თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2019, 12:47
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1501,
კომენტარები: 10
"იუნაიტედმა" პოგბას წასვლის უფლება არ უნდა მისცეს"
ბერბატოვი იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" პოგბას შეინარჩუნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ პოგბას თამაშის ხარისხის გამო, თუმცა ყოფილი ფორვარდის ბერბატოვის აზრით, "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგი უნდა შეინარჩუნონ.

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელზეც ხალხი ყოველთვის საუბრობს პოლ პოგბაა. სატრანსფერო ჭორებიც მუდამ მის ირგვლივ ტრიალებს."

"ვიმედოვნებ, რომ დარჩება, რადგან მე პირადად ძალიან მომწონს ის, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება."

"ვიცი, რომ მას გაცილებით უფრო მეტი შეუძლია და ვიცი, რომ მას ამის ჩვენება ყოველ მატჩში უნდა. ხანდახან ეს უბრალოდ არ გამოგდის. ეს ყველა ფეხბურთელს მოსდის, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დამემართა."

"ხანდახან ხალხი მას მეტისმეტად აკრიტიკებს, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანია. საბოლოოდ, ამით რა შედეგსაც მივაღწევთ არის ის, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვების სურვილი გაუჩნდება და როცა შენით ისეთი გუნდი ინტერესდება, როგორიც "რეალ მადრიდია" და თანაც მას ფრანგი წრთვნის, მაშინ ჩემთვის გასაგებია, რატომ სვამს პოგბა კითხვებს და რატომ შეიძლება რომ გაუჩნდეს წასვლის სურვილი."

"თუმცა მაინც მგონია, რომ "იუნაიტედისთვის" ახლა ყველაზე რთული პოგბას გაშვება იქნება. მე ვიცნობ ოლეს და გასულ კვირას ვესაუბრე კიდეც. ოლე პოგბას ჯერ კიდევ რეზერვების გაწრთვნის დროიდან იცნობს და ვიცი, რომ ყველაფერს ეცდება მის შესანარჩუნებლად და პოგბასგან მაქსიმუმის მისაღებად."


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
30 აპრილი 2019 13:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ძალით არავინ არუნდა გაჩერდეს შემადგენლობაში, ვისაც წასვლა უნდა ყველა უნდა წავიდეს, პოგბას კი ჯობია დარჩეს და გუნდს ულიდეროს, ვიდრე მადრიდში ფანების დამაყრუებელ სტვენაში ითამაშოს თუნდაც ერთი ჩაგდებული მატჩის შემდეგ.
0
№2
ავტორი: zaali87
30 აპრილი 2019 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
დე ხეას და პოგბა ჩემი აზრით უნდა შევინარჩუნოთ თუ შემდეგ წელს რამის გაკეტება გვინდა !!! გამორიცხულია 2 საუკეთესო ფეხბურთელის გაშვების შემდეგ გუნდის ერთ სატრანსფერო პერიოდში ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოაყალიბო !!! თან ისეთი ნაგავით რაც გუნდშია დარჩენილი :)

სხვა საკითხია თუ ორივე ღიად დააფიქსირებენ გუნდიდან წასვლის სურვილს როგორც ვან დეიკმა ქნა საუთჰემპტონიდან რომ გადავიდა ლივერპულში ...
0
№3
30 აპრილი 2019 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
წავიდეს ამაზე ხმამაღალი ნათქვამია
წაეთრეს !!!

წავიდეს ამაზე ხმამაღალი ნათქვამია
წაეთრეს !!!

წავიდეს ამაზე ხმამაღალი ნათქვამია
წაეთრეს !!! თან რო გამოვიდა და თქვა თამაში ფულს ვიღებო გეგონება ციდან ვარსკვლავებს წყვეტავდეო ერთი მარიაჟა გავარდნა ხარ და მეტი არაფერი
ხო კიდე ბიჭებო ამ შემადგენლობაზე რას იტყვით (დე ხეას არ გაყიდიან სტო პრო ვიცი

დეხეა
სემედუ ხიმენესი ლინდელოფი შოუ
ერერა მატიჩი ერიკსენი
ბეილი ლუკაკუ. რეში
0
№4
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2019 14:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე რო იძახით რო ძალით არავინ არ უნდა გაჩერდეს გუნდშიო გადახედეთ წინა წლებს, დე ხეას საგა ყველას ახსოვს არავინ არიცის მარა იქნებ რაღაც წლები ძალითგ აჩერდა ესპანელი გუნდში? რამდენი პლისუი მოგვიტანა თუნდა ც მაგის დარჩენამ(ძალით გაჩერებამ) რაიცით რო პოგბა მოურინიოს პირველი სეზონის მერე ძალით არ გაჩერდა? ამანაც რამდენი პლიუსი მოგვიტანა? ზუსტად მახსოვს 2008 წელი და მოგებული ფინალი სადაც 1 ძაან მაგარი კადრია გიგზი რო რონალდოს საჩვენებელი თითით ერთეულ ერთზე მიანიშნებს და რაღაცას ეუბნება ეგ მომენტი თუ გახსოვთ? აი მაგ წელს უკვე რეალს უნდოდა ეგრევე რონალდო და ძაან მგონია რო გიგზი იმ მოგებული ფინალის მერე იმ ჟესტით რონალდოს ეუბნებოდა 1 წელიც დარჩიო ნუ მე ესე მგონია ისეთი კადრი იყო ყველაფრიანად და რა მოგვიტანა მაშინ რონალდუს იმ 1 წლით ძალითდარჩენამ გუნდში? რა მოგვიტანა და შიდა ჩემპიონათის თასები ყველა და ლიგის ფინალი 2009 წელს, ასე რომ ეგრეც არაა რა შეიძლება ფეხბურთელი ძალით დატოვო მარა ხეირი ნახო აქ საქმე ძალით დატოვებაში არაა გუნდია ნაგავი არაფრისმომცემი ფეხბურთელებით სავსე და პოგბა კიარა ოდნავ ნორმალური ამბიციური ფეხბურთელი როყოს სადღაც ყველას მოუნდება წასვლა და მართალიცაა, არავინ არიცის როგორ უყვარს იგივე პოგბას მანჩესტერი ხო ბოლო ბოლო ამათი გაზრდილია და უამრავი მეგობარი ყავს ხოდა ფეხბურთელი უნდა იყო რო გაიგო ესე მარტივი არაა მაინც ტიტულებია მტავარი ამ სპორტში რო დაამთავრებ კარიერას შენი შრომის სედეგი გინდა რო ტიტულებში იყოს ასახული ხოდა ნუ არიტიკებთ ეგრე მარტივად გულსემატკივრის თვალით ამ ფეხბურთელებს ააწყონ გუნდი ძმაო და არ გაიქცევიან ესე ფეხბურთელები რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა გუნდმა და მაინც ნეხვია ჯერ კიდე მადლობლები უნდა ვიყოთ რო ცაფშე გადმოვიდა პოგბა ამ ნეხვში თუ მაინდამაინც
0
№5
ავტორი: Malboro463
30 აპრილი 2019 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ძალით ვერც გაჩერებ მოუყვანონ ცენტრში კარგი მეწყვილე
მოუშორონ იანგი და ჯესიკასნაირი ფეხბურთელები და ესეც დარჩება გუნდში. ყველას ვიღაც ვარსკვლავის გვერდით სურს თამაში რომ რამე მოიგოს დარმიანთან და მკტომინის გვერდით რამდენი წელი უნდა ითამაშოს
0
№6
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2019 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Visac ar unda wixliskvrit unda gaushva ise zogadad vambob da pogbas imedia ar unda wasvla
0
№7
ავტორი: David_Beckham7
30 აპრილი 2019 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჩემი აზრით ერიქსენის მანჩეტერში გადმოსვლა არის ფანტაზია. ჯერ იმიტომ რომ ტოტენჰემი კონკურენტ გუნდს არ გააძლიერებს. და თუ სადმე წავალ ალბათ რეალში უფრო თორე მე ერიკსენო ჩემი ხედვით დღეს ყველას მორჩევნია ცენტრში. მაგრამ აი თუ მოოყვანენ ფერნანდეშს. სწოცარი სტატისტიკა აქვს არის ტეკნიკური, სწრაფი საკმაოდ და დარტყმა აქვს ძაან კარგი. პასი კარგი იცის და ცენტრშიც ყველა პოზოციაზე შეუძლია თამაში. ყველაფერი აქვს რაც კარგ ცენტრს ჭირდება და ძაან გგავაძლოერებდა.

ჩემი აზრით ერიქსენის მანჩეტერში გადმოსვლა არის ფანტაზია. ჯერ იმიტომ რომ ტოტენჰემი კონკურენტ გუნდს არ გააძლიერებს. და თუ სადმე წავალ ალბათ რეალში უფრო თორე მე ერიკსენო ჩემი ხედვით დღეს ყველას მორჩევნია ცენტრში. მაგრამ აი თუ მოოყვანენ ფერნანდეშს. სწოცარი სტატისტიკა აქვს არის ტეკნიკური, სწრაფი საკმაოდ და დარტყმა აქვს ძაან კარგი. პასი კარგი იცის და ცენტრშიც ყველა პოზოციაზე შეუძლია თამაში. ყველაფერი აქვს რაც კარგ ცენტრს ჭირდება და ძაან გგავაძლოერებდა.

ჩემი აზრით კოდევ საყრდენს მოვიყვანდი დეკლან რაის. რომელოც ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და გრძელ პასსაც კარგად აკეთებს. ბრძოლაში შედის ძაან კარგად და სნაამ დაედება 100 მილიონები იქნებ ერთი 40 ად მაინც იუიდონ 20 წლის ბიჭია. მატიჩის ჩანაცვლებაზე უნდა ვიფიქროთ

დე ხეა

ბისაკა სმოლინგი ლინდელოფი შოუ

დეკლან რაისი.

ფერნანდეში. პოგბა.

სანჩო რეში მარსიალი
0
№8
ავტორი: datasta25
30 აპრილი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მაგრად მკიდია თუუნდათ დააბან გუნდში, მთავარია ეს არ წავიდეს, თორე უყურეთ მომავალ წელს ამაზე 3ჯერ ჩაჯმულ გუნდს, როგორც ჩანს ვერ აფასებთ ეს რას აკეთებს გუნდში და რო წავა რეალში მერე ვუყუროთ დორბლიანებმა მანჩესტერიდან.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თვითონ თუ მოინდომა წავა თავისთავად
0
№10
ავტორი: GIOMU
1 მაი 2019 04:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გუნდი რომელიც ფეხბურთელებს მუდმივად ხელფასების ზრდის ხარჯზე ინარჩუნებს რა მომავალი უნდა ქონდეს ამ გუნდს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top