ლაზარეთიდან დაბრუნებული ფეხბურთელები და აკადემიელები პირველი გუნდის ვარჯიშზე.
მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ვარჯიში უკვე ჩაატარა. მას იმედი აქვს, რომ "ჰადერსფილდთან" თამაშს შეძლებს.
ინგლისელ ფორვარდს "ჩელსისთან" მატჩის დროს მხრის ტრავმის გამო 68-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იყო ალბათობა, რომ მარკუსისთვის სეზონი უკვე დასრულებული იყო, თუმცა ვარჯიშის ფოტოებში კარგად ჩანს, რომ მარკუსმა ბოლო სესიაში მონაწილეობა მიიღო.
ვარჯიშებზე გამოჩნდა კლუბის კაპიტანიც ანტონიო ვალენსია, რომელიც მოედანზე 2 იანვარს "ნიუკასლთან" გამართული მატჩის შემდეგ არ გამოჩენილა.
კიდევ ერთი ტრავმირებული, რომელიც ფოტოგრაფებმა ვარჯიშზე დააფიქსირეს ფილ ჯონსია. ინგლისელს "ევერტონთან" მატჩის შემდეგ თამაში არ ჩაუტარებია.
ამასთანავე, ანდერ ერერა "ჩელსისთან" მატჩში უკვე დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. შესაბამისად, ესპანელი, სავარაუდოდ, "ჰადერსფილდთან" თამაშსაც შეძლებს.
პირველ გუნდთან ერთად აკადემიელებმაც ივარჯიშეს, მათ შორის ტაჰიტ ჩონგმა, ჯეიმს გარნერმა, ანხელ გომესმა და ლი ო'კონორმა. ახალგაზრდები კვირას მორიგ შანსს ელიან.
დამატებით ინფორმაციას გულშემატკივარი პარასკევს, ოლე გუნარის პრესკონფერენციაზე მიიღებს.
წყარო:
ManUtd.com