თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2019, 11:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1294,
კომენტარები: 19
მოურინიო: "მე ისეთი პირობები მჭირდებოდა, როგორიც კლოპსა და პეპს აქვთ"
მოურინიოს თქმით, "იუნაიტედში" მისი წარუმატებლობის მიზეზი არასაკმარისი ნდობაა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მას, განსხვავებით პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპისგან, "მანჩესტერ იუნაიტედში" საკმარისი დრო და საშუალება არ მიეცა თავისი ხედვის განსახორციელებლად.

პორტუგალიელმა "ოლდ ტრაფორდზე" ორწელიწადნახევარი გაატარა. "ლივერპულთან" 3-1 ანგარიშით დამარცხების შემდეგ კი კლუბმა გაათავისუფლა.

"მსურს, რომ წავიდე ისეთ კლუბში და შემიქმნან ისეთ პირობები, როგორც ეს პეპს და იურგენს ჰქონდათ. თუ შეხედავთ "ლივერპულის" პირველ გუნდს, ნახავთ, რომ კლოპის მოსვლის დროს ამ ბიჭებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო "ენფილდზე". რაც შეეხება პეპს, მას მცველები არ მოსწონდა და იმ ზაფხულშივე ოთხი მცველი შეიძინეს."

"როცა მათ შეიძინეს კლაუდიო ბრავო და მისით პეპი კმაყოფილი არ იყო, შემდეგ ზაფხულში კიდევ ახალი მეკარე შეიძინეს და "ეტიჰადზე" ედერსონი გადაბარგდა."

"იურგენმა "ენფილდზე" უკვე სამწელიწადნახევარი გაატარა, ჯერ აბსოლუტურად არაფერი არ მოუგია და მას მაინც ენდობიან, მის მიმართ მაინც აქვთ ნდობა და კლოპს აქვს პირობები, რომლებიც გაგრძელების საშუალებას აძლევს."

"როცა ახალ კლუბს ჩავიბარებ, პირველი, რასაც კონტრაქტზე მოლაპარაკებისას გავარკვევ იქნება ის, რომ კლუბმა შესაბამისი დრო და პირობები მომცეს ჩემი ხედვის დასანერგად."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Vaskaa
2 მაი 2019 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
მომენტი როცა 100% მართალია.

მომენტი როცა 100% მართალია.

მომენტი როცა 100% მართალია.

მომენტი როცა 100% მართალია.

მომენტი როცა 100% მართალია.
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
2 მაი 2019 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2249
რასაც ამბობს მართალია ორო აზრი არაა.დრო რო გავა უფრო გამოჩნდება კიდევ.მაგრამ მაინც არ იყო მანჩეს შესაფერისი მწვრთნელი მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ის მოიყვანეს გუნდის კრიზისიდან ამოსაყვანად და რა ქნეს?ვინც უნდოდა თვითონ ის არ მოუყვანეს იმიტომ რომ მარტო მუშა ფეხბურთელობაარამარჯეტინგულია და მხოლოდ სახელებით შეიძლებაო ფულოს შოვნაო ბოსებმა.მახსოვს სადიო მანე რო იყიდებოდა აქაც იწერებოდა ეს სოტონის დონეა მეტი არაფერიო ვითომ სოტონიდან არ გვეყიდოს შოუ.სალაჰი ვინ ჩემი ფეხები იყო,ვილიანზე ცენზურა არ გაანძრიეს,მიკინკოვიჩ სავიჩს პოგბა ათასჯერ ჯობიაო და ერთი პოვბა გვადგება ჩვენ და დასეირნობს და მეორე სავიჩი იკლავს თამაშისას თავს.პერიშიჩი ჭ კლასი იყო და რად გვინდა მარცხენა ფლანგზე ამდენი გვყავსო და რეალურად აღარავინ გვყავს.მოკლედ სანამ ისევ ამ სახელებს და გაპიარებულ ფეხბურთელებს ვეძებთ მანამდე აიაქსი ატკეტიკო ბენფიკა ბარსა თავიანთ აკადემიებში ვუნდერკინდებს ზრდიან ჩვენ კი რეში ლინგარდი და სკოტი გვყავს.გადააბი ერთმანეთს და 1 კაი ფეხბურთელი არ გამოვა.ხშირად ვუყურებ ბავშვთა აკადემიების შეჯიბრებებს და რა ბავშვები ყავთ ზემოთ ჩამოთვლიკ გუნდებს შეგშურდება კაცს.
0
№3
ავტორი: bziki
2 მაი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1415
Pogbam sheiwira, an es unda wasuliyo an pogba.
Dzalian cudi precendenti moxda.
Saertod rato datoves bolos tu ar endobodnen egaa yvelaze didi gamocana, kacs nagavi dautoves da zarmaci buntavchikebi tan shedegs txovdnen
Jozemac bevri daashava mara gantevebis vacad ro gamoiyvanes eg martla sasacilo iyo, 10 tamashi gaqaches marto vitom igrokebma da mere isev wamowola moundat.
Am gundshi ro gvardiola movides 90%gayris Im 10%skamze dasvavs. Es gundi araa ripebs sirbili ezarebat ras qvia virbinoto
0
№4
ავტორი: Jadon sancho
2 მაი 2019 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ისე ძმებო რაც შევატყვე არანაირი ტაქტიკა და მონახაზი არ აქვს სულშერს. დასაწყისში ის კარგი შედეგები ფეხბურთელების დამსახურება იყო და არა ოლესი. უბრალოდ ყველას უნდოდა ახალ მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ.
0
№5
ავტორი: bziki
2 მაი 2019 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1415
Magrad daiwyo shedegic qonda, sheiqmna shtabechdileba ro ufro metis resursi gvqonda Arada imis resursi ar iyo Rac shedlo jozem.
Aq ro vidaxdi Manchesteris donis marto 4 kacia metqi ras ambob am gundit fergi tripletebs moigebdao
0
№6
ავტორი: stepno
2 მაი 2019 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4302
არასოდეს არ ვიტყვი რომ ეს ჩმოურინიო მართალია და არასწორი იყო პანღური რო ამოარტყეს. ტიპი უსაზიზღრეს ფეხბურთს ათამაშებდა მანჩესტერს და ვის რათ უნდა ამისი ხედვა და ავტობუსიი??? ესაა მართალიი?? რა პირობებიც გინდა შეექმნათ მაინც ავტობუსი და მახინჯი ფეხბურთის მატარებელი იქნებოდა და ამაზე გული როგორ გწყდებათ?? ეხლაც გახარებული ვარ ეს რომ მოაშორეს.
2
№7
ავტორი: bziki
2 მაი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1415
Aha moigon tripletebi
0
№8
ავტორი: giorgi_mg
2 მაი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1413
ციტატა: Jadon sancho
ისე ძმებო რაც შევატყვე არანაირი ტაქტიკა და მონახაზი არ აქვს სულშერს. დასაწყისში ის კარგი შედეგები ფეხბურთელების დამსახურება იყო და არა ოლესი. უბრალოდ ყველას უნდოდა ახალ მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ.

ახალი ცოცხის ვარიანტია ანუ? ჯერ ადრე ხომ არ არის ასეთი შეფასებები ოლეზე?!
ოლე არის გამოუცდელი ასეთ დონეზე, უამრავი კომპლექსი და შიში ექნება, ვფიქრობ უნდა ვაცადოთ, გასაგებია რომ დავიღალეთ და ყელშია უკვე, მაგრამ სხვა გზა აღარ არის, დაინიშნა ოლე და დავუდგეთ გვერდში. დაველოდოთ ზაფხულს, გამოჩნდება ვის იყიდის და იქიდან გამომდინარე მივხვდებით რისი შექმნა უნდა და რაზე აკეთებს ორიენტაციას.
0
№9
ავტორი: bziki
2 მაი 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1415
Sulsheri xo glijavs

Komentars ar mawerinebs ra shlis naxevars
Am naxirit ra shemtevi fexburti unda atamashos vinmem Evertoni gagunavs burts tavze ra sulsheris shemtevi fexburti.
0
№10
ავტორი: Svani
2 მაი 2019 13:44
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2782
მოურინიო არის მწვრთნელი რომელიც უდავოდ ბევრ სპეციალისტზე მაღლა დგას. ტოპ კლასის სპეციალისტია და მე პირადად მაქვს ამ კაცის მიმართ სიმპათიები და პატივისცემა იქიდან გამომდინარე რა შედეგებიც დადო ყველგან სადაც წავიდა. თუმცა, იუნაიტედში არუნდა დანიშნულიყო ეს კაცი, კლუბის ფილოსოფიას არ ეთავსებოდა უბრალოდ და მეტი არაფერი, იუნაიტედი ხალხს დაცვითი ავტობუსებით არ შეჰყვარებია და მოურინიოც ვერასდროს შეძლებდა ეს კლუბი გადაესხვაფერებინა, დანარჩენი მართალია, როდესაც ნდობა არ გაქვს შესაბამისად ვერაფერს აკეთბ, კი გვარდიოლას სიტი დაფრინავს მაგრამ ტიპმა ვისაც ხელი დაადო ყველა უყიდეს, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ პეპი მოურინიოზე ტაქტიკურად ჭკვიანი და ქარიზმატულია. ყოველთვის ვუგულშემატკივრებ მოუს ოღონდ ჩემ გუნდში მის ხილვას სათამაშო სტილის გამო აღარასდროს არ ვისურვებდი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
29 ოქტომბერი 2019, -
ჩელსი
იუნაიტედი
ლიგის თასი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
ჩელსი29 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლივერპული1
პრემიერ ლიგა
6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top