თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 19:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1445,
კომენტარები: 9
"ვიმედოვნოთ, რომ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება"
ლუკ შოუ დარჩენილი მატჩებისა და დავიდ დე ხეას შესახებ.
ლუკ შოუ იმედოვნებს, რომ პრემიერ ლიგა სიურპრიზებს გვიმზადებს და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის.

იმისთვის, რომ "იუნაიტედი" ოთხეულში მოხვდეს, "წითლებმა" ორ მატჩში ექვსი ქულა უნდა მოიპოვონ და იმედოვნონ, რომ "არსენალი" და "ჩელსი" გამარჯვებას ვერ მოახერხებენ.

"ვიგრძენი, რომ პირველი ნახევრი ბრწყინვალე იყო. ჩვენ გეგმა გვქონდა, რომელსაც მივყვებოდით, ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ."

"ამ თამაშში მთელი სეზონის ისტორია ჩანს. ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. სწორედ ეს მოხდა "ჩელსისთანაც". პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორეში ძალა და სისწრაფე გვაკლდა."

"ჩვენ ვიცოდით, რომ თამაშის მოგება გვჭირდებოდა, მაგრამ ერთი გოლის მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. მგონია, რომ გუნდში მეტი ტალანტი გვაქვს, ვიდრე მხოლოდ ერთი გოლი."

"ბევრი ვივარჯიშეთ და ბევრი შეხვდრა ჩავატარეთ ამ მატჩის წინ. პირველ ტაიმში კომფორტულად ვგრძნობდით თავს. შეცდომა დავუშვით, მაგრამ ფეხბურთში შეცდომებს ყველა უშვებს და ჩვენ უბრალოდ უნდა გადაგველახა ეს მომენტი და გოლის გატანა გვეცადა."

"მეორე ტაიმში გვაკლდა ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში გვქონდა. ჩვენ რომ ისევე გაგვეგრძელებინა თამაში, როგორც ეს პირველ ტაიმში მოვახერხეთ, მატჩს მოვიგებდით. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ერთად გულშემატკივრებიც. იღბალს უნდა მივენდოთ და ვნახოთ, რა მოხდება."

"რაც შეეხება დავიდს, გულშემატკივრები უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ. ყველა გვერდში ედგა, მათ შორის ჩვენც. მწრთვნელიც ბოლომდე მასთან იყო."

"უამრავი წელია ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და გუნდი ძალიან ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებიცა და მეკარეებიც უშვებენ შეცდომებს. ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ. მას სჯერა თავისი თავის და შესაძლებლობების და ზუსტად ვიცით, რომ ის განაგრძობს და ძალიან კარგად იგრძნობს თავს."

"ბოლო ორი მატჩი უნდა მოვიგოთ და იღბალს მივენდოთ. ვიმედოვნოთ, რომ იღბალი ახლა მაინც ჩვენს მხარეს იქნება."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
29 აპრილი 2019 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
მოდი იმას რომ ალბათ ლიგაზე ვერ გავალთ დადებითი მხეიდან შევხედოთ
1.ევროპა ლიგას თავზე დავიმხობთ და ჩემპიონები გავხდებით (ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთ დღეში ვიყავით უკვე)
2. ბიჭებს მოტივაცია მიეცემათ
3. ტრანსფერების შემდეგ ევროპა ლიგის თამაშების მიხედვით ოლე იპოვის ყველაზე ოფტიმალურ შემადგენლობას
0
№2
ავტორი: datasta25
29 აპრილი 2019 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
იღბალს რა ნამუსით ახსენებენ და მეტი რაუნდათ ამ იღბლისგან ვერ გავიგე wink ყველა ჩვენმა კონკურენტმა წააგო და 1 თამაში ვერ მოვიგეთ იმისთვის რო გავსულყავით, მეტი რაუნდა გაგიმართლოს!?
1
№3
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2019 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ra shansi gvqonda da rogor ver gamoviyenet:((
0
№4
ავტორი: PaLoMo
29 აპრილი 2019 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ჩემიაზრით ეს ბოლო ტურები ყველაფერი ნაყომარებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: giorgi_mg
29 აპრილი 2019 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იღბალიო ))) გამეცინა)))
0
№6
ავტორი: David_Beckham7
29 აპრილი 2019 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
გერმქნიაშიც ვითომ.ვერ მოიგო ბაიერნმა აუცაიდერთან. ტრანფერებისთვის ფულს აგროვებებ ყომარობენ
0
№7
ავტორი: Lolasha
29 აპრილი 2019 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ერთადერთი დადებითი იმაში რომ ოთხეულში ვერ შევდივართ არის ის რომ ის ხალხი წავა ვისაც არ უნდა აქ თამაში. დე ხეას აშკარად აღარ უნდა მანჩესტერში თამაში. მოუმ თქვა ერთხელ კაი რაღაც. როცა მოთამაშე სხვა რამეზე ფიქრობს არ უნდა ათამაშოო და ზუსტად ეგ ხდება დე ხეას თავს და მაშინაც დე ხეაზე თქვა ეს და პირველ 2 თამაშში რომერო დააყენა. პოგბა დე ხეა ლუკაკუ მარსიალი სანჩესი ჯონსი დარმიანი როხო ვალენსია იანგი - ამათგან ზოგი გასაშვებია და ზოგი თავისით წავა.
მოიყვანონ იოვიჩი, სანჩო, ვან დე ბეეკი, ზიეჩი, ნდომბელე, ველტმანი მარჯვენა ფლანგზე არაა ცუდი მცველის პოზიციაზე, დუკურე ძაან კაი ნახევარმცველია უოტფორდიდან, ლუკაკუ იკარდიში გაცვალონ - იკარდი ძაან კლასნია, ათასი რამე შეიძლება და ვერაფერს ესენი ვერ აკეთებენ რა... რატო უნდა აკეთებდეს ფულემი ჩვენზე კარგ ტრანსფერებს, ეგ კიარა ვულვზმა რა ფეხბურთელები დაიმატა გააპეს ტოპ 6 გუნდები... რავიცი რააააა
0
№8
ავტორი: lobjanidze
30 აპრილი 2019 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ისე ასეთი რამ რომ მოხდეს. 6 ადგილზე გავიდეთ ჩვენ . ლიგა მოიგოს ტოტენჰემმა , ევროპის ლიგა ჩელსიმ , მაინც ვერ გავალთ ლიგაზე?
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიზერული შანსია, თეორიულიც რო აღარ ქვია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top