თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2019, 09:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1570,
კომენტარები: 4
გუნდის ადრეული სიახლეები "ჰადერსფილდთან" მატჩის წინ
ლაზარეთიდან დაბრუნებული ფეხბურთელები და აკადემიელები პირველი გუნდის ვარჯიშზე.
გუნდის ადრეული სიახლეები
მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ვარჯიში უკვე ჩაატარა. მას იმედი აქვს, რომ "ჰადერსფილდთან" თამაშს შეძლებს.

ინგლისელ ფორვარდს "ჩელსისთან" მატჩის დროს მხრის ტრავმის გამო 68-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იყო ალბათობა, რომ მარკუსისთვის სეზონი უკვე დასრულებული იყო, თუმცა ვარჯიშის ფოტოებში კარგად ჩანს, რომ მარკუსმა ბოლო სესიაში მონაწილეობა მიიღო.

ვარჯიშებზე გამოჩნდა კლუბის კაპიტანიც ანტონიო ვალენსია, რომელიც მოედანზე 2 იანვარს "ნიუკასლთან" გამართული მატჩის შემდეგ არ გამოჩენილა.

კიდევ ერთი ტრავმირებული, რომელიც ფოტოგრაფებმა ვარჯიშზე დააფიქსირეს ფილ ჯონსია. ინგლისელს "ევერტონთან" მატჩის შემდეგ თამაში არ ჩაუტარებია.

ამასთანავე, ანდერ ერერა "ჩელსისთან" მატჩში უკვე დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. შესაბამისად, ესპანელი, სავარაუდოდ, "ჰადერსფილდთან" თამაშსაც შეძლებს.

პირველ გუნდთან ერთად აკადემიელებმაც ივარჯიშეს, მათ შორის ტაჰიტ ჩონგმა, ჯეიმს გარნერმა, ანხელ გომესმა და ლი ო'კონორმა. ახალგაზრდები კვირას მორიგ შანსს ელიან.

დამატებით ინფორმაციას გულშემატკივარი პარასკევს, ოლე გუნარის პრესკონფერენციაზე მიიღებს.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, მატჩის წინ
4 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
2 მაი 2019 11:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გრინვუდი რატომ არაა?
ისე ამ ორ თამაშში, შეუძლია ოლეს ახალგაზრდები დააყენოს, 4-ეულის შანსი ძაან არარეალურია, თან ლუკაკუს ტრავმა აქვს, საინტერესო იქნებოდა თავდასხმაში გრინვუდის ნახვა ძირითად შემადგენლობაში, არანორმალური შედეგი აქვს ამ სეზონში, 31+12 გოლი და პასი თუ არ ვცდები, ამ 31 გოლიდან 16 მარჯვენა ფეხით და 15 მარცხენა ფეხით.

მარცხნივ გომესი, მარსიალზე მეტს მაინც ირბენს და არ იდგება უბრალოდ ბურთის მოლოდინში.
გარნერიც შეიძლება ცადოს, ნუ თუ ძირითადშივე არა, მატიჩის მაგივრად შესვენებაზე, ჩემი აზრით მანჩესტერისთვის უკვე დაიწყო წინასასეზონო მზადება.

დღეს წავიკითხე, ლოზანო ნაპოლიში გადადის 35 მილიონადო, ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ეს თუ მართალია, ძალიან კარგი მარჯვენა ფლანგელი გავუშვით ხელიდან, თან კაპიკებში.
იმედია ზიეშზე მაინც იმუშავებენ, ძალიან დაბალი გამოსასყიდი აქვს. ვუდვორდს ჩვევია ერთი ფეხბურთელის ამოჩემება, რომელსაც ვერ ყიდულობს და ბოლომდე აწვება და ამასობაში ძალიან კარგ ალტერნატივებს უშვებს ხელიდან. და, რა თქმა უნდა, სპორტულს დირექტორს ველოდები.
0
№2
ავტორი: datasta25
2 მაი 2019 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
რაღაც გრინვუდს საეჭვოდ არ ენდობა ოლე და რატომ ვერ ვხვდები, მესმის რო არანორმალურად ბევრს ურტყავს და თან ბევრი არ დასარტყმელი პოზიციიდან, მაგრამ ნუ შედეგი შედეგია ტიპმა 30+ გაიტანა.
0
№3
ავტორი: ikeoni
2 მაი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ახალგაზდებს უნდა მისცეს შანსი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2019 23:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა ახალგაზრდები მაინც ათამაშოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top