"Sports Direct" "იუნაიტედის" მომავალი საშინაო ფორმას აქვეყნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი სეზონის სათამაშო ფორმა უკვე ცნობილია. "Sports Direct"-მა შემთხვევით ფორმა გაყიდვაში ჩაუშვა, თუმცა ფორმა მალევე გაქრა საიტიდან.
ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობდა და ფორმები მუდმივად 1999 წლის ფორმის დიზაინის ირგვლივ ტრიალებდა.

ფორმა, რომლის შესახებაც ინფორმაცია "Sports Direct"-ს გაეპარა ზუსტად 1998/99 წლების სეზონის ფორმის დიზაინზეა შექმნილი. როგორც "MEN" იტყობინება, ის "იუნაიტედის" ტრიბილის მოგების თარიღებსაც შეიცავს:
16.05.1999 - პრემიერ ლიგა;
22.05.1999 - ინგლისის თასი;
26.05.1999 - ჩემპიონთა ლიგა;
რაც შეეხება ლოგოს, "იუნაიტედის" ლოგო ზუსტად ისეთივე ფორმაში იქნება ჩასმული, როგორიც ეს 1998-2000 წლების სეზონების მაისურებში იყო.
და კიდევ ერთი სიახლე, რაც გულშემატკივარს განსაკუთრებით გაახარებს არის ის, რომ შორტები კვლავ თეთრი გახდება ამ სეზონის შავი შორტების შემდეგ.
ფორმის ოფიციალური წარდგენის თარიღი დადგენილი ჯერ კიდევ არ არის.
წყარო:
M.E.N.