თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2019, 18:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 741,
კომენტარები: 6
"ყველა, ვისაც "იუნაიტედი" უყვარს, დავიდს ენდობა"
ხუან მატამ თანაგუნდელი დაიცვა.
დავიდ დე ხეა "ჩელსისთან" გაშვებული გოლის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ხუან მატამ კი თანაგუნდელი დაიცვა და აღნიშნა, რომ დავიდის ნომერ პირველობა მისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს ვერ დადგება.

"დავიდი ჩემთვის ნომერ პირველია. მისი შედეგები ამ კლუბისთვის უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ბოლო წლების განმავლობაში ის საუკეთესო გახლდათ. მან კლუბისთვის ძალიან ბევრი ქულა გადაარჩინა, იმდენად ბევრი, რომ ეს შედეგები დაუჯერებელი იყო."

"ჩვენ ყველას გვაქვს კარგი და ცუდი მომენტები ჩვენ კარიერაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მიდგომაა ამ საკითXების მიმართ. ის საკმაოდ მოტივირებულია და ყველანაირად ცდილობს, რომ პოზიტიურად მიუდგეს საკითხებს. გააკეთოს თავისი მაქსიმუმი და უბრალოდ იყოს საუკეთესო."

"მე მას სრულიად ვენდობი და არა მარტო მე, ჩვენ - ყველა. დღეს ის ბედნიერი არ არის, არც ჩვენ ვართ, მაგრამ ხვალ დილას იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე კარგი განწყობით დაბრუნდება ვარჯიშებზე."

"მე მართლა მჯერა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მეც ვუშვებ შეცდომებს, ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ მგონია, რომ მეკარისთვის შეცდომა ყველაზე რთული საკითხია."

"მას ძალიან ძლიეერი ფსიქოლოგია აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სეზონისთვის ყველაფერს ძალიან კარგად გააკეთებს. მე თავიდან ბოლომდე ვენდობი მას, ისევე როგორც გუნდის მწრთვნელი და თითოეული ჩვენგანი, ვისაც "იუნაიტედი" უყვარს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GIOMU
29 აპრილი 2019 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 459
არ ვიცი, თითქოს მოტივაცია აღარ აქვს რადგან გადაწყვეტილია მისი წასვლა და უკვე ფორმალურად დგას კარებში. ან რაღც პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში, ფაქტია რაღაც მოხდა რამაც ეს შეცდომები გამოიწვია. სხვა შემთხვევაში ვერ ვიგებ ამხელა დონის მეკარეს ზედიზედ ამდენი შეცდომა როგორ უნდა მოსვლოდა.
0
№2
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2019 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7324
Dznelia ar daetanxmo kaci 5 weli premierligas sauketeso mekare xdeboda da exla amis gineba DZaan araswori Iqneba martla yvelas aqvs cudi periodi ubralod oles adgilas romeros davayenebdi...dexea mainc sauketesoa chemtvis❤️
0
№3
ავტორი: rooney-scholes
29 აპრილი 2019 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
amis colia tu sacolea edurna imas ar unda inglisshi da eg pontia ra albat utxra an mu an meo
0
№4
ავტორი: datasta25
29 აპრილი 2019 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 224
აშკარად არ ქონია ძლიერი ფსქოლოგია!
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2019 18:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7391
დროებითია ეს პერიოდი
0
№6
ავტორი: Shota Blues
30 აპრილი 2019 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 120
ციტატა: datasta25
აშკარად არ ქონია ძლიერი ფსქოლოგია!

ციტატა: SANDROGRIGA
დროებითია ეს პერიოდი

არა მგონია სუსტი ფსიქოლოგია ქონდეს სხვა შემთხვევაში ამდენი წლის განმავლობაში სტაბილური ვერ იქნებოდა.
მეც მგონია რო ეს პრობლემა დროებითია. გულდასაწყვეტია დეხეას ყურება ამ მდგომარეობაში მაგრამ რაღაც მაინც გვაქვს სათქმელი, ცოტა შვება რო ვიგრძნოთ: კარგია რო სეზონის ბოლოს დაემთხვა, იმედი მაქვს არ გაუწირდება და გადალახავს ამ რთულ მდგომარეობას, არც ისი ქნებოდა ურიგო დარჩენილი თამაშებში რომეროს თუ დააყენებს ჩემი აზრით სხვანაირად შეიძლება თავის რწმენა დაკარგოს და ფესვგადგმული შიში ძნელი დასაძლევი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top