თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2019, 21:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1475,
კომენტარები: 6
მატა მადრიდელებსაც სურთ
როგორც ჩანს, "იუნაიტედი" რამოდენიმე ფეხბურთელის ერთდროულად გაყიდვას გეგმავს.
მატა მადრიდელებსაც სურთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი შემტევი ნახვარმცველი ხუან მატა, "მანჩესტერული" კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელის მომავალზე მისი სათამაშო დროის უქონლობაც მეტყველებს, მატა დიდი ხანია გუნდის სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება.

პრესის ფურცლები აქამდე მის გვარს, ყველაზე ხშირად კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა ასპარეზზე მადრიდული გუნდიც გამოჩნდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ხუან მატას შესაძენად იბრძოლებს. იუწყბა Sport.es.

30 წლის ესპანელის კონტრაქტი აქამდე არ გახანგრძლივბულა. ხელშეკრულების ვადა კი სწორედ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის ვადებს ემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მატა ტრანსფერის შემთხვევაში "ატლეტიკოს" უფასოდ შეუერთდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხუანმა "იუნაიტედის" მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ აქტივს კი 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შემატა.


უნდა წავიდეს თუ არა მატა გუნდიდან?

დიახ
არა

ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 აპრილი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ramdeni chori unda daiweros exlaa:))
0
№2
ავტორი: The Special One
26 აპრილი 2019 23:28
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რამაგარი მენეჯმენტი გვყავს მოკლედ :დდდ ერერა და მატა მიდიან უფასოდ,ამ დროს სხვა გუნდი ამ ორი ფეხბურთელით 80 მილიონს როგორც მინიმუმ ისე ამოიღებდა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: datasta25
26 აპრილი 2019 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: The Special One
რამაგარი მენეჯმენტი გვყავს მოკლედ :დდდ ერერა და მატა მიდიან უფასოდ,ამ დროს სხვა გუნდი ამ ორი ფეხბურთელით 80 მილიონს როგორც მინიმუმ ისე ამოიღებდა ;დ

100%
1
№4
ავტორი: stepno
27 აპრილი 2019 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა წავიდეს. კარგია მატაა მაგრამ არა მანჩესტერისთვის ეს ბევრჯერ გამოჩნდა უკვე. ჩვენ გაცილებით კარგი გვჭირდება ვიდრე მატაა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2019 02:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კონტრაქტის ამოწურვა და თავისუფალი აგენტის სტატუსად წასვლა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.
0
№6
ავტორი: mishiko1
27 აპრილი 2019 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ვუდვორდს მაგარი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს უარგის ფეხბურთელებს ყიდულობს და შემდეგ უფასოდ უშვებს, მატა, სანჩესი, მატიჩი, ფრედი გუნდისთვის რამდენი შეუფერებელი ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება, ეს ვუდვორდი დაღუპავს გუნდს გასაგდებია სასწრაფოდ!.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top