თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2019, 17:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1734,
კომენტარები: 17
სოლსკიაერის განცხადება მატასთან დაკავშირებით
ნორვეგიელს საკუთარ გუნდში ესპანელის დარჩენა სურს.
სოლსკიაერის განცხადება მატასთან დაკავშირებით
ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების ერთ ერთი კანდიდატი, კლუბის ესპანელი ნახევრმცველი ხუნ მატა გახლავთ, რომელიც ამ დრომდე ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ ახერხებს.

ფეხბურთელის შესახებ, კლუბის დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მატას დარჩენის მომხრეა.

"მატა შესანიშნავი ფეხბურთელია. გადამწყვეტი სიტყვა მასზეა, მან უნდა გადაწყვიტოს რას იზამს, მატამ კარგად იცის თუ როგორ ვაფასებ მას. შევხედოთ და დაველოდოთ მოახერხებს თუ არა ხუანი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. კარგი იქნება, თუ ის გუნდში დარჩება". - ციტირებს Sky Sports სოლსკიაერის სიტყვებს.

მიმდინარე კონტრაქტი მატას სეზონის დასასრულს ეწურება. ახალი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ესპანელი "ოლდ ტრაფორდს" უფასოდ დატოვებს.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
4 მაი 2019 17:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მგონი დარჩება მატაც და ერერაც
1
№2
ავტორი: Malboro463
4 მაი 2019 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ტოტნეჰემმა ვერ მოიგო. სონიც დაკლდება ბოლო ტურში.... ევერტონიც ცოტა ფორმაში შევიდა და არა გამორიცხული ბოლ ტურშიც ქულები დაკარგვინოს. არსენალს გასვლაზე ბარნლისთან ექნება სათამაშო და ჩელსის ლესტერთან. საინტერესო ბოლო ტური გველდება

ტოტნეჰემმა ვერ მოიგო. სონიც დაკლდება ბოლო ტურში.... ევერტონიც ცოტა ფორმაში შევიდა და არა გამორიცხული ბოლ ტურშიც ქულები დაკარგვინოს. არსენალს გასვლაზე ბარნლისთან ექნება სათამაშო და ჩელსის ლესტერთან. საინტერესო ბოლო ტური გველდება
1
№3
ავტორი: f.c.mu
4 მაი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
წამსვლელთა სიიდან მატა და ერერაზე დამწყდება გული
--------------------------------------------------------------------------------
-----------------
მომსვლელებიდან თუ ეგეთები არსებობენ
რაბიო და სანჩო მინდა მაგრად
0
№4
ავტორი: tornike9095
4 მაი 2019 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
წავიდეს ეს უპატრონო არაფრისგამკეტებელია
0
№5
ავტორი: zaali87
4 მაი 2019 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი აზრით მატაც და ერერაც უნდა დარჩნენ გუნდში თუმცა იმ ხელფასებს რასაც ითხოვენ თუ დაეთანხმება გუნდი უფრო არებს გუნდში სიტვაციას !

მატას ხელფასი 160 000 ფუნტია კვირაში და ითხოვს 200 000 ფუნტს (და ხანგრძლივ ხელშეკრულებას) ფეხბურთელს რომელსაც კარიერის პიკი უკვე გამოვლილი აქვს არ შეიძLება ითხოვდეს უფრო მეტს ვიდრე კარიერის პიკზე ყოფნის დროს !

ერერას ხელფასი 115 000 ფუნტია კვირაში და ითხოვს 200 000 ქუნტს და მინიმუმ 3 წლიან ხელშეკრულებას რაც მატასი არ იყოს საკმაოდ არასწორი მოთხოვნაა ...

მესმის ის ფაქტი, რომ კლუბია ამ ყველაფერში დამნაშავე ხელშეკრულებები წინა წელს უნდა გახანგრძლივებულიყო და ესეთი სიტვაცია აეცილებინა თავიდან თუმცა ამ ფეხბურთელებისთვის ხელფასის გაზრდა იქნება მიზეზი გუნდში სიტვაციის არევისა ...

დღესდღეისობით გუნდში 60 % მეტი მეხბურთელი ხელფასის მატებას ითხოვს და ეს სასაცილოა თუ გავითვალისწინებთ შედეგებს რასაც აღწევენ :) ... როგორ შეიძLება ეშლი იანგს ქონდეს კომპანის და ბერნარდო სილვას ოდენობის ხელფასი :) :) :)

ამ ორი ფეხბურთელის გაშვებით (ერერას და მატას) გუნდი დააფიქსირებს იმას რომ მანჩესტერში მხოლოს ფულის გამო არ უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი ... ასევე უნდა გაუშვან სანჩესიც და ამ ხელფასების თემას ცოტა დაალაგებენ გუნდში :

ლიკი გუნდში არსებული ხელფასებისა :) :

https://www.spotrac.com/epl/manchester-united-f.c/payroll/
0
№6
ავტორი: 100%Red
4 მაი 2019 17:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ისე მიდის საქმე ასე მგონია ბურთები გადაწყვეტს ყველაფერსდა მანდა არ ვიცი რა გვეშველება.... no
0
№7
ავტორი: shotkin
4 მაი 2019 18:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაცარუნდა უკმაყოფილო იყო მატათი ამ ეტაპზე სანამ გუნდში ჯესი ლინგარდი და რამდენიმე მისნაირი მუქთახორაა მატას წასვლა როგორ უნდა ინატრო? ჯერ გაუშვან უფრო უარესები
2
№8
ავტორი: tornike9095
4 მაი 2019 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
bazariaraa shotkin
0
№9
ავტორი: datasta25
4 მაი 2019 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ლინგარდიც არუნდა იყოს მესმის მაგრამ, თუ მატა და ერერა მომავალ წელს სკამზე უნდა იყვნენ, თუ სკამზე იქნებიან რასაც ითოვენ ელფასს არ ეკუთვნით, თუ სკამზე არიქნებიან ეგ უფრო დიდი კატასტროფა იქნება იმიტო რო გამოვა რო გუნდი არ გაძლიერდა ისე როგორც საჭიროა, ამიტომ საერთოდ ვერ ვხედავ 31 წლის მატას გუნდში ყოფნის აუცილებლობას, მითუმეტეს მის გამო რაღაც დათმობებზე არუნდა წავიდეს გუნდი, შესთავაზოს სტანდარტული კონტრაქტი და თუ არუნდა წავიდეს, მატას და ერერას პოზიციებზე მაინც ახალი ტიპები არიან მოსაყვანი, ამიტომ მატი წასვლით ტრაგედია არ შეიქმნება 100%ით დარწმუნებული ვარ.
1
№10
ავტორი: bziki
4 მაი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერერა კაი მიდის პესეჟეში აძლევენ რასაც ითხოვს მარა მატა სად მიდის ეგ გამაგებინოს ამაზე უკეთეს პირობებს ვინ თავაზობს?
ერერა ფაქტიურად წასულია მატაც მიაყოლონ და დეხეას თუ უნდა წასვლა ეგეც გააყოლონ
მაგრა მაინტერესებს რა მოხდება ზაფხულში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top