თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2019, 16:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1669,
კომენტარები: 10
ნევილი: "იუნაიტედმა" "სიტისგან" მაგალითი უნდა აიღოს"
გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემის გადაჭრის გზას სთავაზობს.
ნევილი:
გარი ნევილის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტისგან" მაგალითი უნდა აიღოს და მცეველებზე დიდი თანხა უდნა დახარჯოს.

პეპ გვარდიოლამ მცველებზე 130 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა და გუნდში ვოლქერი, მენდი და დანილო მოიყვანა. გარის აზრით, "იუნაიტედს" თუ პრობლემის გადაჭრა სურს ზუსტად იგივე უნდა გააკეთოს.

როგორც ცნობილია, ოლე გუნარ სოლსკიაერი მარჯვენა მცველის მოძიებას ეცდება, რადგან ანტონიო ვალენსია კლუბს ზაფხულში ტოვებს.

"არ ვიცი რატომ აქვს "იუნაიტედს" ასეთი პრობლემები მარჯვენა მცველთან დაკავშირებით. მცველს 15 მილიონ ფუნტად ვერ შეიძენ. ბოლო წლების განმავლობაში 100 მილიონ ფუნტამდე აქვთ დახარჯული სწორი მცველის ძიების ცდაში."

"სიტიმ" ძალიან ბევრი დახარჯა სამივე მცველის შესაძენად. შესაძლოა, "იუნაიტედმა" უკეთესი გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოს სწორი ფეხბურთელების შესაძენად და 40 ან 50 მილიონი ფუნტი გამოყონ თითოეული მცველისთვის, რადგან, საბოლოოდ, მაინც დიდ დანახარჯზე ადიან და არანაირი შედეგი არ აქვთ."

"ეშლი იანგს უბრალოდ ვერ გავაკრიტიკებთ. მას მოუწია მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში, შემდეგ მარცენა მცველის, შემდეგ მარჯვენა ვინგერად, ისევ მარცხენა ფლანგზე, ოღონდ ვინგერად... ის ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს, მაგრამ ის მარჯვენა მცველი არ არის! ანტონიო ვალენსიამაც კარგად ითამაშა ამ პოზიციაზე, მაგრამ ისიც მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ბევრად უფრო უკეთესია,"
- დაასრულა გარი ნევილმა.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 მაი 2019 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგ პოზოციას უეჭველი გააძლიერებენ
0
№2
ავტორი: David_Beckham7
3 მაი 2019 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სწორია რა. ძუნწი ორმაგად იხდისო, ყოველ წელს წუწუნს ჯობია მეტი გადაიხადო და ნამდვილად კარგი გამართლებული ფეხბირთელი მოიყვანო
0
№3
ავტორი: datasta25
3 მაი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ნუ ყველა ვთანხმდებით, რო მართალია, დარწმუნებული ვარ თვითონაც იციან და არ მგონია ამ ფანჯარამ დაცვის გაძლიერების გარეშე ჩაიაროს
0
№4
3 მაი 2019 19:20
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
მარჯვენა მცველი აუცილებლად მოსაყვანია. მე პირადად, კიმიხი მომწონს ყველაზე მეტად. ნუ რთული შესაძენი ნამდვილად იქნება, ბაიერნი მაგას არავის დაუთმობს მარტივად.

და ხო კიდევ... ფოსუ-მენსა რო გვყავს, ეგ მაგარი პერსპექტიული ბიჭია, არენდით განათხოვრებულია ფულემში, მომავალი სეზონიდან უნდა დავიბრუნოთ.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
3 მაი 2019 21:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
გამაგიჟებენ ესენი ნაღდად რა.რას ეწევით თქვე ჩემაალებო ნეტავ.დალო რისთვის იყიდეთ მარჯვენა შემტევად რო მოგესინჯათ 20 წლის ბიჭი?ვინგერებს მცველებად აყენებთ და მცველებს შენტევებად და მერე წუწუნებთ არ გვყავსო მარჯვენა მცველიო.ეს დედანატირები შოუს სტაბილირად რო არ თამაშობდა საშინელება იყო,მიეცა დრო და ათამაშდა ხო?რო შეეცით ამ იანგს და თან აკაპიტნებთ,დააყენეთ ეს დალო ათამაშეთ 4-5თამაში გადაბმულად მარჯვენა მცველზე და ნახეთ რას შვება.მარჯვენა თავდამსხმელად გვიყიდა აბა თავის პოზიციაზე არ დაუყენებიათ არასდროს პრაფესორებით არის სავსე ეს გუნდი თავისი ამ გამოქლიავებული ძალად ექსპერტი ძველი გვარდიით რა.მთელი სეზონის უთამაშებელი დარმიანი ჯობია დალოს დავიჯერო?ხოდა კიდე იყიდეთ ვინმე ამ დროს ფოსუ მენსა აფრიკაში გაანათხოვრეთ.კაროჩე ტრაკში ვართ რა
1
№6
ავტორი: Benny
3 მაი 2019 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
500 მილლიონი მაინც უნდა დაიხარჯოს. გუნდს დიდი და ყოვლისმომცველი ცვლილებები სჭირდება
0
№7
ავტორი: JuanMata
4 მაი 2019 01:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვან გაალის და მოურინიოს მწვრთნელობის დროს 600-700 მილიონი სულ მცირე დაიხარჯა. რა შედეგი გვაქვს? ისევ ამდენის დახარჯვა გვჭირდება. დახარჯვა გჭირდება აუცილებლად, მაგრამ თუ სწორად ვერ ხარჯავ არ აქვს არანაირი შედეგი.

სიტიმ ყველაზე დიდი თანხა 70 მილიონი გადაიხადა ლაპორტში, დანარჩენი ფეხბურთელები დღევანდელი ფასებით კაპიკებში ყავს ნაყიდი.
მარცხენა მცველის პრობლემა დღემდე ვერ მოაგვარა, მაგრამ დიდად არაფერი ეტყობა გუნდს. არც ერთი ვინც იქ თამაშობს მარცხენა მცველი არაა.

ერთ რამეს არ ითვალისწინებენ, როცა წერენ რომ აი სიტის და ლივერპულს ჰყავს ტოპ ფეხბურთელები, ჩვენ არა. ეს ახლა თამაშობენ ის ფეხბურთელები ტოპ დონეზე, თორემ ყიდვის მომენტში, სანეც ისეთივე პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, რომელიც ან გაამართლებდა, ან არა როგორც მარსიალი, ან დეპაი.
ჩვენც ვიყიდეთ პერსპექტიული მცველები, ბაიი, ლინდელოფი, უკვე შემდგარი მცველი ბლინდი, ასევე შემდგარი და ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი მცველი დარმიანი. იგივე ლუკ შოუ, რომელსაც ოლეს მოსვლამდე მოედანს არ აკარებდნენ. გვყავდა ჟოსე თქმით "საუკეთესო მარჯვენა მცველი" - ვალენსია, ინგლისის იმედი - ჯონსი და სმოლინგი. ოტამდენდი და სტოუნსი რომ გვეყიდა, გაუვალი დაცვა გვექნებოდა?

ორი ვარიანტია, ან იდიოტებითაა სავსე კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, ჩვენთან ყველა რეგრესირებს და ვერ ვიყენებთ ნორმალურად ფეხბურთელებს, ან ისევ ხელმძღვანელობა და საკუტები არიან იდიოტები, რომ ვერ არჩევენ ნორმალურ ფეხბურთელს, ან ისეთს, რომელიც ჩვენს სტილში ჩაჯდება (ოღონდ არანაირი სტილი ჩვენ არ გაგვაჩნია).

ასე რომ ამ ფულების უაზროდ ტრიალს ჯობია მიხედონ იმას, რაშიც აშკარადაა პრობლემა. ფიფა და პესი არაა ეს, რომ დაიმატო ფეხბურთელი მაღალი სტატებით და აიწყო მარტივად ცხოვრება.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2019 12:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata

გეთანხმები 100% მაგას ვამბობ რამდენი ხანია, სწორი ტრანსფერები ვერ კეთდება როგორც ჩანს, ან მართლა ყველა აქ ფუჭდება.
0
№9
ავტორი: stepno
5 მაი 2019 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დათარსულები ვართ აშკარად. 200 მლნ ვიხდით ფეხბურთელებში და აქ რო მოდიან ესე უხეშად რო ვთქვათ ი*ვავენ
0
№10
ავტორი: kaizerstein
5 მაი 2019 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ციტატა: Dato kutaisi
გამაგიჟებენ ესენი ნაღდად რა.რას ეწევით თქვე ჩემაალებო ნეტავ.დალო რისთვის იყიდეთ მარჯვენა შემტევად რო მოგესინჯათ 20 წლის ბიჭი?ვინგერებს მცველებად აყენებთ და მცველებს შენტევებად და მერე წუწუნებთ არ გვყავსო მარჯვენა მცველიო.ეს დედანატირები შოუს სტაბილირად რო არ თამაშობდა საშინელება იყო,მიეცა დრო და ათამაშდა ხო?რო შეეცით ამ იანგს და თან აკაპიტნებთ,დააყენეთ ეს დალო ათამაშეთ 4-5თამაში გადაბმულად მარჯვენა მცველზე და ნახეთ რას შვება.მარჯვენა თავდამსხმელად გვიყიდა აბა თავის პოზიციაზე არ დაუყენებიათ არასდროს პრაფესორებით არის სავსე ეს გუნდი თავისი ამ გამოქლიავებული ძალად ექსპერტი ძველი გვარდიით რა.მთელი სეზონის უთამაშებელი დარმიანი ჯობია დალოს დავიჯერო?ხოდა კიდე იყიდეთ ვინმე ამ დროს ფოსუ მენსა აფრიკაში გაანათხოვრეთ.კაროჩე ტრაკში ვართ რა

მართალია, სრულად გეთანხმები 100%

სტილზეა სამუშაო პირველ რიგში. უნდა გვქონდეს საკუთარი სტილი, მაგალითად როცა ოლე მოვიდა პირველი თამაშიდან უკვე გამოჩნდა სტილი, ყოველ შემდეგ თამაშზე ბურთს აგირებდენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, პრესინგსაც თამაშობდნენ, ინდივიდუალურად გაიხსნა ყველა...ყველამ თავისი თავი ნახა კლასი დაინახა ხალხმაც, 1:0 შემდეგ 2:0-ზე ვთამაშობდით, მერე მესამე გოლზეც ერთი წამითაც უკან არ ვიხევდით... აი ბოლოს აირია სიტუაცია და ამის გამოსწორებაა საჭირო და ეს მგონია პოგბაა, გაყიდონ და ყველა დაისვენებს! პოგბა 90% ბურთს კარგავს, სტატისტიკა ნახეთ პასზე მეტი ბურთი აქვს დაკარგული ბოლო თამაშებია. მომავალი სეზონიდან გვეშველება ოლეს ვენდობი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top