"დარენი ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელია ვისთანაც კი მითამაშია და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანიც. მისი ნიჭი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, როდესაც მე მანჩესტერში ვიყავი, მაშინ ხალხი ამბობდა - ეს ბიჭი გუნდის მომავალი გახდებაო. მან გაიარა ყველა საფეხური და მოხვდა პირველ გუნდში.
დარენი ყოველთვის აკვირდებოდა მასზე უფროს ფეხბურთელებს და ისმენდა რას ლაპარაკობდნენ ისინი. საქმის გარდა არაფერზე ლაპარაკობდა, ვარჯიშობდა ყველაზე თავდაუზოგავად. სწორედ ამიტომ ძალიან მალე დაიმსახურა ჩვენი პატივისცემა. იგი არასდროს არაფერს ნანობდა და ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ ახლა მას ვეღარაფერი შეუშლის ხელს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღიდგინოს თავისი ძველი სტატუსი გუნდში.
დარენი უნდა გახდეს ყველა შოტლანდიელი ბავშვის მაგალითი, სწორედ ამ გზით უნდა იაროს ფეხბურთმა მის სამშობლოში. ძალიან სამწუხაროა რომ მას არ ქონდა შესაძლებლობა ეთამაშა დიდი ტურნირები სანაკრებო დონეზე, ამით იგი გიგზს გავს, თუმცა ეს მასზე ცუდად არ მეტყველებს, რასაც დარენი აკეთებს ყველაფერს სამართლიანად აკეთებს. როდესაც დარენი გუნდში მოვიდა რთული წარმოსადგენი იყო, რომ იგი გახდებოდა მომავალი კაპიტანი შოტლანდიისა, თუმცა მისმა ბრძოლისუნარიანობამ და შრომისმოყვარეობამ ითამაშა ძალიან დიდი როლი მის კარიერაში."