თვითონაც კარგად ხედავს ვინ როგორ და რის გამო თამაშობს ამ გუნდში და იმედია მებრძოლ და ღირსეულ ხალხს მოიყვანს, ვინც არამარტო ფულის გამო მოვა არამედ იმის შეგნებით რომ ის მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბშია რომელსაც ზურგს ისტორია და ტიტულები უმაგრებს და ამშვენებს(მსოფლიო დონის ბრენდობას რომ თავი დავანებოთ)
1
№4
ავტორი: David_Beckham7
4 მაი 2019 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ბიჭებო ჩემი აზრით მარტო ფული არ უნდა იყოს აქ მთავარი. ისეთი შემდგარი გუნდი როგორიც ბარსაა იქნება რიგითი კარგი ფეხბირთელი, მანჩესტერის დაცვა კიდევ რა დღეშია კარგად ვხედავთ მას აქ შეუძლია როგორც თავის თანამემამულე ლოვერპულში, ისევე ულოდეროს დაცვის ხაზს. ამ ჭორებს დიდად არ ვუსმენ ხოლმე მაგრამ იმედს მაძლევს ისაც რო აიაქსში ჩვენი კაცი გვყავს ვან დერ საარი და თუ სწორ რჩევებს მისცემენ ამ ახალგაზრდა ბოჭს სწორი არჩ3ლევანი ჩვენ ვართ
0
№5
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
საერთოდ არ მანაღვლებს ფულის გამო გადმოვა თუ ენთუზიაზმის გამო, მანჩესტერზე ჯვარი მაინც არავის არააქვს დაწერილი, პახოდუ ენთუზიასტები გუნდში აგენ ჯონსები და იანგებიც გვყავს მარა როგორც ხედავთ ამით არაფერი არ გამოდის, ამიტომ მოვიდეს ფულის გამო თუუნდა ლიჟბი ითამაშოს... ძაან მახატია გლეიზერები რამდენს დახარჯავენ ხელფასებში და რა დაუჯდებათ გუნდში ტრანსფერები, ჩემთვის მთავარია მანჩე იგივე ლეველს დაუბრუნდეს და მეოთხე ადგილებისთვის არ იბრძოლოს!
0
№6
ავტორი: zaali87
4 მაი 2019 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: David_Beckham7
ბიჭებო ჩემი აზრით მარტო ფული არ უნდა იყოს აქ მთავარი. ისეთი შემდგარი გუნდი როგორიც ბარსაა იქნება რიგითი კარგი ფეხბირთელი, მანჩესტერის დაცვა კიდევ რა დღეშია კარგად ვხედავთ მას აქ შეუძლია როგორც თავის თანამემამულე ლოვერპულში, ისევე ულოდეროს დაცვის ხაზს. ამ ჭორებს დიდად არ ვუსმენ ხოლმე მაგრამ იმედს მაძლევს ისაც რო აიაქსში ჩვენი კაცი გვყავს ვან დერ საარი და თუ სწორ რჩევებს მისცემენ ამ ახალგაზრდა ბოჭს სწორი არჩ3ლევანი ჩვენ ვართ


ბარსასთვის იდეალური შენაწენი იქნება იქიდა გამომდინარე რომ პიკე მალე დაასრულებს კარიერას და უმტიტის გაშვებას უპირებენ ძალიან ბევრს ტოვებს ტრავმების გამოო (დელიხტის შეძენის შემდეგ უმტიტს 100 % ტრანსფერზე აყენებენ) ...

ჩევნთვის რომ იდეალურია მაგას არც უნდა საუბარი უბრალოდ ფეხბურთელის სურვილიც უნდა იყოს რაც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა :) (ბლინდს თუ დაეკითხება მითუმეტეს :) )
0
№7
ავტორი: nika1983
4 მაი 2019 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
მინო დიდი მაფიო ზია და იცის თავისი კლიენტების დარწუნება, იმედია დელიხტი მან ჩესტერში გადმოვა ,თანაც მალე , რეალმა უკვე მოხიკა ყველანი
0
№8
ავტორი: bziki
4 მაი 2019 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბარსა რომც დაიკიდოს რაიოლამ იუვეს ვერ დაიკიდებს ბევრად უფრო განვითარდება იუვეში ვიდრე აქ.
გამორიცხულია ამის ტრანსფერი
ბარსამ შეიძლება ვერ მისცეს გარანტიები უეჭველ ძირითადზე რაც გადამწყვეტი ამბავია ეხლა დელიგტისთვის რო განვითარდეს მარა იუვე მისცემს მაგ გარანტიებს,ფული დამიჯერეთ აქ არ იმუშავებს.
და რაიოლა ვისაც მარტო ფულის ტომარა გონია გადახედოს მის კლიენტების რიცხვს და დონეს,ყველა ფეხბურთელი ბოლომდე ენდობა,ბოლომდე იცავს კლიენტის ინტერესებს,იგივე პოგბას აქედან წასვლა ამ ეტაპზე რაიოლას გადმოსახედიდან დროულია ისეთ ჩიხში ვართ რო საუკეთესო წლების გაფლანგვა ოთხეულში ბუქსაობისთვის არ ემეტება კაცს
0
№9
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რეალმა იოვიჩი ოფიციალურად გაიფორმა!
ბარსას დე იონგი რამდენი ახნია ნაყიდიყავს!
ჩვენ ჯერ ახლოსაც არ ვართ რომელიმე კონტრაკტთან rage
0
№10
ავტორი: JuanMata
4 მაი 2019 20:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბარსელონას ჰო რაღაც კონტრაქტი აქვს აიაქსთან, ექსკლუზიური უფლება აქვს ფეხბურთელებზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top