თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 18:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1863,
კომენტარები: 5
სიახლეები რეშფორდისა და ბაიის ტრავმის შესახებ
ოლე გუნარი ტრავმების შესახებ.
სიახლეები რეშფორდისა და ბაიის ტრავმის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გულშემატკივარს ერიკ ბაიისა და მარკუს რეშფორდის ტრავმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თებერვალში პსჟ-ს დამარცხების შემდეგ ერიკ ბაიიმ გუშინ პირველი მატჩი ჩაატარა, რომელიც მორიგი ტრავმით დასრულდა. ცენტრალურ მცველს მოედნის დატოვება 68-ე წუთზე მუხლის ტრავმის გამო მოუწია.

"ხვალ ერიკის მუხლს გადაიღებენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ცუდი ტრავმაა ტრავმებს შორის. ის სეზონის ბოლომდე გამოგვეთიშება. არამგონია, რომ შემდეგ სეზონამდე იხილოთ."

"თუმცა ის მებრძოლია, დღეს ძალიან კარგად ითამაშა, მშვიდი იყო, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებდა და არ გაგვიმართლა, რომ მისი გაყვანა მოგვიწია."

სოლსკიაერმა ასევე დაადასტურა, რომ რეშფორდს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია. აკადემიელმა "ოლდ ტრაფორდზე" 65 წუთი გაატარა, შემდგომ კი ის ალექსის სანჩესმა ჩაანაცვლა.

"რეშის მხრის ტრავმა აწუხებდა. ერთი საათი გაუძლო, თუმცა შემდგომ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სწორედ ამიტომაც გამოვიყვანე."

შეძლებს თუ არა რეშფორდი "ჰადერსფილდთან" მატჩის ჩატარებას ჯერ კიდევ გაურკვეველია.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
29 აპრილი 2019 18:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბოდიში და ამან კიდე ტვინი წაიღო რა უკვე და 2 მაგად ნერვები მეშლება ასეთ დროს ხელმძღვანელობაზე რო ზომებს არ იღებენ შესაბამიის აგერ რამდენი წელია რაც ბაილი გვყავს 2016 დან 2017 დან? გადათვალეთ რამდენჯერ იყო ჯანმრთელი , ეგ აქ მოვიდა როგორც სასტავის კაცი და არა ზამენა მარა ამ ტრანვების გამო არის ის რაც არის და გავიგეთ მარა რატო იტოვებენ ამის და ჯონსისნაირ ფაფუკ არსებებს წლობით ვერ ვხვდები რა
0
№2
ავტორი: kobinio
29 აპრილი 2019 21:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კაი წმენდა ჩაატაროს ამან და თუ გინდა სულ არ გავიდეს ევროპალიგაზეც. თავის მენტალური გუნდო დააყენოს რასაც ლაპარაკობს და საკმარისი იქნება.

კაი წმენდა ჩაატაროს ამან და თუ გინდა სულ არ გავიდეს ევროპალიგაზეც. თავის მენტალური გუნდო დააყენოს რასაც ლაპარაკობს და საკმარისი იქნება.
0
№3
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia reshis tramva mainc ar Iqneba Seriozulii
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე აზრიც აღარ აქვს ვინ ითამაშებს და ვინ არა
0
№5
ავტორი: Shota Blues
30 აპრილი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მთავარია მომდევნო სეზონში არ გადაყვეს ტრამვა რომელიმეს. წელს რაღა შეიცვლება 95% ვიცით რომელი პოზიცია გვეკავება ცხრილში სეზონის ბოლოს, იქამდე რაღა დარჩა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top