თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2510,
კომენტარები: 3
კონცენტრაცია (ნაწილი I)
თავი VII
კონცენტრაცია (ნაწილი I)
დრო

მამა ყოველთვის მეუბნებოდა: „არ იცრუო, არა იპარო და ყოველთვის დანიშნულ დროზე ადრე მიდი“. ვერ ვიტან დაგვიანებას. ღონისძიებებზე ყოველთვის ადრე დავდიოდი, სამსახურში ყველაზე ადრე ვცხადდებოდი. ეს თავისთავადი მოვლენა იყო. ყოველთვის ადრე ვდგებოდი, ამიტომ სამსახურში ადრე მისვლა დიდ ტანჯვას არ წარმოადგენდა. მახსოვს ჟან-კლოდ ბივერთან, საათების მწარმოებელი კომპანია HUBLOT-ის გენერალურ დირექტორთან საუბარი, რომლის დროსაც მითხრა, რომ კომპანია Omega-ში სინჯებზე რეზიუმეს გაგზავნისას მასთან გასაუბრების მსურველმა მენეჯერმა დილის ხუთ საათზე დაიბარა. გასაუბრების დროს ჟან-კლოდმა ჰკითხა, მზის ამოსვლამდე რატომ მიიწვიაა. ინტერვიუერმა კი უპასუხა: „სამუშაო დღეს დილის ხუთ საათზე ვიწყებ, ასე რომ, სამი საათით ვუსწრებ სხვებს. თქვენ როცა გძინავთ, მე ვმუშაობ“. გარკვეულწილად მეც ასევე ვიყავი.

ახალგაზრდას მიაჩნია, რომ ქვეყნის დრო აქვს. როცა 10 წლის ბიჭი ხარ, გგონია, რომ მომდევნო დაბადების დღე საუკუნის შემდეგ გექნება. ასე იმიტომ ხდება, რომ ერთი წელი არის მთელი დროის 10 პროცენტი, რაც დედამიწაზე გაგიტარებია. მაგრამ ეს შეგრძნება იცვლება, როცა 50-ს გადააჭარბებ, რადგან მანძილი შენს 51-ე დაბადების დღემდე მთელი განვლილი დროის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს. ასაკში შესვლასა და გამოცდილების შეძენასთან ერთად დროის სწორად გამოყენებაზეც ფიქრობ. თანდათან იწყებ იმ საათებისა და კვირების დაფასებას, რაც დაბრძენების საშუალების ხელიდან გაშვებით გალიე.

მოზარდობისას გამოვიმუშავე ჩვევა, მიმეღო ყოველი დღისგან აუცილებელ შესაძლებლობათა მაქსიმუმი, ვინაიდან ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობა მიწევდა. ხელოსნის დამხმარედ ვმუშაობდი, რის გამოც დილას 6:45 საათზე ვტოვებდი სახლს, რადგან ჩემი ბილეთი 7:40 სთ-ზე უნდა დამეშტამპა. სამსახურის შემდეგ ან შაბათ-კვირას სხვა დამხმარეებთან ერთად პაბსა თუ საბილიარდე კლუბში სიარულის ნაცვლად, ფეხბურთს ვთამაშობდი. როცა „სენტ-ჯონსტონთან“ ერთად ვარჯიში დავიწყე, ორსაათნახევარს ვუთმობდი ამას და სახლში დღის პირველ საათამდე არ ვბრუნდებოდი. ვარჯიშები კვირაში სამჯერ ტარდებოდა, ყოველი წასვლისას კი რამდენიმე ავტობუსი, მატარებელი და ტრავმაი უნდა გამოგეცვალა.

როცა ფეხბურთელი კარიერას ასრულებს და მენეჯმენტში გადადის, ნაწილობრივ გაოცებული რჩება მთელი რიგი მოვლენებით. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, რაც ყველას აკვირვებს, სამუშაო დღის ხანგრძლივობაა. თანამედროვე ფეხბურთელის სამუშაო დღე, თუ საუბარი არ არის მატჩის წინა დღეზე, ლანჩის შემდეგ სრულდება. ასეთ დღეებში ისინი სახლში ისვენებენ ან სხვადასხვა ელექტრო მოწყობილებებზე თამაშობენ. როცა მენეჯერი ხდები, სამ რამეს აღმოაჩენ. დავალებები უწყვეტი ნაკადით მოედინება, მათ კი შესრულება სჭირდება, ასევე გყავს ხალხი, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციო და დღე არ სრულდება, შენ კი დრო არაფრისთვის გყოფნის.

მმართველობითი სამსახურის საწყის ეტაპზე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გამენაწილებინა დრო. საბრალო ადამიანი ვიყავი. ყველაფრის მოსწრებას ვცდილობდი. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა - „სენტ-მირენის“ მწვრთნელი როცა გავხდი 1974 წელს, - რომ ორ პაბს ვმართავდი, რომლებიც კლუბის მოედნიდან სამ მილში მდებარეობდა. პაბი Fergie’s ჰოვანის მახლობლად, კინინგ-პარკის სიახლოვეს მდებარეობდა, ხოლო Shaws - ბრიჯტონში. ეს ბიზნესი ახალდაწყებული მქონდა, რადგან ფეხბურთის თამაშითა და „ისტ სტირლინგშირში“ ნახევარგანაკვეთიანი კონტრაქტით გათვალისწინებული მენეჯერის სავარძელი ჩვენს ახალგაზრდა ოჯახს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ „სენტ-მირენი“ ხელფასს მიხდიდა, ხშირად მიფიქრია, უფრო მეტს ხომ არ გამოვიმუშავებდი მენეჯერის სამსახურში, ამ საქმესა და პაბების მმართვეობაზე ერთდროულად რომ არ მიმეყო ხელი?

კონცენტრაცია (ნაწილი I)


„სენტ-მირენის“ მწვრთნელის პოსტისა და პაბების მართვა ნიშნავდა, რომ ერთადერთი მომენტი, როცა ჩემი შვილების ნახვა შემეძლო, მათთან სკოლაში შემთხვევითი ვიზიტები იყო, ხოლო ერთადერთი დრო, რომელსაც ოჯახის გარემოცვაში ვატარებდი, კვირა დღის რამდენიმე საათი გახლდათ. როცა „აბერდინში“ გადავედი სამუშაოდ, პაბები გავყიდე, რადგანაც მთლიანად ფეხბურთს მივუძღვენი თავი. „აბერდინში“ ჩემი სამუშაო დღე 12-14 საათი გრძელდებოდა და ვერც სახლში მისული ვწყვეტდი მუშაობას. შინიდან ვურეკავდი სკაუტებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. შესაძლოა, სამუშაოზე იმაზე მეტ დროს ვხარჯავდი, ვიდრე მამაჩემი, მაგრამ საწუწუნო არაფერი მქონდა. მისი სამუშაო ორჯერ უფრო დაძაბული იყო, ვიდრე ჩემი რომელიმე საქმიანობა.

მანჩესტერში ანალოგიური ყოველდღიური და ყოველკვირეული რეჟიმით ვმუშაობდი, თუმცა პასუხისმგებლობა იქ ერთი-ორად მეტი იყო. სავარჯიშო ბაზაზე დილის შვიდ საათზე მივდიოდი და ფინჯანი ჩაით ხელში აქა-იქ დავაბიჯებდი. ჩემი ოფისის კარს დილის რვიდან ცხრა საათამდე ყოველთვის ღიას ვტოვებდი იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს - მწვრთნელს, ექიმს ან ფეხბურთელს - ჩემთან გასაუბრება მოუნდებოდა. დაახლოებით 9 საათზე ოთახში ვიკრიბებოდით ვიდეოანალიზისთვის და ჩვენი წინა მატჩების რედაქტირებულ მიმოხილვას ვუყურებდით, ან მომდევნო მოწინააღმდეგე გუნდის მატჩების ჩანაწერებს განვიხილავდით. სავარჯიშო ბაზაზე მთელი დღე ვრჩებოდი, რათა მენახა, როგორ მოქმედებდნენ ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრები ვარჯიშზე. ორშაბათობითა და სამშაბათობით სახლში საღამოს ცხრა საათზე ვბრუნდებოდი, ზოგჯერ კი იგივე მიწევდა ხუთშაბათსაც. თუ მატჩი შაბათს გვქონდა დაგეგმილი, ან გუნდთან ერთად ვატარებდი მთელ დღეს, ან რეზერვისტების, მოწინააღმდეგე გუნდისა თუ ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელის მატჩს ვესწრებოდი. როცა „იუნაიტედის“ ბაზა „კლიფზე“ მდებარეობდა, „ოლდ ტრაფორდს“ სადილის შემდეგ ვსტუმრობდი, რათა ქაღალდები მომეწესრიგებინა და რამდენიმე სატელეფონო ზარი განმეხორციელებინა. კარინგტონზე ცალკე ოფისი მქონდა, ამიტომ იქ გადასვლის შემდეგ ამგვარ საქმეებს დილით ვასწრებდი. პარასკევი დღე, იქნებოდა ეს კლიფი თუ კარინგტონი, ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. პარასკევ დილას „იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი ჩემთან შემოდიოდა სალაპარაკოდ, შემდეგ კი 9 საათზე მატჩის წინა პრესკონფერენციას ვმართავდით.

ღამე და გამოსაშვები დღეები ხელუხლებელი დრო სულაც არ იყო. თუ შუაღამე გამეღვიძებოდა, ვდგებოდი და ჩემს კაბინეტში მატჩს ვუყურებდი. ვერავითარ აზრს ვხედავდი იმაში, რომ მატჩის საყურებლად განკუთვნილი იდეალური დრო გამეფლანგა და ისევ დამეძინა. გარდა ამისა, ჩემი დროის ეკონომიას ვახდენდი იმით, რომ არასდროს ამიღია შვებულება ისეთი ვადით, რაც, კონტრაქტის მიხედვით, ყოველწლიურად მეკუთვნოდა. 1995 წლიდან წელიწადში 5-კვირიანი შვებულების აღების უფლება მქონდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ეს ზედმეტად დიდი დროა ოფისს მიღმა გასატარებლად. ამიტომ, როგორც წესი, წელიწადში ორი კვირა ვისვენებდი და ოჯახთან ერთად ესპანეთში მივემგზავრებოდი - დედულეთში ან მაიორკაზე. 50 წლის ასაკიდან უკვე წელიწადში სამი კვირა ვისვენებდი. ამ დროისთვის ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მე და კეტი კი ამერიკაში მივემგზავრებოდით. როცა დაახლოებით 15 წლის წინ საფრანგეთის სამხრეთით მგზავრობას მოვუხშირეთ, ადგილობრივ რესტორნებსა თუ ჩვენს სასტუმროში ხშირად ვხვდებოდი ფეხბურთელებს, რომელთა შეძენასაც ვგეგმავდით. სასტუმროდან ზღაპრული ხედი იშლებოდა ხმელთაშუა ზღვასა და კაპ-ფერაზე, მე კი არ მეგულება ქვეყნად არცერთი ფეხბურთელი, რომელიც იმ სასტუმროს რესტორნის კუთხეში მდგარ მაგიდაზე კონტრაქტზე ხელს არ მოგიწერს.
წლები გადიოდა და ორი რამ შეიცვალა. პირველ ყოვლისა, გავაცნობიერე, რომ ჩემი სხეული შენელდა და უფრო მიჭირდა ენერგიის დონის მართვა და იმავე ნიშნულზე გაჩერება, სადაც ახალგაზრდობის წლებში იდგა. ახალგაზრდა მწვრთნელი რომ ვიყავი, დღე-ღამეში ოთხი საათი ძილი მყოფნიდა, მაგრამ ასაკში უფრო მეტი დამჭირდა. სახლში უფრო ხშირად შევივლიდი ხოლმე, მთელი საათის განმავლობაში ვისვენებდი და შემდეგ ისევ სავარჯიშო მოედანზე ვბრუნდებოდი. შემდეგ კეტი ხშირად მაფრთხილებდა, რომ ინფარქტს დავიმართებდი, თუ ასევე ვიმუშავებდი. სამწუხაროდ, მშვენივრად ვუწყოდი, რამ დაამძიმა ჯოკ სტეინის გულის შეტევა, რამაც 1985 წელს კარდიფში შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების მატჩში მისი სიკვდილი გამოიწვია. იმ დროს მისი ასისტენტის რანგში მის გვერდით ვიყავი. ამიტომ კეტის რჩევას ყური დავუგდე და არასაფეხბურთო სფეროდან გასართობი მოვძებნე - ცხენები, ღვინო, კითხვა. ამ ჰობთაგან არცერთი არ მართმევდა ბევრ დროს, მაგრამ ფეხბურთისგან ყურადღების გადატანა და დისტანცირება მიზიდავდა. „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ დილით ნიუმარკეტში შევდიოდი, რათა სავარჯიშო გარბენებისთვის მეყურებინა. ის ადრეული დილა მშვიდი და მშვიდობიანი იყო და გარდა სხვა ყველაფრისა, საცხენო სპორტის შესახებ ფასეულ ცოდნას ვიღებდი. უბრალოდ კი არ მომწონდა ღვინის სმა, რომელსაც ვყიდულობდი, არამედ მათი ღირებულების ცვალებადობის დაკვირვებაც მიზიდავდა. ეს ყურადღებას ფანტავდა და ჩემს გონებას ყოველდღიური დატვირთვისგან ათავისუფლებდა. ხშირად მეწვეოდა აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ვთამაშობდი ბანქოს, როგორ ვკითხულობდი წიგნს ან ვათვალიერებდი ღვინის კატალოგს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ სხვა ლიდერებსაც აღმოუჩენიათ, როცა ველოსიპედზე სხედან, ვარდებს რგავენ ან მთებს იპყრობენ. ჩემთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელობა, რომ ეს ჰობი ჯადოსნური მიქსტურა არ იყო. კვლავინდებურად შემეძლო უშფოთველად ძილი ან შუაღამე გაღვიძება იმაზე ფიქრით, რაც „იუნაიტედს“ ეხებოდა.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: GIOMU
3 მაი 2019 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
შრომა შრომა და შრომა... ახლა კიდე ელაპარაკე ჩვენს მოთამაშეებს, სირბილი ეზარებათ ყველაზე ცოტას დარბიან პრემიერლიგაში...
1
№2
ავტორი: Benny
3 მაი 2019 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ფერგიუსონი თავისი ძლევამოსილებით !
2
№3
ავტორი: Tyeshela
3 მაი 2019 16:12
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ნუ რა ვიცი რა ვთქვა, აი ესაა მიზეზი ფერგიუსონის წარმატების. ადამიანი რიმელიც თავის საქმიანობას ოჯახზე მაღლაც კი აყენებს. ყველაფრის გვერდზე გადადება შეეძლო, საკუთარი ჯანმრთელობისაც კი. გიჟივით მუშაობდა, არანორმალურად. 100000% ით დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასე იქცევიან კლოპიც და გვარდიოლაც. ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩვენ კლუბს, ძალიან. იმედია ოლე გამოდგება ნამდვილი ლიდერი და მენეჯერი
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top