ოლე გუნარ სოლსკიარმა "ჰადერსფილდთან" მატჩის წინ გუნდის სიახლეებზე ისაუბრა. ოლე გუნარმა ერიკ ბაიი გაამხნევა, რომლისთვისაც სეზონი დასრულებულია და ვერც აფრიკის თასის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა ვარჯიშებზე მარკუს რეშფორდი დაბრუნდა, რომელსაც გასულ მატჩში "ოლდ ტრაფორდის" დატოვება მხრის ტრავმის გამო მოუწია. შანსი შეიძლებოდა მისცემოდა აკადემიელ მეისონ გრინვუდსაც, რომელიც შეტევაში შესანიშნავი არჩევანია, თუმცა მცირედი დაზიანების გამო, სავარაუდოდ, 17 წლის ფეხბურთელი მატჩს კვირას ვერ ჩაატარებს და ის მზად "კარდიფისთვის" იქნება.
"ერიკ ბაიი ყველაზე მეტად ცდილობდა პოზიტივის შენარჩუნებას. ჩვენ ყველას გვეშინოდა და, რა თქმა უნდა, მასაც. როცა ასეთ ტრავმას იღებ შეიძლება, რომ ცხრა ან 12 თვის გამოტოვება მოგიწიოს, გეშინია, რომ ყველაზე უარესი მოხდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის წინა სასეზონოდ მზად იქნება, რაც კარგი ამბავია."
"კიდევ არის მცირედი დაზიანებები, ზუსტ რიცხვს კი კვირას დილას შემოგთავაზებთ. მეისონ გრინვუდმა ამ კვირას ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ტრავმა მაინც აწუხებს, სამწუხაროდ."
"ვიმედოვნებდით, რომ ბოლო ორ მატჩში მაინც შეძლებდა თამაშს, მაგრამ - უშედეგოდ. იმედია, "კარდიფთან" დაგვიბრუნდება."
"რაც შეეხება მეკარის პოზიციას, სერხიოს გუშინ ტრავმა ჰქონდა და ვერ ივარჯიშა. მას მუხლი აწუხებს. დავიდი მთელი კვირა ვარჯიშობდა, ძალიან კარგ ფორმაშია და აუცილებლად ითამაშებს."
"ის ამ სეზონში ფანტასტიკური იყო. მას არაერთხელ მოუწია თქვენი კრიტიკის გამკლავება და არც ახლა გაუჭირდება. დავიდი კვირისთვის მზად არის."
კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ჯესი ლინგარდი "ჩელსისთან" მატჩში არ იმყოფებოდნენ და "იუნაიტედს" მეტოქის დამარცხებაში ვერ დაეხმარნენ. როგორც პრესა იუწყება, მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერც რომელუ ლუკაკუ შეძლებს.
მატჩის წინ, პრესკონფერენცია
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.