თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2019, 11:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1643,
კომენტარები: 9
"ის პოლ სქოულზს მაგონებს"
აგენტი, რომელმაც რონალდუს ყიდვაში მონაწილეობა მიიღო, "წითლებს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენას ურჩევს.
საფეხბურთო აგენტმა ჯიოვანი ბრანჩინმა განაცხადა, რომ ნიკოლო ბარელა მას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას პოლ სქოულზს ახსენებს.

ბრანჩინს "იუნაიტედთან" ადრეც ჰქონია შეხება. სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი 2003 წელს კრიშტიანო რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგებაში.

ამჟამად იტალიელი უფროსი აგენტია, რომელიც კაფუს, კოშტასა და ნაკატას წარმოადგენდა. სწორედ მისი დამსახურებაა ასევე ფაბიო კაპელოსთვის ინგლისის ჩაბარება და პეპ გვარდიოლას "ბაიერნში" გადაბარგება.

ამჟამად კი ბრანჩინი ბარელას აქებს და ყველანაირად მოუწოდებს "იუნაიტედს", რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი შეიძინონ.

"ის დაუჯერებელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია მისი თავი სქოულზს მახსენებს და ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან, ძალიან კარგი იქნება."

ბარელამ იტალიაში მშვენიერი სეზონი ჩაატარა და "კაგლიარის" გუნდს სატურნირო ცხრილის შუა პოზიციაზე მოხვედრაში დაეხმარა.

22 წლის ფეხბურთელს ხშირად წარმოუდგენია თავისი გუნდი კაპიტნის რანგშია. ის ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და მის ერთ-ერთ მთავარ იარაღს გრძელი პასები წარმოადგენს, რის გამოც ბრანჩინი მას სქოულზს ადარებს. მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, 22 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიკავა მუდმივი ადგილი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: mishiko1
2 მაი 2019 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
კი ნამდვილად კარგი ბიჭია მაგრამ ჩვენ უკვე შემდგარი და ჩამოყალიბებული ძლიერი მოთამაშეები გვჭირდება.
1
№2
ავტორი: stepno
2 მაი 2019 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არვიცი რაიქნება რაა. ლიგაზე თითქმის 100% გადაწყვეტილია რომ ვერ შევალთ. ფულით თუ მოვიზიდავთ ვარსკვლვებს რაც უტდ-ს არასოდეს გაუკეთებია და ალბათ არც გააკეთებენ იმას რომ მილიარდები დახარჯონ ეს მანჩესტერია და არა პსჟ. ამიტომაც გაჭირდება კარგი ტრანსფერების გაჩარღვა, ადრე სხვანაირად იყოო ოცნებობდნენ მანჩესტერში თამაშზე და ეხლა 4 ეულისთვის მებრძოლ გუნდში ისე ძალიან აღარ უნდათ თამაში, თან ყველა ფეხბურთელის ოცნება ლიგაზე თამაშია და ევროპა ლიგა ბევრს არ ხიბლავს. smile smile smile
0
№3
ავტორი: Jadon sancho
2 მაი 2019 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მეც მაგრად მევასება ბარელა. ძანიოლო, კინი და ბარელა, მოკლედ სასწაული თაობა მოუდის იტალიას.
0
№4
ავტორი: datasta25
2 მაი 2019 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გაათრიეთ ეს ლაწირაკი ბავშვები ტვინი მოიდღნა უკვე რა და მოიყვანეთ ჩამოყალიბებული ფეხბურთელები, ველოდებით ამ პერსპექტიულ ბავშვებს და ველოედბით სამუდამოდ
0
№5
ავტორი: ikeoni
2 მაი 2019 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მართლა კაი იგროკია
0
№6
ავტორი: Mike
2 მაი 2019 21:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ძმას ვფიცავარ მეგობარს ვეუბნეოდი ერთი-ორი თვის წინ სქოულზს მაგონებს თქო მაგარი ბიჭია ძალიან მაგრად მევასება.
0
№7
ავტორი: GIOMU
2 მაი 2019 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კი მყარად დგას ფეხზე და საკმაოდ კრეატიული გადაწყვტილებები შეუძლია მიიღოს რაც უმნიშვნელოვანესია ცენტრში.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2019 23:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი ტრანსფერები უნდა გაკეთდეს ბოლოს და ბოლოს
0
№9
ავტორი: onlyred
3 მაი 2019 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
კლასი აქვს
კარგად დგას, ბურთს ფლობს, სწრაფ და აზრიან პასებს არიგებს, დარტყმასაც ცდილობს.
ერიქსენს მაგონებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top