თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2019, 14:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1872,
კომენტარები: 10
"იუნაიტედს" ნდომბელე სურს
ნახევარმცველისთვის ხუთი კლუბი იბრძვის.
ცხელი ზაფხულის ტრანსფერების პერიოდი უფრო და უფრო ახლოვდება. ოლე გუნარმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ზაფხულში "იუნაიტედი" ბევრ ფულს დახარჯავს და შემადგენლობის გაძლიერებას ექვსი ან შვიდი მაღალი დონის ფეხბურთელით ეცდება.

"იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში ამჯერად "ლიონის" ნდომბელე მოექცა. ფრანგები ნახევარმცველში 60 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

თუმცა "იუნაიტედი" ფრანგისთვის მარტო არ იბრძოლებს. მას ნახევარმცველის შესყიდვაში "რეალ მადრიდი", პსჟ, "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" შეეცილებიან. როგორც პრესაში იწერება, ნდომბელეს შესაძენად ყველაზე აქტიურად "რეალ მადრიდი" მოქმედებს. ესპანელებმა უკვე გაამზადეს 100 მილიონი ევრო.

შეძლებს თუ არა "იუნაიტედი" მის გადმობირებას ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოლეს განცხადებით, "წითლებისთვის" ნახევარდაცვის გაძლიერება ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.


წყარო:SkySports
ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ravi bevjer vuyure amis tamashs da 100 milionis veraferi davinaxe:))
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
30 აპრილი 2019 16:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ბევრი ვიფიქრე ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს და ერთს მივხვდი რომ ძაან დაბალი დონის სასტავი ნაღდად უნდა გაყარო, მაგრამ თუ გინდა პროდუქტიული გახდეს ყველა ფეხბურთელი ამისათვის კონკურენცია უნდა შექმნა ყველა რგოლში.აი წარმოიდგინეთ პოგბას ყავდეს კონკურენტი ან მარსიალს ან რეშს ან ლუკაკუს.ათასჯერ მეტად მოინდომებენ და შესაბამისად შედეგიც უკეთესი იქნებოდა.კარგი გავუშვით ეს ხალხი და შევავსეთ გუნდი მაქსიმუმ 5-6კაცით.მერე?ისინიც უკონკურენტოდ იქნებიან და ისინიც დაიკიდებენ მერე თამაშს
1
№3
ავტორი: mishiko1
30 აპრილი 2019 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მართლა კარგი ბიჭია მაგრამ 100 მილიონი მეტისმეტია, კარგი აგენტები გვინდა და 70-80 მილიონად დათრევა შეიძლება, ამ რეალმა ტვინი მოტ... ხელოვნურად ბერავს ფასებს.
1
№4
ავტორი: gogita1991
30 აპრილი 2019 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რა 100 მილიონი ტო მიხედონ ან კანტეს ან ერიქსენს ორივეს დათრევა შეიძლება თავისუფლად
1
№5
ავტორი: datasta25
30 აპრილი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მეგობრებო სატრანსფერო ფანჯარა როდის იხსნება მითხარით რა? love

+ მანჩეტერ სიტი გვახევს ფერნანდესს, წეღან დაიწერა რო სიტის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტიპს და სპორტინგს 50 მილიონი შესთავაზეს
1
№6
ავტორი: Lalana
30 აპრილი 2019 18:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: datasta25
მეგობრებო სატრანსფერო ფანჯარა როდის იხსნება მითხარით რა? love

+ მანჩეტერ სიტი გვახევს ფერნანდესს, წეღან დაიწერა რო სიტის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტიპს და სპორტინგს 50 მილიონი შესთავაზეს

როგორც ფრედისა და ალექსისის შემთხვევაში მოხდა იქნებ ახლაც გაანძრიოს ერთი ადგილი ვუდვორმდა და კიდევ ერთხელ აახიოს ფეხბურთელი მაგათ.თან 50 მილიონი მასეთი კარგი ნახევარმცველისთვის საკმაოდ იაფია.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს 100 მილიონი სტანდარტია მოკლედ
1
№8
ავტორი: JuanMata
30 აპრილი 2019 20:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეალი რა ყველგან გამოჩხერილია, პოგბაც უნდათ, კანტეც და ნდომბელეც?
1
№9
ავტორი: Dato kutaisi
30 აპრილი 2019 23:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აი სიტი ავიღოთ.რო დაფიქრდე რად უნდათ ამდენი ფეხბურთელი,მაგრამ სწორს აკეთებენ.კონკურენციაა გუნდში.2 გუნდს გამოიყვანს გვარდიოლა რო დაჭირდეს ჩვენთან კიისე არიან თითქოს მემკვიდრეობით ერგოთ სასტარტოს ადგილები
1
№10
ავტორი: GIOMU
1 მაი 2019 04:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გარემო უნდა დახვდეს ყველა ახალწვეულს, იქ თუ პოგბა ისევ პრეტენზიებით და თავისი გამოხტომებით იქნება, ეს არ აისახება კარგად ახლებზე, ვფიქრობ მარსიალი და რაშფორდის ზრდა რომ შეჩერდა პოგბას რაღაც დონეზე მიუძღვის წვლილი.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top