თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2019, 16:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1353,
კომენტარები: 3
"იმედია, "ლივერპული" ტიტულს ვერასდროს მოიგებს"
ტიმ ჰოვარდი "ლივერპულისა" და ოლე გუნარის შესახებ.
ტიმ ჰოვარდმა "ოლდ ტრაფორდზე" ოთხი წელი გაატარა, შემდგომ კი "გუდისონ პარკზე" გადაბარგდა, სადაც 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მისი კარიერიდან გამომდინარე, 40 წლის მეკარე იმედოვნებს, რომ "ლივერპული" ვერასდროს შეძლებს ტიტულის მოგებას.

"ვიმედოვნებ, რომ "ლივერპული" ვერასდროს მოიგებს ტიტულს მანამ, სანამ მე ჯერ კიდევ ვსუნთქავ. ახლა ტიტულისთვის ბრძოლაში ორი გუნდია ჩაბმული, თუ ფეხი არავის დაუცდება, მაშინ ჩემპიონი "სიტია".

"მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" ამ დროისთვის ერთი ქულით უსწრებს, თუმცა სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა.

როგორც ტიტულისთვის, ასევე ოთხეულისთის ბრძოლა სეზონის დასასრულამდე გაგრძელდება. ჰოვარდმა ოლე გუნარის შესახებაც ისაუბრა. ყოფილი "წითელი ეშმაკის" აზრით, "იუნაიტედმა" სწორი კაცი იპოვნა.

"ფეხბურთი სასაცილო რამაა. ოლე სწორი არჩევანია და იმედი მაქვს, რომ ამ ტრანსფერებზე ფულს დახარჯავენ და მას მისცემენ საშუალებას, რომ ყველაფერი თავისი ჭკუით გააკეთოს."

"ფეხბურთი სასაცილოა იმიტომ, რომ როცა მოვიდა და მატჩები მოიგო ყველამ გააღმერთა, ახლა, როცა ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის ყველა კრიტიკის ქარ-ცეცხლში ახვევს, არავინ ინდობს, თუმცა ის სწორი არჩევანია."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Rezimanutd
1 მაი 2019 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ტიმ როგორ მევასებოდი შე სქელტრაკა ამერიკელო <3 ეჰ ოლე ოლე კაი კაცი ხარ და არავინ არ გამტყუნებს პირიქით მადლობა რო ამ ჟოზეს დუქნიდან ამოიყვანე გუნდი)) და ოთხეუკსაც აფვიმსახურებდით წელს ასეთი თამაშით არეკადრება ლიგაზე გასვლა მანჩესტერს აი მომავალ სეზონშიც არმგონია ჩემპიონობაზე გავქაჩოთ მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ოპტიმისტი გულშემატკუვარი ბევრი არამგონია იყოს თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ ლივერი და სიტი რა დონეზეც არიან მაქსიმუმ მე2 ადგილზე ავიწიოთ ;)
0
№2
ავტორი: ikeoni
1 მაი 2019 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაგარი კაცი❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 მაი 2019 22:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ვარიანტია wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top