"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდება. თუ "წითლებს" ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსის შენარჩუნება მაინც სურთ, მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხონ. პოლ მერსონის აზრით, "ეშმაკები" ამ თამაშის მოგებას თავისუფლად შეძლებენ.
"მახსოვს გასული სეზონი, მაგრამ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" ამ მატჩის მოგებას ძალიან მარტივად შეძლებს. ყველა ნებისმიერი შედეგი, რომელიც 4-0-ზე ნაკლებია, ყველასთვის იმედგამაცრუებელი იქნება. ეს გუნდი "იუნაიტედმა" დიდი ანგარიშით უნდა დაამარცხოს."
"მაგრამ ისინი საკუთარი თავის შენარჩუნებას 90 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებენ. გასულ კვირას ძალიან იმედგამაცრუებელნი იყვნენ, ეს ის "იუნაიტედი" არ არის, რომელიც მე მახსოვს. იმედია, ამ ტურში სულ სხვა "იუნაიტედის" ხილვას ველოდები."
პოლ მერსონის პროგნოზი: "ჰადერსფილდი" 0-4 "მანჩესტერ იუნაიტედი".